აცტეკების მითოლოგია

ღმერთებ-შემოქმედებს აცტეკების პანთეონში დიდი ადგილი უკავიათ.

სტატიები აცტეკებზე
აცტეკების ცივილიზაცია
აცტეკების მითოლოგია
საზოგადოება
აცტეკების ენა
რელიგია
მითოლოგია
ფილოსოფია
კალენდარი
მედიცინა
ისტორია
აცტლანი
კოდექსები
საომარი ხელოვნება
აცტეკების სამთა კავშირი
აცტეკების იმპერიის დაპყრობა ესპანელების მიერ
ტენოჩტიტლანის დაცემა
მწუხარების ღამე
მონტესუმა II
ერნან კორტესი

აცტეკური ღმერთების პანთეონი

აცტეკების მითოლოგია 
ფირუზისგან დამზადებული რიტუალური ნიღაბი (1400—1521). ლოყებზე სტილიზებულია უფრო მუქი ფერის პეპლის გამოსახულება. ბრიტანეთის მუზეუმის კოლექცია.

თავდაპირველი ღვთაებები

სახელი მნიშვნელობა აღწერა
ომეტეოტლი (Omēteotl) ორი-ღმერთი ორობითობის ღმერთი
ომეტეკუტლი (Omētēcuhtli) ორი-ბატონი სუბსტანციის ღმერთი
ომესიუატლი (Omēcihuatl) ორი-ქალბატონი სუბსტანციის ქალღმერთი
ტონაკატეკუტლი (Tonācatēcuhtli) ჩვენი საზრდოს ბატონი ნოყიერების ღმერთი
ტონასიუატლი (Tonācacihuatl) ჩვენი საზრდოს ქალბატონი ნოყიერების ქალღმერთი

ღმერთები-შემოქმედები

ომეტეკუტლისა და ომესიუატლის ვაჟები, რომლებმაც მშობლებისგან მიიღეს შემოქმედების ნიჭი, ერთადერთი ღმერთები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ცოცხალი არსებების შექმნა ფეხმძიმობის გარეშე.

სახელები მნიშვნელობა აღწერა სამეფო
ტესკატლიპოკა (Tezcatlipōca) შავი ტესკატლიპოკა აალებული სარკე შორსმჭვრეტელობის ღმერთი ჩრდილოეთი
ჰიპე-ტოტეკი (Xīpe-Tōtec) წითელი ტესკატლიპოკა ჩვენი კანატყავებული უფროსი ძლიერების ღმერთი აღმოსავლეთა
კეცალკოატლი (Quetzalcohuātl) თეთრი ტესკატლიპოკა ფრთიანი გველი სიბრძნის ღმერთი დასავლეთი
უიცილოპოჩტლი (Huītzilopōchtli) ლურჯი ტესკატლიპოკა სამხრეთის კოლიბრი ომის ღმერთი სამხრეთი

ანბანის მიხედვით

  • აიაუტეოტლი (ნაუატ. Ayauhtéotl) — ნისლისა და ყინვის ქალღმერთი. ასოცირდება ამაოებასა და სახელგანთქმულობასთან.
  • აკოლმისტლი (ნაუატ. Acolmiztli) — მიწისქვეშეთის, მიკტლანის ღმერთი. მეორე სახელი აკოლნაუაკატლი.
  • აკოლნაუაკატლი (ნაუატ. Acolnahuacatl) — მიწისქვეშეთის ღმერთი, აკოლმისტლის სინონიმი.
  • აკუეკუკიოტისიუატი (ნაუატ. Acuecucyoticihuati) — ოკეანისა და მდინარის ქალღმერთი. ქალღმერთ ჩალჩიუტლიკუეს იპოსტასი.
  • ამიმიტლი (ნაუატ. Amimitl) — ტბებისა და მეთევზეების ღმერთი.
  • ატლაკამანი (ნაუატ. Atlacamani) — ოკეანეში არსებული ქარიშხლების ქალღმერთი.
  • ატლაკოია (ნაუატ. Atlacoya) — გვალვის ქალღმერთი.
  • ატლატონინი (ნაუატ. Atlatonin) — აცტეკური ქალღმერთი-დედის ერთ-ერთი სახელი.
  • ატლაუა (ნაუატ. Atlaua) — „წყლების ბატონი“, წყლის ძლევამოსილი ღმერთი. ასოცირდება ისართან (ატლატლი). ასევე ითვლება მეთევზეების მფარველ ღმერთად.
  • ატლი (ნაუატ. Atl) — წყლის აცტეკური ღმერთი.
  • აცტლანი (ასტლანი; ნაუატ. Aztlan) — „ყანჩების ქვეყანა“, აცტეკების მითური სამშობლო. ზღაპრებში აღიწერება, როგორც დიდ ტბაში მდებარე კუნძული. თავდაპირველად აცტეკები, ისევე როგორც ნაუას სხვა ხალხი, თვლიდნენ, რომ მათი სამშობლო იყო ჩიკომოსტოკი, ქვეყანა, რომელიც მდებარეობდა მეხიკოდან ჩრდილო-დასავლეთით. მითი ასტლანზე წარმოიშვა მას შემდეგ, რაც აცტეკებმა დააარსეს საკუთარი სახელმწიფო.

