აიაჰუასკა, აგრეთვე ცნობილი როგორც იაჯე (yagé) — ენთეოგენური ნაყენი, დამზადებული Banisteriopsis caapi-ს ლერწამისგან, ხშირად კომბინაციაში სხვადასხვა მცენარეებთან ერთად.
სასმელი გამოიყენება ტრადიციულ სულიერ მედიცინაში, ცერემონიებში ამაზონის ჯუნგლების ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მრავალი მათგანი ამბობს, რომ მისი გამოყენებით ღებულობს ინსტრუქციებს პირდაპირ მცენარეებისგან და თავად მცენარის სულებისგან.
აიაჰუასკა პირველად იქნა აღწერილი ადგილობრივი საზოგადოების გარეთ ადრეულ 1950 წელს ჰარვარდის ეთნობოტანიკოსის რიჩარდ ევანზ შულტესის მიერ, მან შეისწავლა ადგილობრივი საზოგადოება ვინც იყენებდა მას წინასწარმეტყველებისა და მკურნალობის მიზნით.
იგი შეიძლება შერეული იქნას Chacruna -ს ან Chagropanga -ს ფოთლებში, დიმეთილ ტრიპტამინის (შემოკლებით დმტ - DMT) შემცველობის მცენარის ნაირსახეობებში. უკვე ცნობილია, რომ რაღაც ეფექტი შეიძლება იგრძნობოდეს მხოლოდ ქააპის ლერწმის მოხმარების შედეგად, მაგრამ ეს დმტ-ს შემცველი მცენარეები (როგორიცაა მაგალითად ფსიქოტრია - Psychotria) რჩება უმოქმედო როდესაც ისმევა მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორის (შემოკლებით მაოი - MAOI) წყაროს გარეშე, როგორიცაა ბ. კააპი (B. caapi).
ნადუღი ცნობილია სხვა უამრავი სახელითაც (იხილეთ ქვემოთ).
ადამიანებმა, რომლებმაც მოიხმარეს აიაჰუასკა აცხადებენ, რომ გახსნეს მათი სულიერი დანიშნულება დედამიწაზე, სამყაროს ნამდვილი ბუნება, ასევე ღრმად განჭვრიტეს თუ როგორ არის შესაძლებელი იყვნენ უკეთესი ადამიენები. ეს დაინახა ბევრმა როგორც სულიერი გამოღვიძება და იგი არის ხშირად აღწერილი როგორც მეორედ დაბადება. გარდა ამისა, ხშირად მოხსენიებულია, რომ ცალკეული პირები გრძნობენ,, რომ მათ გაზარდეს მისაწვდომობა მაღალ სულიერ განზომილებებზე და დაამყარეს კონტაქტი სხვადასხვა სულიერ თუ დამატებითგანზომილებიან არსებებთან, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ როგორც მეგზურებმა ან მკურნალებმა.
ავტორი დონ ჟოზე კამპოსი (Don Jose Campos) ამტკიცებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ გამოცადონ ძირეული პოზიტიური ცხოვრებისეული ცვლილებები აიაჰუასკას მოხმარების შედეგად. ღებინება შეიძლება თან ახლდეს აიაჰუასკას გადაყლაპვას; ეს დასუფთავება განხილულია ბევრი შამანის და გამოცდილი მომხმარებლის მიერ როგორც აიაჰუასკას გამოცდილების განუყოფელი ნაწილი, ეს ასრულებს ნეგატიური ენერგიის შემსუბიქების როლს და ემოციები იქმნება მისი ცხოვრების მსვლელობაზე. სხვების თქმით დასუფთავება ხდება გულისრევის ფორმით, ფაღარათი, და ცხელრბა/ცივიება.
აიაჰუასკას ჩაყლაპვამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი, მაგრამ დროებითი, ემოციური და ფსიქოლოგიური გაჭირვება. ხანგრძლივი ნეგატიური ეფექტები არ არის ცნობილი. რამდენიმე სიკვდილი არის ცნობილი აიაჰუასკას მოხმარებაში მონაწილეობის მიზეზით. სიკვდილები შეიძლება იყოს გამოწვეული მანამდე არსებული გულის მდგომარეობებით, როგორც წესი აიაჰუასკამ შეიძლება გაზარდოს პულსის ტემპი და სისხლის წნევა, ან იურთიერთქმედოს სხვა მიღებულ მედიცინაზე, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ტოეს (toé) დამატების შედეგია ნადუღში.
ზოგიერთი შამანი და გამოცდილი აიაჰუასკას მომხმარებელი არ გვირჩევს აიაჰუასკას გამოყენებას ერთი ან რამდენიმე კარგად ნასწავლი შამანის თანდასწრების გარეშე.
