აზოვი

აზოვი (რუს.

მოსახლეობის რაოდენობაა 82 937 კაცი (2010 წლის მიხედვით), 82 090 კაცი (2002 წლის აღწერის მიხედვით), 80 297 კაცი (1889 წლის აღწერის მიხედვით).

ქალაქი
აზოვი
Азов
აზოვი
აზოვის მუზეუმის შენობა
დროშა გერბი
აზოვი აზოვი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ოლქი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 47°06′00″ ჩ. გ. 39°25′00″ ა. გ. / 47.10000° ჩ. გ. 39.41667° ა. გ. / 47.10000; 39.41667
მმართველი Sergey Bezdolniy
დაარსდა XIII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1708
ფართობი 66 კმ²
ცენტრის სიმაღლე 40 მეტრი
მოსახლეობა 82 937 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86342
საფოსტო ინდექსი 346780
ოფიციალური საიტი http://www.gorodazov.ru/
აზოვი — რუსეთი
აზოვი
აზოვი — როსტოვის ოლქი
აზოვი

ისტორია

მდინარე დონის სანაპირო ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილი. ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისსი ბერძნებმა დააარსეს კოლონია ბოსფორის სახელმწიფოში, რომელსაც უწოდებდნენ ტანაისს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ძვ. წ. I საუკუნის პირველ მესამედში იგი გადაწვა პოლემონ I-მა. ბერძნული კოლონიების დანერგვამ აღადგინა ქალაქის კეთილდღეობა, მაგრამ გოთებმა პრაქტიკულად გაანადგურეს III საუკუნეში.

ძველი ტანაისის ტერიტორია ახლა უკავია ხუტორ ნედვიგოვკას XIX საუკუნის შუა წლებიდან.

V საუკუნეში ეს ტერიტორია აკაცირების ტომის ერთ-ერთი ჯგუფის კარადაჩების მიერ იყო დასახლებული, რომელიც ჰუნების მეფე დენგიზიკის ბრძანებით განხორციელდა.

VII საუკუნეში ხანი კუბრატი მართავდა უნოგუნდურის ტომების მიერ დააარსებულ ძველი დიდი ბულგარეთის სამეფოს, რომელიც მისმა მემკვიდრემ ბატბაიანმა ჩააბარა ხაზარებს. X საუკუნეში, როცა ხაზარების სახელმწიფო დაიშალა, ტერიტორია გადავიდა ტმუტარკანის სლავური სამთავროს ხელში. ყივჩაღები ამ ტერიტორიას იპყობენ 1067 წელს და მას არქმევენ აზაქ-ს, საიდანაც მომდინარეობს ქალაქის თანამედროვე სახელწოდება.

1775 წელს აზოვი გახდა ახლადჩამოყალიბებული აზოვის გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრი. XIX საუკუნის ბოლოს ქალაქში დაარსდა ოთხკლასიანი ვაჟთა გიმნაზია, მალევე დაარსდა ქალთა გიმნაზიაც, მნიშვნელოვნად დაეცა ვაჭრობის დონე.

1926 წელს აზოვმა მიიღო ქალაქის სტატუსი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1941-1945) აზოვი გერმანელი ჯარისკაცების მიერ იყო ოკუპირებული 1942 წლის 27 ივნისიდან. 1943 წლის 7 თებერვალს გაათავისუფლეს სამხრეთის ფრონტის როსტოვის ოპერაციის დროს.

გეოგრაფია

თანამედროვე ქალაქი აზოვი საოლქო დაქვემდებარების ქალაქია, მდებარეობს როსტოვის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე, ტაგანროგის ყურიდან 12,5 კილომეტრში, ხოლო დონის როსტოვიდან - 35 კილომეტრში. ქალაქის ტერიტორიის ფართობია 66,2 კმ².

მოსახლეობა

ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 20 ეროვნების ადამიანი. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია: რუსები — 94 %, უკრაინელები — 3,1 %, ბელარუსები — 0,5 %. მოსახლეობის 55 % შრომისუნარიანია.