  • ილამატეკუტლი (ნაუატ. Ilamatecuhtli) — „ძველი ქალბატონი“, აცტეკების მითოლოგიაში ქალღმერთი, დაკავშირებული მიწის კულტთან, მიჰკოატლის პირველი ცოლი, მიწის ქალღმერთ სიუაკოატლის ერთ-ერთი იპოსტასი.
  • იცლაკოლიუკე (ნაუატ. Itzlacoliuhque) — ობსიდიანის დანის ღმერთი, ტესკატლიპოკას ერთ-ერთი განსახიერება.
  • იცლი (ნაუატ. Itzli) — ქვის დანისა და მსხვერპლთშეწირვის ღმერთი.
  • იცპაპალოტლი (ნაუატ. Itzpapalotl) — „ობსიდიანის პეპელა“, ბედისწერის ქალღმერთი, დაკავშირებულია მცენარეების კულტთან. გამოისახებოდა პეპლით, რომლის ფრთებსაც ბოლოებში ობსიდიანის პირები ჰქონდა ჩარჭობილი, ან ფეხებსა და ხელებზე იაგუარის ბრჭყალების მქონე ქალით. მოკლა მიჰკოატლმა.
  • იჰკუინა (ნაუატ. Ixcuina) — „ტალახის შთანთქმელი“; ვნების ქალღმერთი, მეძავეებისა და ქმრების მოღალატეების მფარველი, ტლასოლტეოტლის ერთ-ერთი იპოსტასი.
  • იჰტლილტონი (ნაუატ. Ixtlilton) — „შავი სახე“, მედიცინის, ჯანმრთელობისა და განკურნების ქალღმერთი, ასევე დღესასწაულებისა და თამაშების. მას მსხვერპლს სწირავდნენ, როდესაც ბავშვი იწყებდა ლაპარაკს; დაავადებულ ბავშვებს კურნავდნენ წყლით, იჰტლილტონის ქანდაკების წინ მდებარე ქვევრებიდან.
  • იაკატეკუტლი (ნაუატ. Yacatecuhtli)

  • კამაჰტლი (ნაუატ. Camaxtli) — ომის, ბედისწერისა და ნადირობის ღმერთი. ცეცხლის შემოქმედი. ერთ-ერთი იმ ოთხი ღმერთისგან, რომლებმაც სამყარო შექმნეს.
  • კეტცალკოატლი, კეცალკოატლი (ტლაუიცკალპანტეკუ(ჰ)ტლი, ეჰეკატლი, სე აკატლი ტოპოლცინი კეცალკოატლი) (ნაუატ. Quetzalcóatl (Tlahuizcalpantecuhtli, Ehecatl, Ce Ácatl Topiltzin Quetzalcóatl)) ღმერთი, ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველი. სწორედ მან ასწავლა აცკეტების ტომებს მიწათმოქმედება, თამაშები, ცეკვები და სიმღერები. კეცალკოატლი მოუხმობდა ხალხს, უარი ეთქვათ ადამიანების მსხვერპლთშეწირვაზე. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ზღვით მოვიდა ნაპირზე, მიბმული იყო ბოძებზე და გარეგნულად არ ჰგავდა ადგილობრივ მოსახლეობას: იყო თეთრკანიანი, წითელი თმებით. მისი იერსახე ხშირად ასოცირდება იესოსთან. მექსიკაში მისული კონკისტადორები თავდაპირველად მისი შთამომავლები ეგონათ.
  • კოატლიკუე (ნაუატ. Coatlicue) — „ის გველის კაბაშია“; ასევე კოატლანტონანი. აცტეკების მითოლოგიაში ის მიწისა და ცეცხლის ქალღმერთია. მასში ერთდროულად თავმოყრილია სიცოცხლის დასაწყისი და დასასრული.
  • კოიოლჰაუკი (ნაუატ. Coyolxauhqui) — „ოქროს ზანზალაკები“. მიწისა და მთვარის ქალღმერთი.
  • კოჩიმეტლი (ნაუატ. Cochimetl) — კომერციის ღმერთი, ვაჭრების მფარველი.