ზოგიერთ ადგილებში არიან მატყუარა ჯადოქრები (brujos) ვინც ინიღბება როგორც რეალური შამანი და ვინც აცდენს ტურისტებს, რომ დალიონ აიაჰუასკა მათი თანდასწრებით. შამანებს სჯერათ, რომ ერთ-ერთი მიზანი შარლატანებისა არის ის, რომ მოიპარონ მსხვერპლის ენერგია და/ან ძალა, რაც მათი რწმენით ყველა ადამიანს აქვს დაგროვილი.
აიაჰუასკა არის ცნობილი ბევრი სახელით ყველგან ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკაში (Northern South America) და ბრაზილიაში.
აიაჰუასკა არის გაესპანირებული (hispanicized) მართლწერის სიტყვა კეჩუას ენებში ,, რომელითაც ლაპარაკობენ ეკვადორის ანდების სახელმწიფოები, ბოლივია, პერუ და კოლუმბია. კეჩუას ან აიმარას ენებზე მოლაპარაკეებმა შეიძლება არჩიონ მართლწერა აიავასკა - ayawaska. ამ სიტყვით მიმართავენ ორივეს ლიანა Banisteriopsis caapi -ს, და ნახარშსაც დამზადებულს მისგან. კეჩუას ენებზე, აია (aya) ნიშნავს ''არსი, სული'' ("spirit, soul"), ''გვამი, მკვდარი სხეული'', და ვასკა - waska ნიშნავს ''თოკი'' და ''მერქნისებრი ლერწამი'' ("woody vine"), ''ლიანა''. სიტყვა აიაჰუასკა შეიძლება სხვანაირად ითარგმნოს როგორც ''სულის ლიანა'' ("liana of the soul"), ''სიკვდილის ლიანა'' ("liana of the dead"), და ''სული (არსი) ლიანა'' ("spirit liana").
ბრაზილიაში, ნახარშს და ლიანას არაფორმალურად ეძახიან ქააფი (caapi) ან cipó; ეს უკანასკნელი არის პორტუგალიური სიტყვა ლიანა (liana ან მერქნისებრი მცოცავი ლერწამი). ბრაზილიის União do Vegetal– ში, ორგანიზებულ სულიერ ტრადიციაში, სადაც ადამიანები სვამენ აიაჰუასკას, ნახარში მზადდება ექსკლუზიურად ბ. ქააფის (B. caapi) და პ. ვირიდის (P. viridis) -ისგან. უნიაო დო ვეგეტალის მიმდევრები ეძახიან ამ ნახარშს ჰოასკა - hoasca ან ვეგეტალ - vegetal.
ტუკანოს ენებზე მას ეძახიან yagé ან yajé (ორივე მკვეთრად თქმული [ [jaˈhe]). ეკვადორის და პერუს აჩუარის და შუარის ხალხი ეძახის მას ნატემ - natem, მაშინ როდესაც პერუს შარანაჰუას ხალხი ეძახის მას shori.
ჰარმალა ალკალოიდები არიან მაო-შემაჩერებელი ბეტა კარბოლინები. სამი ყველაზე შესწავლილი ჰარმალა ალკალოიდები ბ. ქააფის ლერწამში არის harmine, harmaline და tetrahydroharmine. Harmine და harmaline არიან მონოამინ ოქსიდაზა ა - ს (MAO-A) შერჩევითი და შექცევადი ინჰიბიტორები, მაშინ როცა tetrahydroharmine არის სუსტი serotonin reuptake inhibitor (SRI) -ი.
ეს მაოი-ა -ს შეჩერება ნებას რთავს დმტ-ს, რომ გავრცელდეს ახლოს არამეტაბოლიზირეულ მუცლის გარსსა და პატარა ნაწლავში, და საბოლოოდ გადაკვეთოს სისხლის-ჭკუის-ბარიერი (რომელიც, თავისთავად, არ მოითხოვს მაოი-ა -ს შეჩერებას), რომ გააქტიურდეს რეცეპტორის გვერდები ტვინში. RIMAs -ს ან MAOI-A -ს MAOI -ის გარეშე, DMT იქნებოდა დაჟანგული (და ამგვარად მიგებული ბიოლოგიურად არააქტიური) მონოამინი ოქსიდაზა ენზიმების მიერ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
ინდივიდუალური პოლიმორფიზმები ციტოქტომა P450-2D6 ენზიმში მოქმედებს ცალკეული პირების უნარზე, რომ მეტაბოლიზირდეს harmine. ზოგმა ბუნებრივმა ამტანობამ ჩვეული აიაჰუასკას მოხმარების მიმართ (კვირაში ერთხელ) შეიძლება განავითაროს სეროტოგენური სისტემის მგრძნობელობა. ფარმაკოკინეტიკური კვლევის პირველი ფაზა აიაჰუასკაზე (როგორც Hoasca) 1993 წელს განხორციელდა, Hoasca -ს პროექტში მონაწილეობდა 15 მოხალისე. Hoasca -ს პროექტის მიმოხილვა გამოქვეყნდა.
