ბოგომილობა

ბოგომილობა (ბულგ.

აღმოცენდა X საუკუნის დასაწყისში, როგორც ფიქრობენ, მაკედონიის ტერიტორიაზე პავლიკიანელთა (იხ. პავლიკიანობა) გავლენით. მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, ბოგომილები ეწოდათ სექტის ნახევრად ლეგენდარული დამაარსებლის ხუცეს ბოგომილის სახელის მიხედვით. ბოგომილობა გამოხატავდა ფეოდალურ დამოკიდებულებაში მყოფი გლეხების ინტერესებს, გმობდა სიმდიდრეს, ფეოდალურ ექსპლუატაციასა და სახელმწიფო ხელისუფლებას, უარყოფდა აღმოსავლეთის ქრისტიანულ ეკლესიას, საეკლესიო იერარქიას, ტაძრებს, საეკლესიო საიდუმლოებებს და წეს-ჩვეულებებს; არ ცნობდა ძველ აღთქმას, ჯვრის ტაყვანისცემას, წმინდანებს, წმინდა ნაწილებს. ბოგომილობას საფუძვლად ედო დუალისტური მანიქეისტური (იხ. მანიქეიზმი) რელიგიური ფილოსოფიური მოძღვრება სამყაროს ორსაწყისიანობის შესახებ. მიწიერ სამყაროს და ადამიანის სხეულს იგი ეშმაკის შექმნილად აცხადებდა, ზეციურ სამყაროს და ადამიანის სულს კი — კეთილი საწყისის გამოვლენად. X საუკუნიდან ბოგომილები ბულგარეთში დამკვიდრდნენ, საიდანაც XI–XII საუკუნეებში ბოგომილობა ბიზანტიაში გავრცელდა, ხოლო XII–XIII საუკუნეებშისერბიასა და ბოსნიაში. ბულგარელი ბოგომილები მონაწილეობდნენ ბულგარელი ხალხის ანტიბიზანტიურ აჯანყებებში (1040, 1072), მხარს უჭერდნენ მეფე კალოიანის (1197–1207) ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ. ეკლესია და სახელმწიფო ებრძოდა ბოგომილობას. ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა ბოგომილები იძულებით მოაქცია „ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე“, მათი ბელადი ვასილი კი კოცონზე დაწვეს. ამ პოლიტიკას აგრძელებდა მანუელ I-იც. ბოგომილობას ებრძოდნენ სერბიაში სტეფანე ნემანია, ბულგარეთში — ბორილი. როგორც რელიგიური მიმდინარეობა, იგი XVII საუკუნემდე არსებობდა. შემორჩენილია ბოგომილთა მიერ შექმნილი მდიდარი აპოკრიფული ლიტერატურა. ბოგომილობამ გავლენა მოახდინა პატარენების, კათარების, ალბიგოელების მწვალებლობის ჩამოყალიბებაზე.

ბოგომილობა
ბოგომილობის გავრცელება ევროპაში

ლიტერატურა

  • Ангелов Д., Богомилство в Болгарии, пер. с болг., М., 1954.

Tags:

1040107211971207X საუკუნეXI საუკუნეXII საუკუნეXIII საუკუნეXVII საუკუნეალბიგოელებიალექსი I კომნენოსიბალკანეთის ნახევარკუნძულიბიზანტიის იმპერიაბოსნიაბულგარეთის მეორე იმპერიაბულგარეთის პირველი იმპერიაბულგარული ენადუალიზმიეშმაკიკათარებიკალოიანი (ბულგარეთი)მაკედონია (ოლქი)მანიქეიზმიმანუელ I კომნენოსისერბისერბოხორვატული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აზომარილებიაბრეშუმის ჭიააფხაზებიკახა კალაძეპოპ-მუსიკაცილებირელიგია საქართველოშიივანე ჯავახიშვილიკურდღელიქვეწარმავლებიფოცხვერიოტელო (ვერდის ოპერა)ნიკო ფიროსმანიძველი საბერძნეთისლოვაკეთიმდგრადი განვითარებანიკეის პირველი საეკლესიო კრებატყესილიციუმიტერორიზმიკამეჩებინილოსიტერენტი გრანელიყივანახველავინსენტ ვან გოგიკომუნიზმიაზერბაიჯანიწმინდა გიორგიევოლუციაქრისტიანობადავით კაჭარავასამანიშვილის დედინაცვალირიონიჩერნობილის კატასტროფაალცჰაიმერის დაავადებასაქართველოს სამოქალაქო ომიდემეტრე Iგოდერძი ჩოხელისერვიტუტი (უფლება)ეთიოპიაEuropebetკონცეფციაარასამთავრობო ორგანიზაციასამცხე-ჯავახეთის მხარესაქართველოს დამოუკიდებლობის დღესტუმარ-მასპინძელიიულიუს კეისარიქვეყნების სიააკაკი წერეთელიბალდუინ IV იერუსალიმელიკლიმატიყინწვისის მონასტერიბუნების დაცვადანიაზევსიბაზალეთის ტბათევდორე კველთელისალამურიწითელი წიგნიგერმანიაჟირაფისებრნისერგო ორჯონიკიძელექსი ვეფხისა და მოყმისადავით IV აღმაშენებელისაქართველოოლიმპიური თამაშებიპელოპონესის ომიაბანოთუბანიაია-სოფიას ტაძარიოშკისაბერძნეთიფობიების სიამზის სისტემასამკურნალო მცენარეებიხორვატიაალკოჰოლიზმიმონა ლიზაქაშვეთის ეკლესია🡆 More