ჯონ ლენონის მკვლელობა

ჯონ ლენონის მკვლელობა — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა.

1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 72-ე და სენტრალ პარკ უესტის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, „დაკოტას“ სიახლოვეს, სტუდიიდან შინ დაბრუნებულ ჯონ ლენონს მარკ დევიდ ჩეპმენმა ხუთი ტყვია ესროლა და მოკლა.

ჯონ ლენონის მკვლელობა
Police artist image of murder of John Lennon.jpg
მკვლელობის ფოტორობოტი შექმნილი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის მიერ
მდებარეობა დაკოტა, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
კოორდინატები 40°46′35″N 73°58′35″W / 40.7765° ჩ. გ. 73.9763° დ. გ. / 40.7765; -73.9763
თარიღი 8 დეკემბერი, 1980
22:55 (UTC-05:00)
სამიზნე ჯონ ლენონი
იარაღი Charter Arms .38 Special რევოლვერი
მსხვერპლნი ჯონ ლენონი
ეჭვმიტანილი დამნაშავეები
მარკ დევიდ ჩეპმენი

ლენონი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს მაუნტ საინაი რუზველტის საავადმყოფოში. ამ ტრაგიკული ამბის ადგილობრივი სატელევიზიო სადგურებიდან გახმაურების შემდეგ მისი უამრავი თაყვანისმცემელი შეიკრიბა რუზველტის საავადმყოფოსა და დაკოტას შენობებთან. 10 დეკემბერს ქალაქ ნიუ-იორკში ფერნკლიფის სასაფლაოზე ლენონს კრემაცია ჩაუტარეს, მისი ფერფლი კი ონოს გადასცეს. ონოს გადაწყვეტილებით მისი მეუღლის დაკრძალვის ცერემონია არ ჩატარდა.

ლენონის გარდაცვალება მაყურებელს ABC-ის არხზე სპორტულმა კომენტატორმა ჰოვარდ ქოსელმა აცნობა „მაიამი დოლფინსსა“ და „ნიუ-ინგლენდ პეტრიოტს“ შორის ამერიკული ფეხბურთის მატჩის ტრანსლირების დროს.

ჩეპმენი დამნაშავედ ცნეს და 20 წლიდან განუსაზღვრელი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2000-2018 წლების განმავლობაში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, კომისიამ ათჯერ არ დააკმაყოფილა ჩეპმენის განცხადება ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.

მკვლელობამდე მომხდარი მოვლენები

„ბიტლზის“ დაშლამდე ერთი წლით ადრე, 1969 წელს ჯონ ლენონი და იოკო ონო დაქორწინდნენ და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდნენ. 1970-იანი წლების დასაწყისში ლენონმა დამოუკიდებლად ჩაწერა ათი ალბომი, თუმცა 1975 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ მომდევნო ხუთ წელიწადს მთლიანად დაუმობდა ახალდაბადებული შვილის, შონის აღზრდას და სხვა ყველაფერს თავს დაანებებდა. ასეც მოხდა.

მუსიკაში თითქმის ხუთწლიანი შესვენებისა და კარჩაკეტილი ცხოვრების შემდეგ, 1980 წლის დასაწყისში, დაპირებისამებრ, ლენონი კვლავ დაუბრუნდა ხმისჩამწერ სტუდიას და ახალ ალბომზე მუშაობას შეუდგა. Double Fantasy მისი ხუთი წლის ვაჟს ეძღვნებოდა. ალბომმა კრიტიკოსთა და თაყვანისმცემელთა მოწონებაც დაიმსახურა, ხოლო „ბიტლზის“ თაყვანისმცემლებს ჯგუფის აღდგენის იმედი დაუბრუნდათ.

1980 წლის 9 ოქტომბერს ლენონს ორმოცი წელი შეუსრულდა. ამ ასაკისთვის მან ხალხს თავი დაამახსოვრა „ბიტლზთან“ ერთად გატარებული წლებით, 1960-იანების მიწურულსა და 1970-იანების დასაწყისში აქტიური პაციფისტური მოღვაწეობით, რომლის გამოც მას რამდენიმე ხნით აშშ-ში ჩასვლაც კი აეკრძალა. ლენონი მსოფლიო აღიარების მქონე მუსიკოსი იყო. მისი ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულს არაფერი მოასწავებდა.

1980 წლის 8 დეკემბერი

ჯონ ლენონის მკვლელობა 
დაკოტა, ლენონის საცხოვრებელი ადგილი და ასევე მისი მკვლელობის ადგილმდებარეობა

ფოტოგრაფი ანა ლაიბოვიცი ჟურნალ როლინგ სტოუნის ფოტოსესიისთვის ლენონის ბინაში მივიდა. ფოტოგრაფი ლენონს შეპირდა რომ მისი და ონოს ფოტო ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდებოდა, მიუხედავად იმისა რომ ანას მხოლოდ ლენონის ფოტო სჭირდებოდა. ლაიბოვიცი ამბობდა: „ჟურნალის გარეკანზე [ონოს] დანახვა არავის სურდა“. ლენონმა კი დაჟინებით მოითხოვა, რომ ის და მისი ცოლიც ორივე მოხვდებოდნენ გარეკანზე. ფოტოს გადაღების შემდეგ ლაიბოვიცმა დატოვა ბინა 3:30-ზე. დილის ათი საათიდან ის და იოკო ჟურნალისტებს საკუთარ ბინაში ინტერვიუს აძლევდნენ. 5:40-ზე წყვილი სტუდია „რეკორდ პლანტისკენ“ გაემგზავრა, რათა მუშაობა განეგრძოთ სიმღერაზე "Walking on Thin Ice".