Banisteriopsis caapi -ს ლერწამის სეგმენტები არიან მაცერირებული და მოხარშული მარტო ან ნებისმიერი სხვა ჩამოთვლილი მცენარის ფოთლებთან ერთად, მათ შორის Psychotria viridis (chacruna) ან Diplopterys cabrerana (აგრეთვე ცნობილი როგორც chaliponga და chacropanga). საბოლოო ნახარში შეიძლება შეიცავდეს ძლიერ ფსიქოდელიურ საშუალება დმტ -ს და MAO შემაკავებელ harmala ალკალოიდებს,, რომლებიც აუცილებელი არიან, რომ DMT იყოს აქტიური შიგნით მიღებისას.
ნახარშები შეიძლება აგრეთვე გაკეთდეს მცენარეებისგან, რომლებიც დმტ-ს არ შეიცავს; Psychotria viridis -ი შეიძლება ჩანაცვლდეს მცენარეებით როგორიცაა Justicia pectoralis, Brugmansia, ან საღმრთო თამბაქო - წეკო, აგრეთვე ცნობილი როგორც Mapacho (Nicotiana rustica), ან დავტოვოთ ზოგჯერ ჩაუნაცვლებლად. ამ ნახარშის ეფექტურობა შეიძლება გადავიდეს რადიკალურად ერთი ნაბიჯიდან შემდეგზე, ორივეს აქვს თავისებური ძალა და ფსიქოტროპული ეფექტი, დამყარებული უმთავრესად შამანის უნარზე ან დამამზადებელზე, ასევე ცერემონიის მიზნებიდან გამომდინარე ზოგჯერ სხვა ნარევებს ამატებენ. მცენარის ალკალოიდის შემცველობაში და მათი თავისებურობებში ბუნებრივი ვარიაციები ასევე ახდენს საბოლოო ალკალოიდების კონცენტრაციაზე გავლენას ნადუღში, და ნახარშის მომზადების ფიზიკურმა მოქმედებამ შეიძლება ასევე ხელი შეუწყოს harmala ალკალოიდების ალკალოიდის თავისებურობის გარდაქმნას.
ტრადიციული აიაჰუასკას ნახარშები არიან ხშირად გაკეთებული Banisteriopsis caapi -ისგან როგორც MAOI, თუმცა Dimethyltryptamine -ის წყაროები და სხვა ნარევები იცვლება მხარიდან მხარეში. არის რამდენიმე caapi -ს ვარიანტი, ხშირად ცნობილია როგორც განსხვავებული ''ფერებით'', ცვალებადი ეფექტებით, ძალებით, და გამოყენებით.
DMT -ს მინარევები:
სხვა ჩვეული მინარევი:
ჩვეული მინარევები თავისი თანმხლები ცერემონიალური ღირებულებებით და სულებით:
აიაჰუასკა ფართოდ გამოიყენება როგორც რელიგიური საიდუმლონი. აიაჰუასკას მომხმარებლები არატრადიციული კონტექსტებით ხშირად უტოლებენ საკუთარ თავს ფილოსოფოსებს და კოსმოლოგებს დაკავშირებულს აიაჰუასკას შამანიზმთან, ისევე როგორც თავდაპირველად მცხოვრებ ხალხებს შორის მოიხმარდნენ, urarina -ს მსგავსად, პერუს ამაზონიდან. როდესაც არაადგილობრივმა მომხმარებლებმა გაიგეს აიაჰუასკას სულიერ განაცხადებზე, ნაკლებად ცნობილმა ტრადიციულმა გამოყენებამ ფოკუსირება მოახდინა აიაჰუასკას სამედიცინო თვისებებზე. როდესაც თავისი სამედიცინო მიზნებისთვის იხმარება, აიაჰუასკა მოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე ექვს საათზე ნაკლები დროით, დაწყება მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ხოლო პიკს აღწევს ორი საათის შემდეგ. აიაჰუასკას აქვს აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა ეფექტები, ზომიერად ზრდის ორივეს გულის რიტმს და დიასტოლიტური სისხლის წნევას. ზოგ შემთხვევაში, ცალკეული პირები განიცდიან მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ სტრესს ექსპერიმენტის მსვლელობისას. ეს არის იმ მიზეზით, რომ ექსტრემალური წინდახედულება გამოიჩინონ იმათ ვინც შეიძლება გულის დაავადებების რისკის ქვეშ არიან.
