ასტერიქსის თავგადასავალი (ფრანგ.
სერია პირველად გამოვიდა ფრანგულ ენაზე, ჟურნალში „პილოტი“, 1959 წლის 29 ოქტომბერს. 2008 წლამდე გამოიცა ამ ისტორიების 33 ცალკეული ჟურნალი-კომიქსი.
ასტერიქსი Astérix | |
---|---|
ლოგო | |
ავტორი | რენე გოსინი და ალბერ უდერზო |
ენა | ფრანგული |
გამომცემელი | Dargaud (საფრანგეთი) |
პირველი გამოცემა | 29 ოქტომბერი 1959 |
წიგნების რაოდენობა | 35 |
საიტი | ოფიციალური საიტი |
კომიქსში მოთხრობილია გალიაზე, რომელიც ოკუპირებულია რომის იმპერიის მიერ. დარჩენილია გალების ერთად-ერთი სოფელი, რომელიც ამ ოკუპაციას სრულ წინააღმდეგობას უწევს. დიდ როლს ამ წინააღმდეგობაში ასრულებს დრუიდ გეტაფიქსის მიერ დამზადებული ჯადოსნური სასმელი, რომელსაც გალები დრო და დრო სვამენ - ამით მათი ძალა ათმაგდება და მათ ნებისმიერი სიმძიმის აწევა ან მძლავრი მტრის დამარცხება შეუძლიათ.
ისტორიების მთავარი გმირები არიან ასტერიქსი და მისი მეგობარი, მსუქანი და მხიარული ობელიქსი. სხვადასხვა წიგნში ისინი მოგზაურობენ ამა თუ იმ ქვეყანაში. კომიქსები გაჯერებულია სპეციფიკური იუმორით, რომელიც, მოყვარულთა თქმით, ბევრად განასხვავებს მათ ეკრანიზაციებისგან - ანიმაციური და მხატვრული ფილმებისგან.
ასტერიქსის ისტორიები იქცა ფრანგულ-ბელგიურ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაბეჭდ პროდუქციად. კომიქსები ნათარგმნია ასზე მეტ ენაზე და უშუალოდ პოპულარულია ევროპაში, თუმცა ასევე ცნობილია აშშ-სა და იაპონიაში.
კომიქსების წარმატების ტალღაზე თავდაპირველად გამოვიდა რვა ანიმაციური ფილმიც, ხოლო 2000-იან წლებში - მხატვრული ფილმების ტრილოგია. საფრანგეთში, პარიზთან ასევე ფუნქციონირებს ასტერიქსის პარკი.
ასტერიქსის სერიების შექმნამდე გოსინი და უდერზო უკვე ცნობილები იყვნენ კომიქსების „უმპა-პა“ სერიით, რომელიც გამოიცემოდა „ტენტენი“-ს ჟურნალში.
„ასტერიქსი“ პირველად გამოჩნდა ჟურნალში „პილოტი“ (1959 წელი). 1961 წელს გამოვიდა ცალკეული ჟურნალი, პირველი ვრცელი კომიქსი ასტერიქსის თავგადასავალზე, სათაურით „გალი ასტერიქსი“, იმ დროიდან, წელიწადში ერთი დიდი კომიქსი გამოდიოდა.
გოსინის გარდაცვალების შემდეგ უდერზომ კვლავ განაგრძო სერიებზე მუშაობა. მას არ სურდა, რომ ვინმეს ეს საქმე მისი გარდაცვალების შემდეგ გაეგრძელებინა, მაგრამ მისი მიდგომა ამ საკითხისადმი შეიცვალა. ფრანგულ გაზეთში „Le Monde“ მისმა ქალიშვილმა, სილვიამ გამოხატა მწუხარება, რომ თავის დროზე უდერზომ უფლებები კომიქსების გამოცემაზე და ოჯახურ გამომცემლობაზე მიჰყიდა სხვა პირებს. მისივე თქმით, „ფრანგული კომიქსების გმირმა გალები გაცვალა თანამედროვე რომაელებზე - ინდუსტრიასა და ფინანსებზე“.
ქვემოთ წარმოდგენილია კომიქსების მთავარი, 36 გამოცემა.
ნომრები 1-24 და 32 შეიქმნა გოსინისა და უდერზოს მიერ. ნომრები 25-31 და 33 შექმნილია მხოლოდ უდერზოს მიერ. წიგნები 35-37 შეიქმნა ჟან-ივ ფერის და დიდიე კონრადის მიერ. აგრეთვე მითითებულია პირველი გამოცემის წლები.
აგრეთვე გამოიცა „ასტერიქსის 12 გმირობა“ - როგორც კომიქსის, ასევე ანიმაციურ ფილმის სახით. კომიქსი გამოვიდა 1976 წელს და ტექნიკურად, ითვლება ასტერიქსის 26-ე ტომად, მაგრამ მას იშვიათად ბეჭდავდნენ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ასტერიქსი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.