ჩუდომირ ნაჩევი

ჩუდომირ კირილოვ ნაჩევი ( ბულგ.

24 თებერვალი , 1936 — გ. 23 აგვისტო , 2005 ) — ბულგარელი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი, აკადემიკოსი; სპეციალისტი შინაგანი სნეულებების და კარდიოლოგიის მიმართულებით.

ჩუდომირ ნაჩევი
ბულგ. Чудомир Кирилов Начев
დაბ. თარიღი 24 თებერვალი, 1936(1936-02-24)
დაბ. ადგილი სოფია
გარდ. თარიღი 23 აგვისტო, 2005(2005-08-23) (69 წლის)
მოქალაქეობა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი სამედიცინო უნივერსიტეტი (სოფია)
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
ჯილდოები ორდენი "სტარა პლანინა"

ბიოგრაფია

ჩუდომირ ნაჩევი დაიბადა 1936 წლის 24 თებერვალს სოფიაში. დაამთავრა სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტი . სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, ვენაში, დიუსელდორფსა და პარიზში. იგი იყო ერთ-ერთი გამოჩენილი ბულგარელი კლინიცისტი, ასევე შინაგანი მედიცინის და კარდიოლოგიის სფეროს სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი დაავადებების პროპედევტიკის განყოფილების გამგე 1989-1999 წლებში, სამედიცინო უნივერსიტეტის კარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რესპუბლიკის მთავარი ექსპერტი შინაგანი მედიცინის მიმართულებით. 2000 წლიდან მუშაობდა შინაგანი მედიცინის კლინიკის დირექტორად წმინდა ანას სახელობის საუნივერსიტეტო მულტიდისციპლინურ საავადმყოფოში, ვიტგენშტაინის კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ვენაში.

ჩუდომირ ნაჩევმა სახელი გაითქვა ზედაპირული ვენების ქცევის შესწავლის და გულის რიტმის დარღვევის ანალიზით. ექიმმა ნაჩევმა შეიმუშავა ტექნიკა და კომპიუტერული მოწყობილობები, რომლის დანიშნულებას წარმოადგენდა გულის რეგულაციაში ღრმად შეღწევა. იგი ცნობილი გახდა, როგორც კვლევების ავტორი არტერიულ ჰიპერტენზიაში სპეციალური ტიპის ცილის როლის შესახებ, წარმოადგინა 14 ახალი სამკურნალო პრეპარატი, იყო რძის პროდუქტები მავნე დანამატების გარეშე წარმოების ახალი ტექნოლოგიების შექმნის პროცესის ლიდერი და ყველი "ზდრავეს" წარმოების ერთ-ერთი პიონერი. მუშაობდა ჰიპერტენზიოლოგიის, პათობიოქიმიის პრობლემებზე (განსაზღვრა მეტალოთიონეინის ცილების ფუნქციები), ასევე გულ-სისხლძარღვთა და ნეიროკარდიოლოგიური დაავადებების ეპიდემიოლოგიაზე.

ნაჩევი 1989-1994 წლებში იყო მედიცინის აკადემიის შინაგანი დაავადებების სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი და შინაგანი დაავადებების სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე. ბულგარეთის ჰიპერტენზიის ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე 1992 წლიდან. დიდი ბრიტანეთის ექიმთა სამეფო კოლეჯის წევრი. ბულგარეთის ეროვნული სამედიცინო აკადემიის დამფუძნებელი და მისი პრეზიდენტი 1995-2002 წლებში ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის და ბულგარეთის ჰიპერტენზიის ლიგის დახმარებით მოაწყო 100-ზე მეტი სამედიცინო სიმპოზიუმი მედიცინის სხვადასხვა სფეროში. პროფესორ რადოსლავ გაიდარსკის გადმოცემით, ექიმმა ნაჩევმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ბულგარული კარდიოლოგიის განვითარებაში თავისი კვლევითი, კლინიკური, საკონსულტაციო და სასწავლო საქმიანობით, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ სამეცნიერო ფორუმებში აქტიური მონაწილეობის წყალობით, მან მტკიცედ დაიცვა სახელი და განსაკუთრებით ბულგარული მედიცინისა და კარდიოლოგიის მიღწევები.