აიაჰუასკას ფსიქოდელიური ეფექტები მოიცავს ვიზუალურ და აუდიო სტიმულაციას, სენსორული მოდალობების შერევას, და ფსიქოლოგიურ თვითანალიზს რამაც შეიძლება საშუალება მისცეს დიდ ეიფორიას, შიშს, ან ილუმინაციას. მისი გამწმენდი თვისებები არის მნიშვნელოვანი (ცნობილი როგორც la purga ან „the purge“). ინტენსიურმა ღებინებამ და შემთხვევითმა კუჭის აშლამ შეიძლება ხელი შეუწყოს სხეულის გაწმენდას ნაწლავური დაავადებებისგან და ტროპიკული პარაზიტებისგან, და harmala ალკალოიდებმა თვითონ უჩვენა, რომ არის ჭიების საწინააღმდეგო. ამგვარად, ეს ქმედება არის ორმაგი; პირდაპირი ქმედება პარაზიტებზე ამ harmala ალკალოიდების მიერ (კერძოდ harmine აიაჰუასკაში) მუშაობს, რომ მოკლას პარაზიტები, და პარაზიტები არიან გამოგდებული გაძლიერებული კუჭ-ნაწლავის მოძრაობს საშუალებით რაც გამოიწვეული იქნა ამ ალკალოიდების მიერ.
დიეტური აკრძალვები არის ზოგჯერ ასოცირებული აიაჰუასკას მოხმარებასთან. ტროპიკულ ტყეში, ეს ზრუნავს თავად პიროვნების გაწმენდაზე - თავშეკავება ცხარე სანელებლიანი და მძიმე დაძველებული საჭმლებისგან, ჭარბი ცხიმის, მარილის, კოფეინის, მჟავე საჭმლის (როგორიცაა ციტრუსი) და სექსის, ცერემონიის წინ შემდეგ ან მიმდინარეობისას. დიეტა დაბალი tyramine -ის შემცველი საჭმლით არის რეკომენდირებული, ვინაიდან tyramine -სა და MAOIs -ის სპეკულაციურიმა ურთიერთქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მომატებულ არტერიული წნევის კრიზისს. როგორც არ უნდა იყოს, მტკიცებულება მიუთითებს, რომ harmala ალკალოიდები მოქმედებენ მხოლოდ MAOI-A -ზე, შექცევადი გზით მსგავსად როგორც moclobemade (ანტიდეპრესანტი, რომელიც არ მოითხოვს დიეტურ აკრძალვებს). დიეტური აკრძალვები არ არის გამოყენებული განსაკუთრებულად ქალაქური ბრაზილიის აიაჰუასკას ტაძარში União do Vegetal -ში,, რომ შემოგთავაზონ სარისკო რამ, არის ბევრად დაბალი ვიდრე აღიქმება, და ალბათ არარსებული.
გვიან მე -20 საუკუნეში, აიაჰუასკას დალევის პრაქტიკამ დაიწყო გავრცელება ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვაგან. პირველი აიაჰუასკას ტაძრები იყო ბრაზილიის სანტო დაიმეს ფილიალები და დაარსებულ იქნა ნიდერლანდებში. ლეგალური სასამართლო შემთხვევა იყო შეტანილი ამ ტაძრის ორი ლიდერის წინააღმდეგ, Hans Bogers (ერთ-ერთი პირველი Dutch Santo Daime -ს საზოგადოების დამაარსებელი) და Geraldine Fijneman -ის (ამსტერდამის სანტო დაიმეს საზოგადოების უფროსი). ბოჯერსი და ფიჯნემანი ზრუნავდნენ, რომ გაევრცელებინათ კონტროლირებადი ნივთიერება (DMT); მაინც, სასამართლო დევნამ ვერ შეძლო, რომ დაემტკიცებინა, რომ აიაჰუასკას მოხმარება სანტო დაიმეს წევრების მიერ წარმოადგენდა საკმარისი რაოდენობის საფრთხეს საზოგადოების ჯანმრთელობასა და წესრიგზე, რომ ეს იყო გამართლებული უარყოფს მათს უფლებებს რელიგიური თავისუფლების ევროპის ადამიანთა უფლების კომისიის (შემოკლებით ECHR) მე -9 მუხლის საფუძველზე. 2001 -ის ამსტერდამის რეგიონის ვერდიქტი არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი. მას შემდეგ ჯგუფები, რომლებიც არ შეუერთდნენ სანტო დაიმეს გამოიყენეს აიაჰუასკა, და უამრავი განსხვავებული „სტილები“ წარმოიქმნა, არა რელიგიური მიღწევების ჩათვლით.
