დები ვასერმან-შულცი

დები ვასერმან-შულცი (ინგლ.

27 სექტემბერი 1966, ნიუ-იორკი, აშშ) — ებრაული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, ფლორიდის შტატის წარმომადგენელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 2004 წლიდან. დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე 2011 წლის 4 მაისიდან 2016 წლის 28 ივნისამდე.

დები ვასერმან-შულცი
Debbie Wasserman Schultz
დები ვასერმან-შულცი Debbie Wasserman Schultz
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა3 იანვარი, 2004
წინამორბედიპიტერ დეიჩი

დაბადებული27 სექტემბერი, 1966
ფორესტ-ჰილს, ნიუ-იორკი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეჩაკ ფრანკო
განათლებაფლორიდის უნივერსიტეტი
რელიგიაიუდაიზმი
ხელმოწერადები ვასერმან-შულცი

ბიოგრაფია

დებო ვასერმანი დაიბადა კუინზში და გაიზარდა ლონგ-აილენდზე. ცოლად გაჰყვა სტივენ შულცს, არის სამი შვილის დედა, ამჟამად ცხოვრობს ფლორიდაში, ქალაქ უესტონში. 1990 წელს დაასრულა ფლორიდის უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით. მუშაობდა კოლეჯის პროგრამულ ადმინისტრატორად და ფლორიდელი კონგრესმენის პიტერ დეიჩის ასისტენტად. 1992 წელს დეიჩი გახდა აშშ-ის კონგრესის წევრი, ხოლო ვასერმან-შულცმა დაიკავა მისი ადგილი შტატის საკანონმდებლო კრებაში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი კანონმდებელი ფლორიდის შტატის ისტორიაში.

2004 წელს პიტერ დეიჩი ტოვებს წარმომადგენელთა პალატას, რათა კენჭი იყაროს აშშ-ის სენატში და ამომრჩევლებს საკუთარ შემცვლელად შესთავაზა ვასერმან-შულცის კანდიდატურა. ოლქი სადაც კენჭს იყრიდა ვასერმანი, დემოკრატებს არ სწყალობდა და შტატში დემოკრატების ყველაზე მთავარ ოპონენტად ითვლებოდა. ამავდროულად ამ შტატში ძალზე ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მისი ოპონენტი მოუწოდებდა ხალხს ხმა მიეცა ქრისტიანული ფასეულობებისათვის (ვასერმან-შულცი იუდაიზმის მიმდევარი არის) და მოსახლეობას არწმუნებდა, რომ იგი სამიშ ვილის გამო სათანადო ყურადღებას ვერ დაუთმობდა კონგრესში მუშაობას.

2004 წლის 4 ნოემბერს ვასერმან-შულცმა მიიღო ხმების 70,2 %. ფიცის დადების ცერემონიალის დროს მან ბიბლიაზე ფიცის დადებაზე უარი თქვა, მოუწიათ თანახის გამოყენება.

დები ვასერმან-შულცის პოლიტიკური შეხედულებები ზოგადად ლიბერალურია. იგი მხარს უჭერს შეიარაღებაზე კონტროლს, სექსუალური უმცირესობების უფლებებს და ა. შ.

2011 წელს დები ვასერმან-შულცი აირჩიეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელად და გახდა მესამე ქალი, რომელსაც ეკავა აღნიშნული თანამდებობა. მისთვის გადამწყვეტი იყო ბარაკ ობამას მხარდაჭერა.

სკანდალი 2016 წლის პრაიმერიზზე

2016 წლის 25 ივლისს ფილადელფიაში მუშაობა დაიწყო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კონვენტმამ, რომელსაც უნდა წამოეყენებინა ერთიანი კანდიდატი 2016 წლის არჩევნებზე. წინა დრეს კი გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დები ვასერმან-შულცის გადადგომის შესახებ. „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, იგი არ აპირებდა გადადგომას, თუკი ბარაკ ობამას პირად მითითებას არ მიიღებდა.

სკანდალის მიზეზი გახდა ორგანიზაცია Wikileaks-ის მიერ დემოკრატიული პარტიის კომიტეტის სამსახურებრივი მიმოწერის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდებოდა, რომ დეპარტამენტის ზედა ეშელონები მხარს უჭერდნენ ჰილარი კლინტონს და ამის გამო დაიგზავნა ათAსობით მეილი. კომიტეტი კი, რომელსაც ვასერმან-შულცი ხელმძღვანელობდა, ნეიტრალიტეტის ნაცვლად, ეძებდა აქტიურ გზებს კლინტონის წინსვლისთვის, მისი მთავარი კონკურენტის, ვერმონტის სენატორის ბერნი სანდერსის საზიანოდ. ვასერმან-შულცი კლინტონის ოპონენტებმა გააკრიტიკეს.

დები ვასერმან-შულცის გადადგომისთანავე გადადგა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის მეთაური რობი მუკი, რომელიც დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის მიმოწერის გამოქვეყნებაში რუსეთის ხელს ხედავდა.

ვასერმან-შულცის გადადგომას ბერნი სანდერსი მიესალმა. მისი შემცვლელი გახდა დონა ბრეზილი.

რესურსები ინტერნეტში

დები ვასერმან-შულცი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

დები ვასერმან-შულცი ბიოგრაფიადები ვასერმან-შულცი რესურსები ინტერნეტშიდები ვასერმან-შულცი სქოლიოდები ვასერმან-შულცი196620042011201627 სექტემბერიაშშაშშ-ის წარმომადგენელთა პალატაებრაელებიინგლისური ენანიუ-იორკიფლორიდა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგერმანიის ქალაქების სიავენის კონგრესიაღმოსავლეთი საქართველობორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)წრეწირიადამიანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითC ჰეპატიტიუფლისციხევულკანიხელოვნებაბრუნებაქართული გვარითემურლენგიიოსებ კეჭაყმაძემგელიშხარატაჯიკეთიალეგორიაბახტრიონის ბრძოლაიაპონიასაქართველო XIII საუკუნეშიკონსერვატიზმისაქართველო XII-XIII საუკუნეებშივიკისაწყობიოთარ კიტეიშვილიგვიმრებინაკიანი წელიწადიალბერტ აინშტაინიბულგარეთიდავით VI ნარინიროსტომი (ქართლის მეფე)ბორდო (საფეხბურთო კლუბი)ჩრდილოეთი კორეაოკეანეთხის რქა (ასტროლოგია)მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარირელიგიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020გურამ კაშიაარჩვიზაქარია ფალიაშვილიკილოგრამიქრისტიანობაავტომობილითითაობანოე ჟორდანიაალექსანდრე ყაზბეგისაათი (ერთეული)მიუზიკლიატლანტის ოკეანეჰიპერბოლა (ენა)ქართული მითოლოგიაჯანო ანანიძეატომისაქართველოს გეოგრაფიადალი (მითოლოგია)ინდოეთითავისუფლების მოედანი (თბილისი)სალომე ზურაბიშვილიბორის პაიჭაძეფოცხვერიბუნებასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკათინათინიკვადრატული მეტრიირაკლი აზაროვილუარსაბ IIკანადაკავკასიონიტბაკალათბურთი🡆 More