  • მაიაუალი (მაიაუელი, მაიოუელი) (ნაუატ. Mayáhuel (Mayahual, Mayóuel))
  • მაკუილჰოჩიტლი (ნაუატ. Macuilxochitl) — ღმერთ ჰოჩიპილის მეორე სახელი.
  • მალინალჰოჩი (ნაუატ. Malinalxochi) — უიცილოპოჩტლის და; ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია მორიელებზე, გველებზე და უდაბნოს სხვა მკვიდრების ძალაუფლების მოპოვება.
  • მეცტლი (ნაუატ. Metztli (Metztli, Tecuciztécatl, Tecciztecatl)) — „მთვარე“, აცტეკების მთვარის, ღამის და მიწათმოქმედების ღვთაება, მოსავლის მფარველი; ზოგჯერ აიგივებენ ტესკატლიპოკასთან, ასევე ღმერთ ტეკისტეკატლთან და მთვარის ქალღმერთებთან კოიოლჰაუკისა და იოუალტისიტლთან.
  • მეჰტლი (ნაუატ. Mextli) — ომისა და ქარიშხლის აცტეკური ღმერთი, ხშირად ასოცირდება უიცილოპოჩტლისთან.
  • მიკტლანსიუატლი (ნაუატ. Mictlancihuatl) — მიკტლანტეკუტლის ცოლი, რომელიც მასთან ერთად განაგებდა მიკტლანის მეცხრე ჯოჯოხეთს.
  • მიკტლანტეკუტლი (მიკტლანტეკუჰტლი, მიკტლანციუატლი (ნაუატ. Mictecacíhuatl (Mictlancíhuatl)) — „მიკტლანის ბატონი“. აცტეკების მითოლოგიაში მიკტლანის ბატონი.
  • მიჰკოატლი (ნაუატ. Mixcóatl) — „ღრუბლისებური გველი“, ან ისტაკ მიჰკოატლი „თეთრი ღრუბლისებური გველი“. მეზოამერიკის ხალხების მითოლოგიაში გალაქტიკის, ვარსკვლავების ღვთაება.

  • ნანაუაცინი (ნაუატ. Nanauatzin) — აცტეკების ღმერთი, რომელიც მსოფლიოს მეხუთე ეპოქის დასაწყისში ცეცხლში ჩავარდა და მზე გახდა.

იხ. ასევე ტონატიუ.

  • ომატაკლი (ნაუატ. Omacatl)
  • ომესიუატლი (ნაუატ. Omecihuatl)
  • ომეტეკუტლი (ნაუატ. Ometecuhtli)
  • ომეტეოტლი (ნაუატ. Ometéotl) — გაორმაგების ბატონი. ზოგჯერ მას გამოსახავდნენ ორი სახით - ყმაწვილითა და თავის ქალით (სიცოცხლე და სიკვდილი, ახალგაზრდობა და ხანდაზმულობა).
  • ოპოჩტლი (ნაუატ. Opochtli)

  • პაინალი (ნაუატ. Paynal) — „აჩქარებული“. აცტეკების მითოლოგიაში უიცილოპოჩტლის დესპანი, რომელიც ასრულებდა მის დავალებებს, სანამ უიცილოპოჩტლი იმყოფებოდა საიქიოში.
  • პატეკატლი (ნაუატ. Patecatl)