თანამედროვე ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, აიაჰუასკას ანალოგები არიან ხშირად მომზადებული არატრადიციული მცენარეებით, რომლებიც შეიცავენ იგივე ალკალოიდებს. მაგალითად, მცენარე syrian rue -ის თესლები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც აიაჰუასკას ლერწმის ანალოგი, და დმტთი მდიდარი mimoza hostilis არის გამოყენებული chakruna -ს მაგივრად. ავსტრალიას აქვს რამდენიმე ადგილობრივი მცენარე, რომლებიც პოპულარულია იქ თანამედროვე აიაჰუასკეროებს შორის, როგორიცაა მაგალითად სხვადასხვა DMT-თი მდიდარი აკაციის სახეობები.
სახელი ‘ayahuasca’ განსაკუთრებულად ითქმის ბოტანიკური ნახარშის მიმართ, რომელიც შეიცავს banisteriopsis caapi -ს. სინთეტიკური ვერსია, ცნობილი როგორც pharmahuasca, არის მთავარი ჩვეული MAOI -სა და ტიპური DMT -ს კომბინაცია. ამ წესით, DMT ჩვეულებრივ განხილულია როგორც მთავარი ფსიქოტროპული აქტიური ინგრედიენტი, მაშინ როცა MAOI უბრალოდ ინახავს შიგნით მიღებული DMT -ს ფსიქოტროპულობას,, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდებოდა ნაწლავში მანამდე სანამ ის შეძლებდა ორგანიზმში შეიწოვას. ამგვარად, აიაჰუასკეროები და ბევრი სხვა მუშაობენ ნახარშით, რომელიც მხარს უჭერს, რომ b. caapi -ის ლერწამი არის განმსაზღვრელი ინგრედიენტი, და ეს სასმელი არ არის აიაჰუასკა b. caapi თუ არ არის ნადუღში. ლერწამი განხილულია, რომ არის აიაჰუასკას „სული“, მეკარე და მეგზური იდუმალი სამყაროების სამეფოებში.[დამოწმება სჭირდება]
აიაჰუასკას მსგავსი ნახარშები შეიძლება მომზადებულ იქნას რამდენიმე მცენარის გამოყენებით, რომლებიც არ იხმარება ტრადიციულად სამხრეთ ამერიკაში:
DMT -ს ნარევები:
MAOI:
მე -16 საუკუნეში, ქრისტიანი მისიონერები ესპანეთიდან და პორტუგალიიდან პირველად შეეჩეხნენ ადგილობრივ სამხრეთ ამერიკელებს აიაჰუასკას გამოყენებისას; მათი თავდაპირველი ანგარიშებით აღწერილია ის როგორც ეშმაკის საქმე. მე -20 საუკუნეში, B.caapi -ის აქტიურ შემადგენელ კომპონენტს დაარქვეს telepathine, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი უკვე იდენტური იყო perganium harmala -დან გამოყოფილი ქიმიკატის და მიეცა სახელი harmaline. სპეციალიზებულმა მწერალმა William Burroughs -მა წაიკითხა Richard Evans Schultes -ის ქაღალდი თემაში და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისას ადრეულ 1950 იან წლებში მოძებნა yagé იმ იმედებით, რომ მას შეეძლო შეემსუბუქებინა ან განეკურნა ოპიატზე დამოკიდებულება (ნახე The Yage Letters). აიაჰუასკა გახდა უფრო ფართოდ ცნობილი როდესაც ძმებმა McKenna -ებმა გამოაქვეყნეს მათი გამოცდილება ამაზონში ნამდვილ ჰალუცინაციებში. Dennis McKenna -მა შემდეგ შეისწავლა აიაჰუასკას ფარმაკოლოგია, ბოტანიკა, და ქიმია და oo-koo-he, რაც გახდა მისი ხელოვნების დისერტაციის შინაარსი.
ბრაზილიაში გამოჩნდა რაღაც რაოდენობა თანამედროვე რელიგიური მოძრაობები, დამყარებული აიაჰუასკას მოხმარებაზე, ყველაზე ცნობილი მათ შორის Santo Daime და União do Vegetal (ან UDV), ჩვეულებრივ ანიმისტურ კონტექსტში ის შეიძლება იყოს შამანური ან, უფრო ხშირად (როგორც Santo Daime-სა და UDV სთან), ინტეგრირებული ქრისტიანობასთან. ორივე Santo Daime და União do Vegetal -ს ახლა ჰყავს წევრები და ეკლესიები ყველგან მსოფლიოში. აგრეთვე, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დაინახეს ახლად აღმოცენებული რელიგიური დაჯგუფებები აიაჰუასკას მოხმარებასთან კავშირში. ზოგი დასავლელი გაერთიანდა შამანებთან ამოზინის ჯუნგლების რეგიონებში, აყალიბებენ აიაჰუასკას სამკურნალო შეკრებებს რაც მოწოდებული იყო, რომ განეკურნა მენტალური და ფსიქიკური დაავადებები და დაემყარებინა სულიერ სამყაროსთან კავშირი.
