ციოყ დადიშქელიანი

ციოყ (მიხეილ) მოსოსტრის ძე დადიშქელიანი (გ.

1841) — სვანეთის სამთავროს ნაწილის მმართველი, ჩუბეხევის მფლობელი. ბაბა-ციოყის ძის — თენგიზის შვილიშვილი.

ციოყ დადიშქელიანი
ციოყ (მიხეილ) დადიშქელიანი

ბიოგრაფია

მამის, მოსოსტრის გარდაცვალების შემდეგ (1821) სამთავროს დედის — დიგორხანის დახმარებით და აქტიური მონაწილეობით მართავდა. რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის ოფიციალური გაფორმების მიზნით თბილისში ჩასული დიგორხანი უშუალოდ როზენს შეხვდება და თავისი ვაჟიშვილის — ციოყის სახელით რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის პირობა მისცა. როზენმა ციოყის სახელზე შეადგინა წერილი, რომელშიც მეფის სახელით ჩუბე ხევის მფლობელობის შენარჩუნებას და უშიშროების უზრუნველყოფას ჰპირდებოდა. 1833 წლის აპრილში ციოყის, მაისში კი თათარყანის ოფიციალური დაფიცება მოხდა. მეფის მთავრობამ ყურად არ იღო არც თათარყანის და არც ციოყის თხოვნა — თითოეული მათგანი ყოფილიყო ბალსქვემო სვანეთის ერთადერთი მფლობელი. იმპერიის ინტერესი სწორედ ორი სუსტი მფლობელის არსებობა იყო და არა და ერთი ძლიერის, ამიტომ ხელმწიფემ დადიშქელიანთა სამთავროს ორად გაყოფა ოფიციალურად სცნო.

ქვეშევრდომობის ოფიციალური აღიარების შემდეგ, მეფის მოხელეთა უშუალო მონაწილეობით, შედგა ციოყის (მიხეილად იწოდა) და თათარყანის (ნიკოლოზი) „სათხოვარი პუნქტები“. ციოყის „სათხოვარში“ ჩამოთვლილი იყო მისი მოსაზღვრე სამფლობელოები; „სათხოვარი პუნქტების“ მეორე მუხლი ციოყის მემკვიდრეებისადმი მფლობელობის უფლების გადაცემას ითვალისწინებდა; მესამე მუხლით ციოყის კომპეტენციაში მხოლოდ სამოქალაქო საქმეები რჩებოდა, სისხლის სამართლის საქმეები საერთო კანონმდებლობის საფუძელზე რუსეთის სათანადო უწყების კომპეტენციას განეკუთვნებოდა; მეოთხე მუხლით რუსეთის მთავრობა ციოყის სამფლობელოს დაცვას კისრულობდა; მეხუთე მუხლით — რუსეთის მთავრობას ციოყის სამფლობელოში აღმოჩენილი წიაღისეულის ექსპლუატაციის უფლება ეძლეოდა — ოღონდ შემოსავლის გარკვეული ნაწილი უშუალო მფლობელსაც უნდა მიეღო; მეექვსე მუხლი, ციოყსა და მის მემკვიდრეებს რუსეთის მფარველობაში სვანეთის დანარჩენი ნაწილების შეყვანისათვის მხარდაჭერის აღმოჩენას ავალებდა; მერვე და მეცხრე მუხლები, ციოყს და მის მემკვიდრეებს რუსეთის სათანადო მოხელეების, ჯარისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლებისადმი მორჩილებას, მათთვის სათანადო დახმარების აღმოჩენას ავალდებულებდა; მეათე მუხლი ციოყს ავალდებულებდა რუსეთისათვის ერთგულების დასამტკიცებლად თავისი შვილი ბექირბი (ალექსანდრედ წოდებული) მძევლად მიეცა; მეთერთმეტე მუხლი ციოყისათვის ძალაუფლების ნიშნების ბოძებას ვარაუდობდა.

1833 წლის 9 დეკემბერს ციოყის, ხოლო 25 დეკემბერს თათარყანის „სათხოვარი პუნქტები“ უმაღლესად დაამტკიცეს. ამიერიდან ციოყი და თათარყანი სვანეთის მფლობელებად (რუს. Владетели Сванетии) იწოდებიან, ოღონდ მთავრის უფლებებში. 1834 წელს სახელისუფლებო ნიშნები და ტიტულები გადაეცა და მაიორის ჩინი ებოძა, მოინათლა მართლმადიდებლური წესით და დაირქვა სახელი — მიხეილი. მფარველობდა სვანეთში მყოფ მისიონერებს. 1840 წლის დეკემბერში შვილთან და 73 სვან მებრძოლთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის არმიის ლაშქრობაში აფხაზეთში, წებელდელების წინააღმდეგ. დაიღუპა 1841 წლის სექტემბერში, უბიხეთში ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელებთან ბრძოლისას. მისი შვილების (მ.შ. მემკვიდრე კონსტანტინეს) მეურვეობა ციოყის დედამ — დიგორხანმა ითავა.

ლიტერატურა

  • ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1884-1861, ტფ., 1934;
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 88.

კომენტარები

სქოლიო

Tags:

ციოყ დადიშქელიანი ბიოგრაფიაციოყ დადიშქელიანი ლიტერატურაციოყ დადიშქელიანი კომენტარებიციოყ დადიშქელიანი სქოლიოციოყ დადიშქელიანი1841ბაბა-ციოყ დადიშქელიანისვანეთის სამთავრო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვიეტნამიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაოპერანახშირბადიფობიების სიადინოზავრებიალბერტ აინშტაინიავსტრიაფემინიზმიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)სომხეთის ისტორიაებრაული დღესასწაულები (2000-2050)ნაკრძალიჯემალ ქარჩხაძევახტანგ VIევროკავშირიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)საქართველოს პრეზიდენტიათი მცნებასტოიციზმივინსენტ ვან გოგიიუდაიზმივიტამინებიგოდერძის ნამარხი ტყესასმელი წყალიმუსიკამცენარეებივარლამ ლიპარტელიანიხელისუფლების დანაწილებაეგვიპტერუსთავიარჩვიკანიდიდგორის ბრძოლარელიგია საქართველოშიპროპაგანდაქართლის ცხოვრებაკუნილინგუსივიკიპედიათორნიკე ერისთავისაქართველოს სამოქალაქო ომინიკო ფიროსმანითბილისის ბოტანიკური ბაღივახტანგ I გორგასალითამარ ჩერგოლეიშვილიქარივასკულიტინიკორწმინდაშიდა ქართლიკირჩხიბი (ასტროლოგია)ავოკადოქართვლის დედახინკალინიკოლოზ ბარათაშვილიზებულონიმერკურიჩრდილოეთი ამერიკარითმამწერებისაქართველოს სამხედრო წოდებებიზედსართავი სახელირომის რესპუბლიკანაპოლეონის ომებიშაორის წყალსაცავიდაუნის სინდრომიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასარკაზმიცადამაყვანადედამიწამზის სისტემაჟანრი ლოლაშვილიმყინვარწვერიფუტითრომბოციტებიისლამიჰარი პოტერიზოდიაქოსულეიმან Iფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგია🡆 More