ცოლიკოური ოვალურმარცვალა

ცოლიკოური ოვალურმარცვალა, ცოლიკოური გრძელმარცვალა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ცოლიკოურის ერთ-ერთი ვარიაციაა.

საქარის საცდელ სადგურზე გამოავლინა სელექციონერმა ალექსანდრე მიროტაძემ. მოგვიანებით ეს ფორმა შეისწავლეს და გააშენეს იმერეთში.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, იშვიათად დიდი, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მომწვანო-მოყვითალო. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვნიანი.

ცოლიკოური ოვალურმარცვალა საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 125-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-11.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

გამოიყენება ხარისხიანი სუფრის ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 453

Tags:

იმერეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გველის პერანგიჯეიმზ კევიზელიდეკლარაციასაქართველო IV საუკუნეშისაქართველოს პარლამენტისანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეევროპული საქართველოვასკულიტისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ოთარ კობერიძეივანე ჯავახიშვილიფიოდორ დოსტოევსკიმარხვამანიფესტიფილიპე მახარაძემწუხრისაქართველოს მთავრობალიონელ მესიკუნილინგუსივალპურგის ღამექალწული (ასტროლოგია)ებრაელებისაქართველოდანიაჯაბა კანკავალეო ანთაძემემარცხენეობასიღნაღისაქართველოს სახელმწიფო დროშატროლი (ინტერნეტი)ყივანახველარუსეთ-საქართველოს ომი (2008)კარლეს პუჩდემონინაციონალიზმითათული დოლიძეკუებიბოშებიგიორგი III (საქართველოს მეფე)გიორგი მარგველაშვილინაპოლეონ ბონაპარტიენდროავტორიტარიზმისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიჰამასიელენე ხოშტარიაბოიკოტიქუთაისობასაქართველოს სოფლებისაქართველოს თავდაცვის ძალებირამაზ ნოზაძეფილიპინებიდიდი ხუთშაბათიმშრომელთა საერთაშორისო დღეშენგენის ზონანეპოტიზმი69 (სექსუალური პოზა)პაკისტანიკვადრატული მეტრიქართული საბჭოთა ენციკლოპედიანაღვლის ბუშტითემურლენგიმასტურბაციაკოლხეთის სამეფომუშმულა სუბტროპიკულიჰემანგიომაიგიქართული ხალხური ცეკვებისიყვარულიმამებისა და შვილების ბრძოლაკოსმოპოლიტიზმიჰიურემ სულთანიევროპის პარლამენტიკონსტიტუციარეპრესიაფუტისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012მარო მაყაშვილიჯაბა იოსელიანიქრისტესისხლა🡆 More