საფეხბურთო კლუბი ალაშკერტი (სომხ.
დაარსდა 1990 წელს, მარტუნში. ასპარეზობს სომხეთის პრემიერლიგაში.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ალაშკერტი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | თეთრი არწივები | |||
დაარსდა | 1990, (აღდგა 2011) | |||
სტადიონი | ალაშკერტი ერევანი, სომხეთი (ტევადობა: 6 850) | |||
პრეზიდენტი | ბაგრატ ნავოიანი | |||
მწვრთნელი | აბრაჰამ ხაშმანიანი | |||
ლიგა | სომხეთის პრემიერლიგა | |||
2022-23 | მე-4 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბი დაარსდა 1990 წელს გეღარქუნიქის პროვინციის ქალაქ მარტუნში. სომხეთის პრემიერლიგაში პირველად ითამაშა 1992 წელს, 24 კლუბიან ჩემპიონატში დაიკავა ბოლო ადგილი და დაქვეითდა სომხეთის პირველ ლიგაში.
6 წლიანი უთამაშებლობის შემდეგ კლუბი დაუბრუნდა ქვეყნის ჩემპიონატს, 1998 წლის სეზონში, პირველი ლიგის გათამაშებაში დაიკავა მე-6 ადგილი. შემდეგ, 1999 წლის სეზონში ჩემპიონატში მონაწილეობა აღარ მიუღია. მოგვიანებით, 2000 წელს კლუბი დაიშალა.
2011 წლის ბოლოს, „ალაშკერტი“ აღადგინა გამოჩენილმა ბიზნესმენმა და მეწარმემ ბაგრატ ნავოსიანმა, რომელიც წარმოშობით მარტუნიდან არის. მწვრთნელად დაინიშნა წარსულში ცნობილი სომეხი ფეხბურთელი ალბერტ სარქისიანი, რომელმაც მოკლე დროში შეძლო გუნდის შეკრება, დაიმატა ახალგაზრდა ფეხბურთელები ადგილობრივი სკოლებიდან, ასევე „პიუნიკიდან“ და „მიკადან“. 2012-13 წლების სეზონში კლუბი შეუერთდა სომხეთის პირველ ლიგას, სადაც შეძლო პირველი ადგილის მოპოვება. საშინაო მატჩებს ატარებდა ერევანში, ნაირის სტადიონზე. მარტუნის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ კლუბი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში.
2013 წლის თებერვალში კლუბმა შეიძინა ერევანში მდებარე ნაირის სტადიონი, რომელიც კლუბის ძირითადი სტადიონი გახდა. შედეგად 2013-14 წლების სეზონისთვის კლუბმა შეიცვალა ადგილმდებარეობა, მარტუნიდან გადავიდა ერევანში.
ტურნირი | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | +- |
---|---|---|---|---|---|---|---|
ევროპის ლიგა | 4 | 2 | 0 | 2 | 4 | 6 | (−2) |
სეზონი | ტურნირი | ეტაპი | მოწინააღმდეგე | შინ | გასვლითი | ჯამში |
---|---|---|---|---|---|---|
2015–16 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1-ლი საკ. ეტაპი | სენტ ჯონსტონი | 1–0 | 1–2 | 2–2 (ს.) |
მე-2 საკ. ეტაპი | კაირათი | 2–1 | 0–3 | 2–4 |
„ალაშკერტის“ სტატისტიკა სომხეთის ჩემპიონატებში
წელი | სახელი | დივიზიონი | პოზიცია | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1990 | ალაშკერტი | სომხეთის სსრ-ის ჩემპიონატი | 17 | 30 | 8 | 7 | 15 | 42 | 74 | 23 |
1991 | 17 | 38 | 12 | 4 | 22 | 51 | 79 | 28 | ||
1992 | სომხეთის პრემიერლიგა | 24 | 22 | 5 | 2 | 15 | 38 | 58 | 12 | |
1993–97 | - | მონაწილეობა არ მიუღია | - | - | - | - | - | - | - | - |
1998 | ალაშკერტი | სომხეთის პირველი ლიგა | 6 | 24 | 9 | 8 | 7 | 30 | 25 | 35 |
1999 | 10 | XX | XX | XX | XX | XX | XX | XX | ||
2000–11 | - | მონაწილეობა არ მიუღია | - | - | - | - | - | - | - | - |
2012–13 | ალაშკერტი | სომხეთის პირველი ლიგა | 1 | 36 | 24 | 6 | 6 | 80 | 31 | 78 |
2013–14 | სომხეთის პრემიერლიგა | 8 | 28 | 6 | 6 | 16 | 38 | 69 | 24 | |
2014–15 | სომხეთის პრემიერლიგა | 4 | 28 | 10 | 8 | 10 | 32 | 35 | 38 |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ალაშკერტი (საფეხბურთო კლუბი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.