ქუთაისის უნივერსიტეტი

ქუთაისის უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქუთაისში.

დაარსდა 1991 წელს, ვალერიან ქელბაქიანისა და რევაზ ლაღიძის მიერ. იგი დასავლეთ საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. 2022 წლისთვის 2 ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის და მედიცინის ფაკულტეტი ფუნქციონირებს. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია გოჩა თუთბერიძე.

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1991; 33 წლის წინ (1991)
ტიპი კერძო
რექტორი გოჩა თუთბერიძე
პრეზიდენტი ლაშა კანდელაკიშვილი
მისამართი წერეთლის ქ. 13
ქალაქი ქუთაისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი +995 (431) 23 79 79
მეტსახელი UNIK
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2]
http://unik.edu.ge/, https://unik.edu.ge/locale/ge და https://unik.edu.ge/locale/en

ისტორია

უნივერსიტეტი დაფუძნდა 1991 წელს, როგორც „ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი“. იგი დასავლეთ საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. 1992 წელს „ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი“ ეწოდა, ხოლო 2010 წელს — „ქუთაისის უნივერსიტეტი“.

ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის წევრია. 2021 წლის 29 ოქტომბრიდან არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური ასოცირებული წევრი.

უნივერსიტეტს აქვს რექტორის მიერ დამტკიცებული ლოგო, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი.

სასწავლო პროგრამები

ქუთაისის უნივერსიტეტში 2 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი და მედიცინის ფაკულტეტი, რომელთა ფარგლებში 8 საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. უნივერსიტეტში როგორც ქართული, ისე ინგლისურენოვანი პროგრამები ფუნქციონირებს.

ყველაზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი ახორციელებს. ფაკულტეტზე მოქმედებს ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“, რომელიც სხვადასხვა რეფერირებად ბაზაშია ინდექსირებული. ფაკულტეტის დეკანია თეონა გრიგოლაშვილი. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სამართლის, ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმისა და ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა.

მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებს ეფუძნება. მედიცინის ფაკულტეტის დეკანია თამარ პერტაია. ფაკულტეტს აქვს სიმულაციის ცენტრი.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრი, ბიოქიმიური და ჰისტოლოგიური, ფიზიოლოგიური და მიკრობიოლოგიური/იმუნოლოგიური ლაბორატორიები.

ორგანიზაცია და მართვა

2020 წლის 2 ივლისიდან 29 დეკემბრამდე უნივერსიტეტის რექტორი ლაშა კანდელაკიშვილი იყო. 2022 წლისთვის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძეა. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორის მოვალეობას თამარ ზარგინავა ასრულებს, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით ― ნინო ტალიაშვილი, ხოლო ხარისხის განვითარების მიმართულებით ― სოფიო ხუნდაძე.

უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოა ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო, რომელსაც რექტორი თავმჯდომარეობს.

სამეცნიერო საქმიანობა

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ გამოიცემა. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია ბიბლიოთეკა, რომლის ფონდის კატალოგი ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში, Openbiblio, არის ასახული.

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ასოციაციები

ქუთაისისი უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური ასოცირებული წევრია. საქართველოს მასშტაბით, იგი მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ასოციაციაში გაწევრიანდა. უნივერსიტეტი ინოვაციების გლობალური საუნივერსიტეტო ქსელის მუდმივი ინსტიტუტციური წევრი, Businet გლობალური ქსელისა და ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრია.

საერთაშორისო პარტნიორები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტი 15 სახელმწიფოს 27 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

