გიგლა ფირცხალავა

გიორგი (გიგლა) იასონის ძე ფირცხალავა (დ.

15 სექტემბერი, 1922, ფოთი ― გ. 4 ივნისი, 1983, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1978).

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1950), იყო ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფე. 1941–1942 წლებში ფირცხალავამ პოლიტიკური კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ „ნიანგში“, აგრეთვე ფრონტულ ფურცლებში „კომუნისტი“ და „ლახვარი“. 1950–1966 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1967 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1952 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ „კროკოდილში“.

ფირცხალავას ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია საღი იუმორი, მაღალპროფესიული ოსტატობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა მახვილგონივრულმა კარიკატურებმა, მეგობრულმა შარჟებმა („ყვავილების მოყვარული“, 1960; „ბულდოგის შექმნა“, „არც ახლა იყიდი იატაკსაწმენდს?!“, ორივე 1961; „გაიცანით, ჩემი მეორე ნახევარი“, 1954 და სხვა).

ფირცხალავა ავტორია საინტერესო სკულპტურული პორტრეტებისა („მოჭიდავე დავით ციმაკურიძის პორტრეტი“, ბრინჯაო, 1953; „მოჭიდავე გივი კარტოზიას პორტრეტი“, ბრინჯაო, 1956; „სტუდენტი გოგონას პორტრეტი“, ბრინჯაო, 1961), ფერწერული ტილოებისა („სოხუმი“, 1945, „ჩაქვი, ჩაის პლანტაცია“, 1945; ანზორ სალუქვაძის პორტრეტი, 1973 ყველა — მხატვრის კუთვნილება).

გიორგი ფირცხალავას კარიკატურების კრებულები დაიბეჭდა თბილისსა (1967, 1971) და მოსკოვში (1968, 1982).

ლიტერატურა

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

გიგლა ფირცხალავა ბიოგრაფიაგიგლა ფირცხალავა ლიტერატურაგიგლა ფირცხალავა პერიოდიკაგიგლა ფირცხალავა რესურსები ინტერნეტშიგიგლა ფირცხალავა15 სექტემბერი192219834 ივნისითბილისიფოთიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მერკურიენგურირევაზ ინანიშვილიდავით გურამიშვილიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ათენიაპენდიციტიანგარიშთა გეგმაზურმუხტიჩრდილოეთი კორეალაზებიგიორგი V ბრწყინვალეტუტე ლითონებიხელოვნური ინტელექტიბახტრიონის ბრძოლაკვიპროსისუვერენიტეტიაბრეშუმის დიდი გზადისლექსიასომხეთ-საქართველოს ომიაბას I (ირანი)ემპათიალიბერალიზმი საქართველოშიქრისტეფორე კოლუმბიმერაბ კოსტავანაცვალსახელიანდრია მოციქულიქართული ენაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშინიჰილიზმიარსებითი სახელიქალწული (ასტროლოგია)ბუდიზმიფუტკრებიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაქართველოს კონსტიტუციაორგაზმიგრიგოლ ხანძთელინაციონალ-სოციალიზმიჩემი ცოლის დაქალებინატრიუმიდაცვის სიგელისვეტიცხოველიჩუტყვავილანარკოტიკიჰაერის დაბინძურებანიკორწმინდის ტაძარისომხების გენოციდიდანიატრაპეციაჩარლზ დიკენსიქანი (გეოლოგია)რუსთავიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაღამურაქვემო ქართლის მხარემაჰმადიიაპონიამიხეილ ლომონოსოვიცხელი ძაღლიშამქორის ბრძოლა (1195)ღეროვანი უჯრედიბელგიაქართლის გაქრისტიანებაანდებიდაუნის სინდრომიარქიტექტურამამებისა და შვილების ბრძოლაისრაელიFacebookლეკებისასანიანთა იმპერიაქუთაისირესპუბლიკაკილოგრამიეკვატორული კლიმატური სარტყელიევოლუციასავანა🡆 More