  • სენცონ მიმიხკოა (ნაუატ. Centzon Mimixcoa)
  • სენცონ ტოტოჩტინი (ნაუატ. Centzon Totochtin)
  • სენცონ უიცნაუა (სენცონუიცნაუა, ნაუატ. Centzon Huitznáhuac)
  • სიპაკტლი (ნაუატ. Cipactli)
  • სიტლალატონაკი (ნაუატ. Citlalatonac)
  • სიტლალიკუე (ნაუატ. Citlalicue)
  • სიუაკოატლი (ნაუატ. Cihuacoatl) ან სიუკოატლი (ნაუატ. Ciucoatl)

  • ტეკისტეკატლი (ნაუატ. Tecciztecatl)
  • ტენოჩტიტლანი (ნაუატ. Tenochtitlan) — აცტეკების იმპერიის დედაქალაქი.
  • ტეოტიუაკანი — „ღმერთად გადაქცევის ადგილი“; ერთ-ერთი უძველესი ქალაქი.
  • ტეოიაომკუი (ნაუატ. Teoyaomqui)
  • ტეპეიოლოტლი (ნაუატ. Tepeyollotl)
  • ტესკატლიპოკა (ნაუატ. Tezcatlipoca (Omácatl, Titlacauan))- „აალებული სარკე“, კეცალკოატლის ანტიპოდი.
  • ტეტეოინანი (ნაუატ. Teteoinnan), ან ტეტეო ინანი — ქალღმერთი-დედის, ტოცის ან ტლასოლტეოტლის ერთ-ერთი იპოსტასი.
  • ტლალტეკუტლი (ნაუატ. Tlaltecuhtli)
  • ტლალოკი (ნაუატ. Tláloc (Nuhualpilli)), ტლალოკი-ნაუაკი, აცტეკების მითოლოგიაში წვიმის ღმერთი. იგივე ტლალოკე ნაუაკე (იხ. ქვემოთ)
  • ტლასოლტეოტლი (ნაუატ. Tlazoltéotl (Tlaelquani, Tlazolteotli, ესპ. Devoradora de la Mugre)
  • ტლაუისკალპანტეკუტლი იხ. კეცალკოატლი
  • ტლოკე ნაუაკე (ნაუატ. Tloquenahuaque) წვიმის ღმერთი.
  • ტონაკასიუატლი (ნაუატ. Tonacacihuatl)
  • ტონაკატეკუტლი (ნაუატ. Tonacatecuhtli)
  • ტონანცინი (ნაუატ. Tonantzin)
  • ტონატიუ (ნაუატ. Tonatiuh)
  • ტოცი (ნაუატ. Toci)

  • უიცილოპოჩტლი (ნაუატ. Huitzilopochtli (Mextli, Mexitl, Uitzilopochtli))
  • უიჰტოსიუატლი (ნაუატ. Huixtocihuatl)
  • უეუეტეოტლი (ნაუატ. Huehuetéotl (Ueueteotl, Xiuhtecuhtli, Xiutechuhtli))
  • უეუეკოიოტლი (ნაუატ. Huehuecóyotl (Ueuecoyotl))

აცტეკების მითოლოგია 
ქალღმერთ ჩალჩიუტლიკუეს გამოსახულება :: ჩალჩიუტლიკუე ბორჯიას კოდექსიდან.
  • ჩალმეკატლი (ნაუატ. Chalmecatl) — მიკტლანის ერთ-ერთი ღმერთი. ჩრდილოეთის ღვთაება.
  • ჩალჩიუატლატონალი (ნაუატ. Chalchiuhtlatonal) — წყლის ღმერთი.
  • ჩალჩიუტოტოლინი (ნაუატ. Chalchiuhtotolin)
  • ჩალჩიუტლიკუე (ნაუატ. Chalchitlicue)
  • ჩანტიკო (ნაუატ. Chantico)
  • ჩიკომეკოატლი (ჩალჩოჰუატლი, ჩიკომეკატლი, კსილონენი) (ნაუატ. Chicomecóatl)
  • ჩიკომეჰოჩტლი (ნაუატ. Chicomexochtli) — მხატვრების მფარველი ღმერთი.
  • ჩიკონაუი (ნაუატ. Chiconahui) — საშინაო ბუხრის ქალღმერთი, ოჯახების მფარველი.
  • ჩიკონაუიეჰეკატლი (ნაუატ. Chiconahuiehecatl) — ერთ-ერთი ნაკლებადმნიშვნელოვანი ღმერთი-შემოქმედი.

