გობელენი

გობელენი — ხელით ნაქსოვი ხალიჩა-სურათი (შპალერი).

გობელენი
„მარტორქის პოვნა“, გობელენი სერიიდან „მარტორქებზე ნადირობა“. საფრანგეთი, 1495-1505. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)

ვიწრო გაგებით გობელენი პარიზის გარეუბანში, სენ-მარსელში, 1662 წელს დაარსებული ერთ-ერთი მანუფაქტურის მიერ დამზადებულ ნაწარმს ეწოდება. ეს სახელოსნო თავდაპირველად მეფის პირადი სახელოსნო იყო. მასში გაერთიანდა შპალერის დამამზადებელი კერძო დაწესებულებანი, მ.შ. ფლამანდიელი ფეიქრების მ. კომანსისა და ფ. პლანშის მიერ 1607 წელს დაარსებული სახელოსნო. ეს საწარმო განთავსებული იყო ცნობილი მღებავების – გობელენების (Gobelins) ყოფილი სახელოსნოს შენობაში, საიდანაც მოდის იქ დამზადებული ხელით ნაქსოვი ხალიჩა-სურათების სახელი. გობელენს ამზადებდნენ შალისა და აბრეშუმის ფერადი ძაფით (ზოგჯერ სირმით). სპეციალურ საქსოვ დაზგაზე ხელით ქსოვდნენ ცალ-ცალკე ნაწილებს და შემდეგ მათ აბრეშუმის წვრილი ძაფით აერთებდნენ. XIX საუკუნეში გობელენს უწოდებდნენ საერთოდ შპალერსა და მანქანური წესით დამზადებულ სქელ ტილოებს. XX საუკუნის 30-იან წლებში გობელენის ხელოვნება აღორძინდა.

გობელენი საქართველოში

გობელენის ხელოვნება საქართველოში XX საუკუნის 60-იან წლებში დამკვიდრდა. მას ხელი შეუწყო ამ პერიოდში დეკორატიული-გამოყენებითი და მონუმენტალური-დეკორატიული ხელოვნების განვითარებამ. გობელენის კოლორიტის ჩამოყალიბებასა და სიბრტყის გააზრებაზე გარკვეული გავლენა იქონია ქართულმა ფარდაგმა. ქართულ გობელენს გააჩნია საგამოფენო და საზოგადოებრივი დანიშნულება. ის ძირითადად კლასიკური, ანუ მჭიდროდ ნაქსოვია. სწორკუთხედის ფორმის ტრადიციასთან ერთად გვხვდება სხვადასხვა ფორმის გობელენებიც. XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე მეტი ადგილი დაიკავა აბსტრაქტულ-დეკორატიულმა გობელენმა. იგი უკვე ტრადიციულ ფორმად მკვიდრდება და ძირითადად დამახასიათებელია ახალგაზრდა ქართველ მხატვართა შემოქმედებისათვის. ქართული გობელენის დარგის წარმომადგენლები არიან: გივი ყანდარელი, ლ. ელიაშვილი, ნ. კიკნაძე, ძმები ა. და გ. გახარიები, ო. ხუბულური, ვ. წურწუმია, თ. ნუცუბიძე.

ლიტერატურა

გობელენი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიამორიპირველი ჯვაროსნული ლაშქრობანინო სალუქვაძერენესანსიდავით VII ულუბესიკიპი (რიცხვი)რითმახარებააპრილის სოკოდუბაის საამიროიულიუს კეისარილარინორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველო VI საუკუნეშიტოტალიტარიზმიადამიანის უფლებებიკაცია-ადამიანი?!ღამურამთვარის დაბნელებააფორიზმიფელაციათიხასაქართველოს სახელმწიფო დროშაწიგნი სიბრძნე სიცრუისატელეფონების ნომრები საქართველოშიქართველი მწერლების სიაალპებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიჩუტყვავილაკალანდაქიმიური რეაქციადედამიწაევოლუციაწითელი წიგნიმასონობავახტანგ VIდავით Vნაკრძალიმსოფლიოს მოსახლეობათეიმურაზ Iსაჰარასოციოლოგიადონ კიხოტიმიქელანჯელო ბუონაროტიეგრისის დიდი ომიმეტაბოლიზმიკურო (ასტროლოგია)ზღვამსოფლიოს უდიდესი ქალაქებირომის რესპუბლიკანიკო ბაგრატიონისიტყვაკავკასიაორგაზმიუკრაინახინკალიგიორგი IV ლაშაელისაბედ Iშხარაანტიკური ხანაჰიპერბოლა (ენა)ევერესტიაქემენიანთა იმპერიაჩერნობილის კატასტროფათბილისის მეტროპოლიტენიქართველი ოლიმპიური რეკორდსმენებიკაპიტალიზმიბენიტო მუსოლინიინდუსტრიული რევოლუციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკადურუჯიგიორგი ლეონიძესინგაპურილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი🡆 More