ჩუდომირ ნაჩევი გარდაიცვალა 2005 წლის 23 აგვისტოს ლონდონში, სადაც იმყოფებოდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. პანაშვიდი შედგა 6 სექტემბერს შვიდი წმინდანის ეკლესიასი; გამოსამშვიდობებელი ცერემონიას ესწრებოდნენ მედიცინის დარგის გამოჩენილი სპეციალისტები: პიოტრ ჩერვენიაკოვი, თოდორ სტანკუშევი, ივან ჩერნოზემსკი და რუმენ ცანევი; მხატვრები ბორისლავ სტოევი და დორა ბონევა, რეჟისორები ვილი ცანკოვი და ლუდმილ სტაიკოვი, მწერალი ანტონ დონჩევი და დირიჟორი ბორის სპასოვი.

ჩუდომირ ნაჩევის ქალიშვილი ადრიანა არქიტექტორია. ცხოვრობს ლონდონში.

Ჯილდოები

  • სტარა პლანინას I ხარისხის ორდენი (2006 წლის 23 თებერვალი, გარდაცვალების შემდგომ)
  • ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (2002)
  • საპატიო წოდება "ბულგარეთის 2004 წლის ექიმი"

ხსოვნა

2006 წლის 4 იანვარს დაარსდა აკადემიკოს ჩუდომირ ნაჩევის ფონდი, რომლის მიზანია ჩუდომირ ნაჩევის სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნება და გაძლიერება.

ჩუდომირ ნაჩევის სახელს ატარებს ქუჩა სოფიაში.

სქოლიო

Tags:

ჩუდომირ ნაჩევი ბიოგრაფიაჩუდომირ ნაჩევი Ჯილდოებიჩუდომირ ნაჩევი ხსოვნაჩუდომირ ნაჩევი სქოლიოჩუდომირ ნაჩევი1936200523 აგვისტო24 თებერვალიბულგარული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბადრი პატარკაციშვილიენერგიაგიორგი ლეონიძეირანიფობიების სიასეფსისიჰარი პოტერიკონტინენტისაღვთო რომის იმპერიაკონსტანტინოპოლის დაცემანიკა გვარამიაალუდა ქეთელაურიკანონი (ნორმატიული აქტი)ფატიმა ბუტაევაკუნილინგუსიბუღა თურქის შემოსევამარხვაევერესტიGIFყაზახეთიანემიასაქართველოს გეოგრაფიათინათინ ბოკუჩავაგლობალიზაციარუსეთის ისტორიათავისუფლება (ფილოსოფია)უცხოური აგენტების კანონინიკო ფიროსმანიდიმიტრი ყიფიანიელექტრული დენიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)გერმანიის ქალაქების სიადუნაისეტყვაილი (მცენარე)მუამარ კადაფიპოლიტიკაასლან აბაშიძესაქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობასაქართველოს კანონივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიადმინისტრაციული ორგანოსაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012გოდერძი ჩოხელიდედამიწის ატმოსფეროგიგლა ბერბიჭაშვილიმცხეთალევან ხაბეიშვილიდეჟავიუსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარერაბათის ციხეპეტრე მოციქულიჩონგურისაქართველოს სატელეფონო კოდებიესპანეთიცხოველებივიკისაწყობიკალიებიღამურაასტრიდ ლინდგრენიგურამ მაჭარაშვილიმერაბ კოსტავაფაშიზმიალეკო ელისაშვილიკაცია-ადამიანი?!ანაბაჯირამაზ ნოზაძეაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასეკულარიზმიზაფხულიორგაზმიძალაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ნაღვლის ბუშტისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაუქმე დღეები საქართველოშიწმინდა ცეცხლიმიანმარითხის რქა (ასტროლოგია)🡆 More