გარეთავლაბარი

გარეთავლაბარი — ძველი თბილისის ისტორიული უბანი, ავლაბრის ის ნაწილი, რომელიც ძირითადი გამაგრებული უბნის გარეთ მდებარეობდა.

XVIII ს. გარეთავლაბარი ვრცელდებოდა გალავნით შემოზღუდული უბნის, ისნის მიმდებარე ტერიტორიის მიმყოლი თხრილის გადაღმა მდებარე პლატოზე, რომელიც დაახლ. ახლანდელი ბარათაშვილის აღმართით, მესხიშვილის ქუჩითა და ელენე ახვლედიანის აღმართით იფარგლებოდა. ეს თხრილი ჯერ კიდევ არაბობის დროიდან არსებობდა და მოსაზღვრავდა ტერიტორიას ახლანდ. ქეთევან წამებულის გამზირს, მუკუზანის შესახვევსა და მტკვრისგან მოქცეულ კლდეს შორის. ამ საზღვრებშია ნაჩვენები ეს უბანი ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის გეგმაზე (1735 წ.). აღა მაჰმად ხანის 1795 წ. თავდასხმამ გარეთავლაბარი მთლიანად დაანგრია. თბილისის 1800 წ. გეგმაზეც ეს უბანი ერთიანად განადგურებული ჩანს. აქვე დატანილია 2 ეკლესია: ქართული და სომხური. ქართულ ეკლესიასთან სასაფლაოც არის აღნიშნული. XIX ს. ეს უბანი ქაოტურად განაშენიანდა, თუმცა იყო ცდა გარეთავლაბრის დაგეგმარებისა. რეგულარული ხასიათი მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო, დღევანდელი ნ. ლომოურის ქუჩის სამხრეთ-დასავლეთით.

ლიტერატურა

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 23-24. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985

Tags:

ავლაბარითბილისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დუნაიხარებამელამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიფოლკლორი28 მარტიდედაქალაქისამხრეთი კორეაალკოჰოლიზმიიუნესკოდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებილაშა შავდათუაშვილიტაიგააშშ-ის პრეზიდენტების სიანიადაგიახალქალაქიგაუდაბნოებაფარნავაზ Iხაშურიფსორიაზიაშშ-ის სამოქალაქო ომიზაქარია ფალიაშვილისპორტიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენააღმოსავლეთი საქართველონიკეის პირველი საეკლესიო კრებათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიიგავ-არაკიშინაური კატააპრილის სოკოსოფელიძირითადი საშუალების ცვეთაფრენბურთიკაცხის სვეტიგეოგრაფიარუსეთის იმპერიასვეტიცხოველიამირანი (მითოლოგია)შოთა რუსთაველიირლანდიაპროტესტანტიზმისოლომონ Iსიურრეალიზმიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებისიყვარულიპოპ-მუსიკათიხაშავი ზღვამდგრადი განვითარებამიტოზიოქტავიანე ავგუსტუსიდონ კიხოტისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიამორძალებიანგარიშთა გეგმასაბერძნეთიბრუნებაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)EDMდავით სარაჯიშვილიგრიგოლ ხანძთელიორგაზმიგაპიროვნებატუბერკულოზიგიორგი I (საქართველოს მეფე)წყალბადიდედამიწის სტრუქტურარუსთავიჩუტყვავილავანიტრანსპლანტოლოგიაოტია იოსელიანირიტმისტუმარ-მასპინძელიბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)🡆 More