მარკ დავიდ ჩეპმენი

დაახლოებით დილის 5 საათზე ლენონი და ონო ლიმუზინისკენ გადაადგილდებოდნენ, როცა დავიდ ჩეპმენმა, რომელსაც ავტოგრაფი სურდა ლენონისგან, შეამჩნია ისინი. ლენონს ავტოგრაფებისთვის ფანები დაკოტას წინ ხშირად ხვდებოდნენ. ჩეპმენი, 25 წლის დაცვის თანამშრომელი ჰავაიდან, ნიუ-იორკში ოქტომბერშიც ჩავიდა ჯონ ლენონის მოსაკლავად, მაგრამ გადაიფირა და უკან დაბრუნდა. ჩეპმენმა ლენონს ალბომი მიაწოდა ავტოგრაფისთვის. ხელმოწერის შემდეგ ლენონმა მას ჰკითხა: „სულ ეს არის?“ ჩეპმენმა კი მას გაუღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ლენონის ფანმა პოლ გორეშმა შემთხვევით მათ ფოტო გადაუღო. ჩეპმენი ლენონს მთელი დილა ელოდებოდა დაკოტასთან, სადაც მისი თქმით მან ლენონის შვილი შონიც ნახა, რომელიც ძიძასთან ერთად იყო.

ლენონი ცოლთან ერთად ღამის თერთმეტ საათამდე ხმისჩამწერ სტუდიაში იყო. ლენონმა გადაწვიტა, რომ ონოსთან ერთად რესტორანში ვახშმობამდე, დაკოტაში დაბრუნებულიყვნენ შვილის სანახავად. ლენონი ყოველთვის ხვდებოდა ფანებს, რომლებიც მისი სახლის წინ დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ, ავტოგრაფებისა და ფოტოებისთვის. 1980 წლის 6 დეკემბერს BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა: „ხალხი მოდის და ავტოგრაფებს გთხოვს, ან უბრალოდ გესალმება, მაგრამ ისინი არასდროს გაწუხებენ.“ ლენონმა ლიმუზინი 72-ე ქუჩაზე გააჩერა, იმის მაგივრად, რომ დაკოტასთან უფრო უსაფრთხო ადგილას გაეჩერებინათ.

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ჯონ ლენონის მკვლელობა მკვლელობამდე მომხდარი მოვლენებიჯონ ლენონის მკვლელობა ბიბლიოგრაფიაჯონ ლენონის მკვლელობა რესურსები ინტერნეტშიჯონ ლენონის მკვლელობა სქოლიოჯონ ლენონის მკვლელობა1980

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეღეროვანი უჯრედიივანე მაჩაბელიატლანტის ოკეანეთავისუფლების მოედანი (თბილისი)ოქსიდისპამიირლანდიატრეფიკინგიმარკ ტვენიენტონი დოდ მენტლითბილისის მეტროპოლიტენიდავით კლდიაშვილიკეთილშობილი ირემივლადიმერ პუტინიბოტულიზმიოპერააფხაზეთისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეხმოვანიმიხეილ ხერგიანიფსორიაზიკირჩხიბი (ასტროლოგია)თემურლენგირევაზ ინანიშვილივარდიკვადრატული კილომეტრიბიბლიასაქართველოს პრეზიდენტივიკისაწყობიკახეთის აჯანყება (1659)თირკმელიჭიამაიასებრნიმიხეილ ლომონოსოვისპორტიმესამე ჯვაროსნული ლაშქრობაგამზრდელი (პოემა)საქართველოს სახელმწიფო გერბიდავით VI ნარინიცისფერყანწელები28 მარტიგველის-მჭამელინიკოლა ტესლაზურაბ ზვიადაურიტუტსიმასონობაჰოლოკოსტირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიფოცხვერიბასიანის ბრძოლააქემენიანთა იმპერიამსოფლიო საეკლესიო კრებასისხლიპი (რიცხვი)მეჩეთისაქართველოს სამეფოშინაური კატაკავკასიაგუბაზ სანიკიძენარცისიდემეტრე II თავდადებულიოქსიმორონითორნიკე ერისთავიმთანიადაგიალექსანდრე მაკედონელის ომებიზედსართავი სახელიბულბულისტანის ბარათეონიდაუნის სინდრომირომბიHatful of Hollowნიკო ნიკოლაძერუსული დამწერლობაარწივიიასამანითამარ მეფეათონის ივერთა მონასტერიკუები🡆 More