გასულ წლებში, სამკურნალო მცენარეების ნახარში პოპულარიზებული გახდა Wade Davis -ის მიერ (The Serpent and The Rainbow - გველი და ცისარტყელა), ინგლისური ნოველისტი Martin goodman -ი I was carlos Castaneda -ში, ჩილელი ნოველისტი Isabel Allende, მწერალი Kira Salak, ავტორი Jeremy Narby (The Cosmic Serpent - კოსმოსული გველი), ავტორი Jay Griffiths ("Wild: An Elemental Journey"), და რადიო პიროვნება Robin Quives.
2008 ში, ფსიქოლოგიის პროფესორმა Bebby Shanon -მა გამოაქვეყნა საკამათო ჰიპოთეზა, რომ აიაჰუასკას ნახარშის ანალოგები დიდად იყო დაკავშირებული ადრეულ იუდაიზმთან, და ის ნადუღის ეფექტები იყვნენ პასუხისმგებელი ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში მოსეს ცხოვრებაში, ცეცხლწაკიდებული ბუჩქის ხედვის ჩათვლით.
2013 ში მწერალმა გრემ ჰენკოკმა ჩაატარა TEDx ლექცია სახელწოდებით “The War on Consciousness”, რომელშიც შეეცადა, რომ გამოეკვეთა ჰალუცინოგენური ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევა, კერძოდ აიაჰუასკაში ნაპოვნი DMT. მაშინ როცა ცხადი გახდა, რომ მათი ტოქსიკურობა ხშირად იწვევდა ფიზიკურ გასაჭირს მან არ გაამართლა მათი გამოყენება შემთხვევითი გართობისთვის, მან თქვა, რომ ისინი შეიძლება იყოს არსებითი თვით გაუმჯობესების, სულიერი ზრდისა და სოციალური პროგრესისთვის, ასევე უფრო საზიანო ნარკოტიკებზე დამოკიდებულებების სამკურნალოდ. ის გამოტყდა, რომ წარსულში იგი ეწეოდა ყოველდღიურად მარიხუანას 24 წლის განმავლობაში, ამ ნარკოტიკებიზე „იჯდა 16 საათი დღეში“, და ამის შედეგად იტანჯებოდა მძვინვარებებისა და პარანოიისგან. ჰანკოკმა თქვა, რომ იგი სრულიად განიკურნა აიაჰუასკას მოგზაურობის საშუალებით სამხრეთ ამერიკაში, რა დროსაც მან ინდიელების სულის, „დედა აუაჰუასკას“ მეშვეობით გაიარა ძნელი ცხოვრების მიმოხილვა. ლექცია წაშალეს TED -ის ორგანიზატორებმა, ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია კრიტიკა.
ჩარლზ გრობმა 1993 წელს hoaskas პროექტის ფარგლებში ჩაატარა პირველი ძირეული გამოკვლევა - აიაჰუასკას მოქმედება ადამიანზე. პროექტი გამოიკვლიეს ბრაზილიის ეკლესიის União do Vegetal (UDV) -ის წევრებმა,, რომლებმაც გამოიყენეს hoasca როგორც საიდუმლონი. როგორც ჰოასკას პროექტის ნაწილი, Da Silviera -მა და სხვებმა (2005) შემოიტანეს ახალგაზრდების შედარებითი სწავლების სისტემა, რომელიც იზიარებს აიაჰუასკას საიდუმლონის ადგილობრივი ამაზონელების და ბრაზილიაში მდებარე ფილიალების რწმენას. Da Silvera -მ დასხვებმა აღრიცხეს მრავალი ფსიქიატრიული დიაგნოზი, რომ აერჩიათ მონაწილეები ვინც იყენებდა აიაჰუასკას კულტურულად კონკრეტული წესით თვეში ორჯერ და დაიწყეს ასე მხოლოდ ახალგაზრდებზე. შემდეგ, ყველა მონაწილე აღრიცხეს სუბსტანციის ბოროტად გამოყენების არეულობებზე, მღელვარება და დეპრესია, სხეულის სურათის არეულობა, და ყურადღების ნაკლებობის ჰიპერაქტიურობის მოშლილობაზე მანამდე დაწესებული კითხვებით და DSM-IV -ით. ამდენად საკონტროლო ჯგუფისგან შედარებით, აიაჰუასკას მომხმხმარებელი ახალგაზრდები შეაფასეს შვიდჯერ ნაკლები ქულით იმ კრიტერიუმში სადაც განსხვავებები იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. ეს კრიტერიუმები იყო სხეულის სურათის შეცნობა, შიში, და ყურადღების არეულობა, რაც ხშირად აწუხებს დასავლელ ახალგაზრდობას. ეს მონაცემები გვთავაზობს, რომ აიაჰუასკას კულტურულად სპეციფიურმა გამოყენებამ შეიძლება ჭკუაში აჯობოს ზოგიერთ ფსიქოლოგიურ და შემეცნებით საკითხებს, რომლებიც ემართებათ ახალგაზრდებს და გაზარდოს მათი შესაძლებლობა, რომ მოქმედებაში მოიყვანონ თავიანთი სრული პოტენციალი.
