გალილეისეული მთვარეები

გალილეისეული მთვარეები — გალილეო გალილეის მიერ 1610 წლის იანვარში აღმოჩენილი იუპიტერის ოთხი მთვარე.

ისინი იუპიტერის ყველაზე დიდი მთვარეებია. ესენია: იო, ევროპა, განიმედე და კალისტო. მათი სახელები ზევსის სატრფოებიდან მომდინარეობს. ისინი მზის სისტემაში ყველაზე მასიურ ობიექტებს შორის არიან, გამოკლებით მზისა და რვა პლანეტისა. მათი რადიუსები კი ნებისმიერი ჯუჯა პლანეტის რადიუსს აღემატება. განიმედე მზის სისტემაში ყველაზე დიდი მთვარეა და პლანეტა მერკურიზე დიდიც კია. სამი შიდა მთვარე — იო, ევროპა და განიმედე — 4:2:1 ორბიტალურ რეზონანსშია ერთმანეთთან.

ეს ოთხი მთვარე ან 1609 წელს ან 1610 წელს აღმოაჩინა გალილეომ, როდესაც მანდ თავისი ტელესკოპი გააძლიერა, რამაც საშუალება მისცა, ციური სხეულები უპრეცედენტო სიზუსტით შეესწავლა. გალილეოს აღმოჩენამ ტელესკოპის, როგორც ხელსაწყოს, მნიშვნელობა გამოავლინა ასტრონომებისთვის იმის დამტკიცებით, რომ არსებობს ისეთი ობიექტები, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ გალილეომ აღმოაჩინა ციური სხეულები, რომლებიც დედამიწის გარშემო არ ბრუნავდა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა იმდროინდელ პტოლემეს სამყაროს სისტემას, ან გეოცენტრულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი დედამიწის ირგვლივ მოძრაობს.

გალილეომ თავდაპირველად თავის აღმოჩენას Cosmica Sidera („კოსიმოს ვარსკვალვები“) უწოდა, მაგრამ ის სახელები, რომლებიც საბოლოოდ გაბატონდა, სიმონ მარიუსმა შეარჩია. მარიუსმა მთვარეები გალილეოსგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა და მათ ამჟამინდელი სახელები დაარქვა, რომლებიც იოჰანეს კეპლერმა შესთავაზა. მარიუსმა 1614 წელს თავის Mundus Jovialis-ში გამოაქვეყნა ეს სახელები.

წევრები

სახელწოდება
სურათი ინტერიერის მოდელი
დიამეტრი
(კმ.)
მასა
(კგ.)
სიმკვრივე
(გ/სმ3)
დიდი ნახევარღერძი
(კმ.)
ორბიტალური პერიოდი()
(შედარებით)
დახრილობა
(°)
ექსცენტრისიტეტი
იო
იუპიტერი I
გალილეისეული მთვარეები  გალილეისეული მთვარეები  3660,0
x3637,4
×3630,6
8,93 x 1022 3,528 421800 1,769

(1)
0,050 0,0041
ევროპა
იუპიტერი II
გალილეისეული მთვარეები  გალილეისეული მთვარეები  3121,6 4,8 x 1022 3,014 671100 3.551

(2)
0.471 0.0094
განიმედე
იუპიტერი III
გალილეისეული მთვარეები  გალილეისეული მთვარეები  5262,4 1,48 x 1023 1,942 1070400 7,155

(4)
0,204 0,0011
კალისტო
იუპიტერი IV
გალილეისეული მთვარეები  გალილეისეული მთვარეები  4820,6 1,08 x 1023 1,834 1882700 16,69

(9.4)
0,205 0,0074

სქოლიო

Tags:

1610ბუნებრივი თანამგზავრიგალილეო გალილეიგანიმედეევროპა (თანამგზავრი)ზევსიიოიუპიტერიკალისტომერკურიმზემზის სისტემაპლანეტარადიუსიჯუჯა პლანეტა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბუნებრივი რესურსები1924 წლის აგვისტოს აჯანყებაგლობალიზაციაერეკლე IIმგელიუშგულის თემიმიხეილ სააკაშვილიპუნიკური ომებიბუნებრივი გადარჩევაჭადრაკიგურამ კაშიაქალთევზასულხან-საბა ორბელიანიზოროასტრიზმიცილებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს პარლამენტიევროკავშირიამქარიბერძნული მითოლოგიაქვეყნების სიაწმინდა ნინოერითროციტებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ჰარი პოტერირუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზურაბ ხიზანიშვილი29 მარტიეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამტირალას ეროვნული პარკიბალტიმორიწრეწირიფერნანდო მაგელანისაქართველოს ისტორიაეგვიპტეტოკიოამაზონიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიკახეთის აჯანყება (1659)Facebookკილომეტრიკრწანისის ბრძოლავიკიპედიამურა დათვილაზებიიულიუს კეისარიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004ასტანაკირჩხიბი (ასტროლოგია)ზმნასაქართველოს სამხედრო წოდებებითბილისური ეზოალკოჰოლური სასმელიკომეტაიმპრესიონიზმისპილოსებრნიათონის ივერთა მონასტერიეროზიახელოვნებაკულტურააუტიზმისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციაასტრიდ ლინდგრენისოლომონ დოდაშვილიეგვიპტის პირამიდებიუდაბნოქიზიყირიონიტრეფიკინგიპაბლო პიკასოსაქართველოს პრემიერ-მინისტრისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიფოტოსინთეზიფემინიზმიბულბული🡆 More