შუახმელეთის ისტორია (ინგლ.
სერია შედგება 12 ტომისგან, სადაც შეტანილია როგორც მკითხველისათის უკვე ნაცნობი, ასევე უცნობი მასალა - ძირითადად, პირვანდელი სახის მქონე კონცეფციები. ტომებს თან ახლავს ვრცელი კომენტარები, ანალიზი, ამა თუ იმ აბზაცის განხილვა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ სხვადასხვა ინგლისურ ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება ხელნაწერები, რომელთა შინაარსი ბევრმა არც იცის.
შუახმელეთის ისტორია The History of Middle-earth | |
---|---|
წიგნები | |
ავტორი | ჯ. რ. რ. ტოლკინი |
რედაქტორი | კრისტოფერ ტოლკინი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ეპიკური ფენტეზი ლიტერატურის ანალიზი |
გამომცემელი | George Allen & Unwin (გაერთიანებული სამეფო) |
პირველი გამოცემა | 1983 — 1996 |
მედია | მაგარი და რბილი ყდები |
სერიის პირველი ხუთი წიგნი მიმოიხილავს „სილმარილიონის“ და მასთან დაკავშირებული მოვლენების ფაქტებს. შემდეგი ოთხი წიგნი ეხება ბეჭდის ომის მოვლენებს. მეცხრე წიგნში განხილულია ნუმენორის კუნძული. მეათე და მეთერთმეტე ტომები კვლავ უბრუნდება „სილმარილიონის“ მასალას. მეთორმეტე ტომში წარმოდგენილია ინფორმაცია, თუ როგორ იქნა შედგენილი „ბეჭდების მბრძანებლის“ დამატებითი თავები.
2002 წელს აგრეთვე გამოვიდა წიგნი-სარჩევი „შუახმელეთის ისტორია: სარჩევი“.
IX ტომის შემოკლებული ვერსია აგრეთვე გამოვიდა წიგნის მესამე ეპოქის დასასრული სახით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article შუახმელეთის ისტორია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.