ღირსშესანიშნაობა

ქალაქში მდებარე ტაძრებიდან აღსანიშნავია აზოვის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, რომელიც აგებულია 2005 წელს და აზოვის სამების ეკლესია  მართლმადიდებლური ეკლესია აზოვში, მისი მშენებლობა დასრულდა 2004 წელს. ასევე აღსანიშნავია აზოვის ციხესიმაგრე. ქალაქში რვა ბიბლიოთეკაა აქედან ორი საბვშვო. აზოვის ცენტრალური ბიბლიოთეკა ატარებს ნ. კრუპსკაიას სახელს. ქალაქში სულ ოთხი მუზეუმია აზოვის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, აზოვის ისტორიულ-არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, სამოილოვიჩის მუზეუმი და სამხედრო მუზეუმი - „თოფის წამლის საწყობი“. ქალაქში რამდენიმე ძეგლი დგას, მათ შორის აღსანიშნავია პეტრე I-ის ძეგლი, ალექსეი შეინის ძეგლი, სამშობლოსთვის დაღუპულთა მემორიალი, გრიგორ მიროშნიჩენკოს ძეგლი, აზოვის სამხედრო ფლოტილიის მეზღვაურთა ძეგლი.

დაძმობილებული ქალაქები

ქვეყანა დაძმობილებული ქალაქი დაძმობილების წელი
აზოვი  კვიპროსი აგლანჯა 1990
აზოვი  აშშ ჩილიკოტი 1993
აზოვი  თურქეთი ანტალია 1995
აზოვი  რუსეთი ყიზლარი 1997
აზოვი  უკრაინა ფეოდოსია 2007
აზოვი  რუსეთი სალეხარდი 2007
აზოვი  რუსეთი ქალაქ სოჭის ლაზარევსკის რაიონი 2008

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

აზოვი ისტორიააზოვი გეოგრაფიააზოვი მოსახლეობააზოვი ღირსშესანიშნაობააზოვი დაძმობილებული ქალაქებიაზოვი რესურსები ინტერნეტშიაზოვი სქოლიოაზოვიაზოვის ზღვადონიმდინარეროსტოვის ოლქირუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეპილეფსიაკარლეს პუჩდემონიაბას I (ირანი)გია ყანჩელისაქართველოს სახელმწიფო დროშამაგნიუმიგამარჯვების დღეეროზიაგიორგი ქოჩორაშვილიელექტრული დენიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიფუტისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიწმინდა ნინოდასავლეთ რომის იმპერიის დაცემასეკულარიზმიქართლინატვრის ხე (ფილმი)რიკოთის უღელტეხილიარაბთა სახალიფოჰარი პოტერისოფლის მეურნეობამედეა (მითოლოგია)საქართველო IX-X საუკუნეებშისანქტ-პეტერბურგიწმინდა გიორგიგამაფრთხილებელი შეფერილობაანტონიმისინონიმებიჭიანჭველასებრნიალექსანდრე პუშკინიატომივახტანგ VIზვიგენებიკურო (ასტროლოგია)მთვარის დაბნელებაქრომოსომააზოპოლიტიკური გეოგრაფიალომი (ასტროლოგია)არისტოტელეაია-სოფიას ტაძარინილოსისაქართველოს თავდაცვის ძალებიუდაბნომწერებიმილიმეტრიუქმე დღეები საქართველოშიზვავილიეტუვაშველისასწორი (ასტროლოგია)ბაქტერიებისაქართველოს გეოგრაფიაკახეთის აჯანყება (1659)საქართველოს ფრინველთა სიაპაკისტანილიზა იასკოაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაკეთილშობილი ირემიაკაკი წერეთელიარჩვილარიკომპასიხინკალიალეგორიათურქეთის ისტორიაბაში-აჩუკი (ფილმი)ოსმალეთის იმპერიაშვეიცარიაგანახლებადი ენერგიაიგლუქრისტეფორე კოლუმბინაციონალიზმიიუდაიზმიმარილებისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნი🡆 More