ქართული მითოლოგია ღმერთი

ღმერთი — ქართულ მითოლოგიაში ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს მბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის (მორიგე-ღმერთი), აგრეთვე ბუნების და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელი.

ქართული მითოლოგია ღმერთი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღმერთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის - მზექალის შუქით, შექმნა დანარჩენი ღვთაებები — ღვთისშვილნი. ღმერთი მეცხრე (მეშვიდე) ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე დაბრძანდება. იგი განაგებს სამყაროს და ადამიანთა საქმეებს და თავის ნება-სურვილს ხვთისშვილების მეშვეობით გამოთქვამს. ის ჭექა-ქუხილის და ციური ცეცხლის მფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავს მათ ყოველივე ცუდისგან. იგი ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნეა, ერთიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი თავის „ნაწილებში“, რომელთა საშუალებით ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს. ღმერთს თან ახლავს თავისი ერთგული ძაღლები (ან მგლები), რომლებსაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ღმერთი წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით. მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა-ხარია. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ბიბლიურ მამა-ღმერთთან გაიგივდა.

Tags:

მზემორიგექართული მითოლოგიაქრისტიანობაღვთისშვილნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბერძენ-სპარსელთა ომებისაქართველოს ქალაქებიქალწული (ასტროლოგია)ანგკორ-ვატიინდუსტრიული რევოლუციატუნისისაქართველო XVII საუკუნეშიგაზაფხულიჩრდილოეთი კავკასიამონღოლეთითაშმიჯაბიინტერნეტითავისუფლების ქანდაკებასიმკვრივესალომე ზურაბიშვილიეკონომიკათბილისური ეზოიმერეთიდუნაი1924 წლის აგვისტოს აჯანყებათეთნულდიგიორგი მამარდაშვილიგიორგი გოჩოლეიშვილიმიხეილ მესხის სტადიონიატლანტის ოკეანეძაღლირუსუდანისილიციუმიაბსოლუტური მონარქიაპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიაკაკი წერეთელიაღა-მაჰმად-ხანიირაკლი ღარიბაშვილისაჭმლის მომნელებელი სისტემაბიჭვინთაქვევრი (ფილმი)დინოზავრებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჯიქიფრინველებიბიზანტიის იმპერიალომიალაზანიალეგორიავიკისაწყობიგიორგი ქვილითაიაბაში-აჩუკი (ფილმი)ექსპრესიონიზმიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიევროკავშირიბაში-აჩუკიათენაჯაყოს ხიზნებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაფრანგეთიენგურის ჰიდროელექტროსადგურიენერგიათემურ ქეცბაიაკონგოალავერდიდიდგორის ბრძოლასისხლის მიმოქცევის სისტემამარტივი რიცხვიშენგენის ზონაძუძუმწოვრებიიუგოსლავიაეპილეფსიასაბერძნეთის გეოგრაფიაექვთიმე თაყაიშვილისომხური სამოციქულო ეკლესიაწმინდა ნინოზაფხულიდავით მუჯირი (უფროსი)სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიგერმანიის ქალაქების სიაიბერიაამაზონი🡆 More