  • ცენტეოტლი (ნაუატ. Centéotl, Cinteotl, Centeocihuatl)

  • ჰილონელი (ნაუატ. Xilonen)
  • ჰიპე-ტოტეკი (ესპ. Xipe Tótec Nuestro Señor Desollado)
  • ჰიუაკოატლი (ნაუატ. Xiuhcoatl)
  • ჰიუტეკუტლი (ნაუატ. Xiuhtecuhtli)
  • ჰოკოტლი (ნაუატ. Xócotl)
  • ჰოლოტლი (ნაუატ. Xolotl)
  • ჰოჩიკეცალი (ნაუატ. Xochiquetzal) — სექსისა და ყვავილების ქალღმერთი
  • ჰოჩიპილი (ნაუატ. Xochipilli) — ყვავილების ღმერთი. „Xochi“ ან „xochitl“ ნაუატლის ენაზე ნიშნავს „ყვავილს“, როდესაც „pilli“ ნიშნავს „პრინცს“ ან „ბავშვს“. ჰოჩიპილი - ყვავილების, სიყვარულის, თამაშების, სილამაზის, სიმღერებისა და ცეკვის პრინცი.

ჯგუფების მიხედვით

  • ცეცხლის ღვთაებები
    • ჰიუტეკუტლი
    • ჩანტიკო
  • ღამის ღვთაებები
    • ჰიუტეკუტლი
    • იცპაპალოტლი
    • პილცინტეკუტლი
    • ცენტეოტლი
    • მიკტლანტეკუტლი
    • ჩალჩიუტლიკუე
    • ტლასოლტეოტლი
    • ტეპეიოლოტლი
    • ტლალოკი
  • მიწის ღვთაებები
    • ტონაკატეკუტლი
    • ტონაკასიუატლი
    • ტლალტეკუტლი
    • ტლალსიუატლი
    • ჩიკომეკოატლი
    • ცენტეოტლი

ბრძენები და კულტურული გმირები

  • ტლამატინი, ტლამატინიმე
  • ნესაუალკოიოტლი (ნაუატ. Nezahualcóyotl)

რესურსები ინტერნეტში

Tags:

აცტეკების მითოლოგია აცტეკური ღმერთების პანთეონიაცტეკების მითოლოგია ბრძენები და კულტურული გმირებიაცტეკების მითოლოგია რესურსები ინტერნეტშიაცტეკების მითოლოგია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაკიანი წელიწადიკონტინენტისლოვაკეთიქართული გვარიილია თოფურიაალუდა ქეთელაურისამეგრელოძაღლიSting in the Tailპელეაფხაზეთის ომი (1992-1993)გრენლანდიაზმნიზედაგიორგი ქვილითაიასოციალიზმიტოკიოთბილისის ზღვამილანის ედიქტიმარტივი რიცხვივახტანგ I გორგასალილესოთოლონდონიფარავანიდელფინებითამბაქომოსწავლეყაზახეთიგიორგი სააკაძევიტალი დარასელიაიმერეთითურქეთივეფხვიუეფაბიზანტიის იმპერიაბათუმიაღდგომამგელიგიორგი IV ლაშადედამიწის სტრუქტურაიან ბაპტისტ ვან ჰელმონტისასწორი (ასტროლოგია)აფრიკის ქვეყნების სიადათა თუთაშხიაინგლისიხვიჩა კვარაცხელიაპომპეიბიბლიაფემინიზმიჯუზეპე ვერდიკანონიერი ქურდიშენგენის ზონამუნინიდერლანდებიქართული ფილმების სიაბუდუ ზივზივაძეგიორგი ცაბაძეგიორგი I (საქართველოს მეფე)გია ყანჩელისაქართველოს წითელი ნუსხაგიორგი წიტაიშვილიმილიმეტრილიმფოციტებიაბო თბილელის წამებაასურელი მამებითამარ მეფექართული ვაზის ჯიშებიმარსიინდონეზიაბორჯომიპორტუგალიახინკალიქართული ხალხური ცეკვებიხავსები28 მარტიევროპაზიმონ მარიუსიჯვაროსნული ლაშქრობებინიკეის პირველი საეკლესიო კრება🡆 More