მითოლოგია გიორგი

გიორგი — ქართულ მითოლოგიაში წმინდა გიორგისთან (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ) იდენტიფიცირებული პერსონაჟი.

რიგ მკვლევართა აზრით, გიორგის სახელი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ მოტივთა და სიუჟეტთა უმეტესობა, ქრისტიანობამდელი წარმოშობისაა. გიორგის ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა- ქუხილის მბრძანებელი. მოტივმა ღვთაება-მხედარზე, მონადირეზე, რომელიც თავისი ყოველწლიური სიკვდილით და აღდგომით განასახიერებდა ბუნების ყოველწლიურ კვდომას და აღორძინებას, უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები. მრავალ ისტორიულ წყაროში (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად. ქრისტიანული წმინდა გიორგის კულტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება - ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი).

Tags:

ქართული მითოლოგიაქრისტიანობაწმინდა გიორგიჯვარი (ღვთაება)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მილანი (საფეხბურთო კლუბი)შოთა რუსთაველივარდიქართველებიფანდურიციყვიაია-სოფიას ტაძარიიგავ-არაკიშენგენის ზონამცხეთის ჯვრის მონასტერიMercedes-Benzნიუტონის კანონებიკაბო-ვერდე-საქართველოს ურთიერთობებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამიტოზისვანეთიქართველი მწერლების სიაენცეფალოპათიაძალადედა ენაპირველი რესპუბლიკის მოედანიერეკლე IIახალი ათონიიგლუტოლერანტობასაჰარაქაშვეთის ეკლესიანარიყალასაქართველოს ეროვნული მუზეუმიპრაღასაფრანგეთიდიდგორის ბრძოლააჭარის ისტორიამარტყოფიალა პუგაჩოვაძველი ეგვიპტეკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაინდიგო ბავშვებიმონა ლიზათენგიზ აბულაძეკანონიერი ქურდიბედიის მონასტერიტიფლისი (ტელესერიალი)აქონდროპლაზიაკაცია-ადამიანი?!მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდუბაიჯვაროსნული ლაშქრობებიმონღოლთა ბატონობა საქართველოშილაზეთიკავკასიონივეფხვიტუბერკულოზიმიხეილ ჯავახიშვილინიკო ბაგრატიონიდავითგარეჯაგარემოს დაცვავოსორიტიდიბენიტო მუსოლინიაფხაზური ენაჭიათურამასონობაკარლეს პუჩდემონიჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვასაქართველოს გეოგრაფიაევროპათავისუფლება (ფილოსოფია)ლევან სამხარაულიილორის ეკლესიალაშა ბექაურიშარკა ბლუვახტანგ VI27სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა1 მაისიგოგონა გარეუბნიდანბოდბის მონასტერიმესამე რაიხი🡆 More