კონა გიგინეიშვილი

კონა მოსეს ძე გიგინეიშვილი (დ.

6 მაისი, 1902, ქუთაისი — გ.7 იანვარი, 1976, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი.

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია (1920) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1929). 1921–1924 წლებში მასწავლობდა სოფ. ნიგვზიანის (ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი), ხოლო 1929-1939 წლებში ბათუმის სხვადასხვა სკოლაში. თსუ ასპირანტურის დამთავრების (1942) შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1942–1954), იყო ქართული ენის კათედრის გამგე. პარალელურად ლექციებს კითხულობდა ქუთაისის პედაგოგიურ, თბილისის თეატრალურ და უცხო ენათა ინსტიტუტებში. 1954–1966 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად, როგორც სარედაქციო კომისიის წევრი და რედაქტორი იგი მონაწილეობდა დარგობრივი (ტექნიკის, მეტალურგიის, ფიზიკის, ელექტრონიკის, სასოფლო-სამეურნეოს, იურიდიულის, გეოგრაფიის და სხვების) სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშევებაში.

1966 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქართული ენიცკლოპედიის სალიტერატურო კონტროლის რედაქციაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად და სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელად. აქ მან დიდი წვლილი შეიტანა ენობრივი, ტერმინოლოგიური საკითხების გადაწყვეტაში, უცხოურ სახელთა ქართული დაწერილობის დადგენაში და სხვა. გიგინეიშვილმა შეიმუშავა ბერძნული და ლათინური (პირთა და გეოგრაფიის) სახელების ქართულად გადმოცემის წესები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს (გამოიცა 1985, აღიარებულია ნორმატიულ სახელმძღვანელოდ).

გიგინეიშვილს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

Tags:

190219766 მაისი7 იანვარითბილისიქართველებიქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სატურნიბიძინა ჩოლოყაშვილიასტრიდ ლინდგრენიმცენარეებიშიზოფრენიაიგავ-არაკილუი XIVნიკო ფიროსმანინაციონალ-სოციალიზმიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდამურა დათვიელექტრობაპროტესტანტული რეფორმაციადედოფალალეონარდო და ვინჩილუარსაბ IIგამზრდელი (პოემა)ნარკოტიკიმონა ლიზაკურდღელისვანური ენაამირანი (მითოლოგია)მასშტაბიჯიქიმიტოზიაშშ-ის ისტორიანიკა არაბიძეანა კალანდაძენიკოლოზ ბარათაშვილირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიღორის სოლიტერიმონოგამიამზეთითაობასკოლაკარტოფილიმდგრადი განვითარებაშარკა ბლუზაქარია ფალიაშვილი29 აპრილიიაკობ გოგებაშვილიჭიანჭველასებრნიქაქუცა ჩოლოყაშვილილიმფოციტებიემპათიაინგლისილაშა ტალახაძეხელოვნებაგიორგი XIIვაჟა-ფშაველაპაოლო იაშვილიბაგრატის ტაძარიინდუსტრიული რევოლუციაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემალონდონიფარნავაზ Iბუღა თურქის შემოსევაალექსანდრე I დიდიქართული ენაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაგანათლება საქართველოშითორნიკე ერისთავიშველიგლობალური დათბობასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიწითელი წიგნიფშავიგამოფიტვათბილისის ისტორიაჩუტყვავილასაქართველო XVIII საუკუნეშისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიალცჰაიმერის დაავადებაირლანდიაწყნარი ოკეანეპარიზიუკრაინაგეორგიევსკის ტრაქტატი🡆 More