მაინც, როგორც ენთეოგენებსა ან ფსიქოდელიურებზე გამოკვლევამ, აიაჰუასკაზე სამეცნიერო კვლევებმა წარადგინა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოწვევები მკვლევარებთან, ფილოსოფიურ შეკითხვების ჩათვლით, რომელიც ეხება ონტოლოგიას, ეპისტემოლოგიას და ობიექტურობას.
საერთაშორისო მასშტაბით, DMT არის შეტანილი ნარკოტიკი ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში. კომენტარები ფსიქოტროპული ნივთიერებების კონვენციის სიაში ჩანიშვნებზე, როგორც არ უნდა იყოს,, რომელი მცენარეებიც შეიცავენ ისინი არ არიან საერთაშორისო კონტროლის ობიექტი:
მცენარეების გამოყენება, რომლებისგანაც მიიღება ფსიქოტროპული ნივთიერებები არ კონტროლდება ვენის კონვენციის მიერ. . . . პეიოტის კაკტუსის გვირგვინი (ნაყოფი, mescal კოკორი), Mimosa hostilis -ის ფესვები და Psilocybe სოკოები არიან ჩართული ნუსხა 1 -ში, მაგრამ მხოლოდ მათი მთავარი შესატყვისებით, მესკალინი, დმტ, და პსილოცინი.
საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის საბჭოს (INCB) მდივნის ფაქსი ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრთან, გაგზავნილი 2001 -ში მიდის იმ სტატუსამდე, რომ “შესაბამისად, მომზადებები (მაგ. ნახარშები) დამზადებული ამ მცენარეებისგან, აიაჰუასკას ჩათვლით, არ არიან საერთაშორისო კონტროლის ქვეშ და, ამიტომ, არ არის არც ერთი 1971 -ის კონვენციის სტატიის თემა."
მიუხედავად INCB –ის 2001 წლის მტკიცებით, რომ აიაჰუასკა არ არის საერთაშორისო კონვენციის ნარკოტიკების კონტროლის ობიექტი, მის 2010 წლის ყოველწლიურ ჩვენებაში საბჭომ რეკომენდაცია გაუწია, რომ მთავრობებმს მხედველობაში მიეღოთ აიაჰუასკას კონტროლი (სხვა სიტყვებით გაეკრიმინალურებინათ) სახელმწიფო დონეზე. ეს INCB -ის რეკომენდაციები გააკრიტიკეს როგორც საბჭოს კანონიერი მანდატის განსჯაზე გადაბიჯება და როგორც შემქმნელი მიზეზი მთავრობისთვის, რომ დაარღვიოს ცერემონიულად აიაჰუასკას მსმელების ადამიანის უფლებები (სხვანაირად, რომ ვთქვათ რელიგიური თავისუფლება).
შეერთებულ შტატებში დმტს შემცველი მცენარეების ლეგალური სტატუსი არის ნაწილობრივ კითხვის ნიშნის ქვეშ. აიაჰუასკას მცენარეები და მომზადებები არის ლეგალური, რადგან ისინი არ შეიცავენ სიაში შეტანილ ქიმიკატებს. როგორც არ უნდა იყოს, ნახარშები რომლებიც გაკეთდა დმტს შემცველი მცენარეებისგან არის არალეგალური რადგანაც DMT არის სიაში შეტანილი ნარკოტიკი. ნათქვამია, რომ , ზოგიერთ ადამიანს ეჭვი შეაქვს ამაში, იყენებს იგივე არგუმენტს რასაც პეიოტისტების რელიგიური სექტები, როგორიცაა მკვიდრი ამერიკელების ეკლესია. სასამართლო შემთხვევა, რომ ნებას რთავს União do Vegetal –ს, რომ შემოიტანოს და გამოიყენოს ნაყენი რელიგიური მიზნებისთვის შეერთებულ შტატებში, Gonzales v. O Centro Espirita Beneficente Uniao do Vegetal, იყო შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მთავარი პირი 2005 წლის 1 ნოემბერში; გადაწყვეტილება გამოიტანეს 2006 წლის 21 თებერვალს, ნებას რთავს UDV ს, რომ გამოიყენოს ნახარში მის ცერემონიებში რელიგიური თავისუფლების აღდგენის აქტის თანახმად. იგივე შემთხვევაში აშლანდის, ორეგონის ბაზის Santo Daime - ს ეკლესიამ გამოიყენა თავისი უფლებები, რომ შემოეტანა და მოეხმარა აიაჰუასკას ნახარში. 2009 წლის მარტში, შეერთებული შტატების რაიონული სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა სანტო დაიმეს სასარგებლოდ, აღიარა რა მისი დაცვა ბრალდებისგან რელიგიური თავისუფლების აქტის საფუძველზე..
