დიგორხან დადიშქელიანი (გ.
1843) — ჩუბეხევის (სვანეთი) მთავარი, ჩოლურის მფლობელის გარდაფხაძის ასული. მეუღლის — მოსოსტრის გარდაცვალების შემდეგ 1821-1843 წლებში ჩუბეხევის ფაქტობრივი გამგებელი იყო. 1841 წლიდან კი მეფის არმიაში უბიხეთში დაღუპული შვილის — ციოყის ექვს მცირეწლოვან შვილს (მ.შ. კონსტანტინეს) მეურვეობდა. დადიშქელიანი რუსეთის ორიენტაციისა იყო. 1833 წელს მისი ინიციატივით ჩებეხევი რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. დადიშქელიანი ძლიერი ნებისყოფის ენერგიული მმართველი იყო. 1843 წელს ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელი თათარყან დადიშქელიანი თავს დაესხა ფარის რეზიდენციას. დიგორხანი კარგა ხანს იცავდა თავს, ბოლოს ცეცხლმოკიდებული კოშკიდან გადმოხტა და დაიღუპა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დიგორხან დადიშქელიანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.