რელიგიური გამოყენება ბრაზილიაში ლეგალიზებულ იქნა ორი ოფიციალური გამოკითხვით ნახარშზე 1980 იან წლებში, რაზეც დაასკვნა გაკეთდა, რომ აიაჰუასკა არ არის გასართობი ნარკოტიკი და აქვს სწორი სულიერი გამოყენება.
საფრანგეთში, Santo Daime –მ მოიგო სასამართლო შემთხვევა რაც ნებას აძლევდა მათ გამოეყენებინათ ნახარში ადრეულ 2005 –ში; მაგრამ, მათ ნება არ დართეს გამონაკლისი გაეკეთებინათ რელიგიური მიზნებისთვის გამოყენებაზე, მაგრამ უფრო იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ არ ჩაედინათ ქიმიური მოპოვება, რომ გამოეყოთ სუფთა DMT და harmala და მცენარეები გამოეყენებინათ დაგეგმვის გარეშე. სასამართლო მოგების ოთხი თვის შემდეგ, მთავარი აიაჰუასკას ინგრედიენტები როგორიცაა harmala იქნა გამოცხადებული stupéfiant – ებად, ან ნარკოტიკული სიის I ნივთიერებებად, რაც ხდიდა ნახარშს და მათ ინგრედიენტებს გამოყენებისთვის ან ქონისთვის არალეგალურს.
აიაჰუასკას აქვს აგრეთვე წამოწყებული დებატები ტრადიციული ცოდნის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თაობაზე. 1986 წელს შეერთებული შტატების პატენტისა და საფირმო ნიშნების ოფისმა დაუშვა პატენტის ჩუქება აიაჰუასკას ლერწამსა და B. Caapi –ზე. ის უშვებდა ამ პატენტს იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ აიაჰუასკას მონაცემები არ იყო მანამდე აღწერილი ჩანაწერებში. განხილული იყო რამდენიმე საზოგადოების ინტერესის ჯგუფი, მათ შორის მკვიდრი ამაზონის ჯუნგლების ორგანიზაციების საკოორდინაციო ჯგუფი(COICA) და ამაზონელი ხალხების კოალიცია, ასევე მათი გარემო (ამაზონის კოალიცია). 1991 წელს მათ მოიტანეს ლეგალური გამოწვევა ამ პატენტზე, რომელიც იქნა ნაბოძები როგორც შეერთებული შტატების მოსახლეობის პირადი “საკუთრება” მცენარის ცოდნაზე, რომელიც არის კარგად ცნობილი და წმინდა ბევრი ამაზონელი ადგილობრივი ადამიანისთვის, და გამოყენებული მათ მიერ რელიგიურ და სამკურნალო ცერემონიებში.
მოგვიანებით ამ წელს PTP- მ გამოსცა გადაწყვეტილება უარეყოთ პატენტი, იმის საფუძველზე რომ მოსარჩლეების არგუმენტები რომ მცენარე არ იყო “განსაკუთრებული ან უჩვეულო” იქნა დასაბუთებული. და მაინც, გადაწყვეტილება არ ადასტურებდა არგუმენტს რომ მცენარეების რელიგიური ან კულტურული ფასეულობებმა აკრძალა პატენტი. 2001 წელს, პატენტის მფლობელის თხოვნით, შეერთებული შტატების პატენტის ოფისში იქნა აღდგენილი პატენტი. კანონმა იმ დროს არ დაუშვა მესამე მხარე როგორიცაა COICA რომ მონაწილეობა მიეღოთ საქმის მეორედ გადახედვის პროცესში. პატენტი, აღებულ იქნა შეერთებული შტატების მეწარმის Loren Miller - მიერ, მას ვადა გაუვიდა 2003 წელს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article აიაჰუასკა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.