ქვეყანა უნივერსიტეტი ქვეყანა უნივერსიტეტი
ქუთაისის უნივერსიტეტი  უკრაინა
  • ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი
  • ხარკივის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ზაპოროჟიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ლვივის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ხარკივის სამედიცინო აკადემია
  • ხორტიციის განათლებისა და რეაბილიტაციის ეროვნული აკადემია
ქუთაისის უნივერსიტეტი  პოლონეთი
  • ვისტულის უნივერსიტეტი
  • პოზნანის საბანკო საქმის უმაღლესი უნივერსიტეტი
  • დომბროვა-გურნიჩის საბანკო საქმის უმაღლესი უნივერსიტეტი
  • ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი
ქუთაისის უნივერსიტეტი  ბულგარეთი ქუთაისის უნივერსიტეტი  რუმინეთი
ქუთაისის უნივერსიტეტი  ლიეტუვა ქუთაისის უნივერსიტეტი  ლატვია
ქუთაისის უნივერსიტეტი  ესპანეთი ქუთაისის უნივერსიტეტი  საფრანგეთი
ქუთაისის უნივერსიტეტი  ჩეხეთი ქუთაისის უნივერსიტეტი  ხორვატია
ქუთაისის უნივერსიტეტი  ჩინეთი ქუთაისის უნივერსიტეტი  ინდონეზია
ქუთაისის უნივერსიტეტი  ავსტრია
  • ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
ქუთაისის უნივერსიტეტი  ყირგიზეთი
ქუთაისის უნივერსიტეტი  აშშ

საერთაშორისო პროექტები

ქუთაისის უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროექტებში: „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (RURD) და „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (E-PSY).

სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში შექმნილია „კონფუცის კლასი“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-2'> Kutaisi University https://unik.edu.ge/Services/68Kutaisi University.
  • ქუთაისის უნივერსიტეტის ისტორია ოფიციალურ საიტზე
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის 2018 წლის ანგარიში ka. Association of Private Universities (2018). ციტირების თარიღი: 18 March 2022[მკვდარი ბმული]
  • European University Association. EUA Welcomes 19 new members. 15 November 2021. წვდომის თარიღი: 18 მარტი, 2021.
  • შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დებულება. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik.edu.ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
  • შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დებულება. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik.edu.ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
  • საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის საქმიანობის წესი. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik.edu.ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
  • შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მმართველი საბჭოს დებულება. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik.edu.ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
  • შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik. edu. ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
  • Tags:

    ქუთაისის უნივერსიტეტი ისტორიაქუთაისის უნივერსიტეტი სასწავლო პროგრამებიქუთაისის უნივერსიტეტი ორგანიზაცია და მართვაქუთაისის უნივერსიტეტი სამეცნიერო საქმიანობაქუთაისის უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებიქუთაისის უნივერსიტეტი რესურსები ინტერნეტშიქუთაისის უნივერსიტეტი სქოლიოქუთაისის უნივერსიტეტი19912022უნივერსიტეტიქუთაისი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ძვ. წ. 329ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათორნიკე ერისთავიიაპონიის კონსტიტუციაკვადრატული კილომეტრისამებაახალქალაქირუის-ურბნისის საეკლესიო კრებაადამიანის უფლებებინორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმშვილდოსანი (ასტროლოგია)მითივანიშიშველთესლოვნებიანდერს ბერინგ ბრეივიკიალპებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდავითგარეჯაეგრისის დიდი ომიბელარუსილიპოვეციელინიზმიიასამანილურჯი ვეშაპიდუბაის საამიროჭიანჭველასებრნიტოლგვერდა სამკუთხედიხავსებიოკეანენიუებაგრატ III (საქართველოს მეფე)იოსებ სტალინიინგლისური ენაHatful of Hollowფსორიაზითბილისის ისტორიამონღოლებიევროკავშირიისრაელიკეთილშობილი ირემიეგრისის სამეფოგალაკტიონ ტაბიძემადაგასკარი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაელეონორა რუზველტისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიაშშ-ის სამოქალაქო ომიჩარლი ჩაპლინიჩინეთიოქსიდიქართვლის დედამსოფლიოს მოსახლეობანონა გაფრინდაშვილიმსოფლიო საეკლესიო კრებადემეტრე II თავდადებულიკავკასიონიზღვაზეგამტარობამთაპოსტისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაცვალებადობათა ფორმებიჰიპერბოლა (ენა)ჯვაროსნული ლაშქრობებირუსუდანიისააკ ნიუტონიარწივიქართული ფილმების სიასიურრეალიზმიკუებისპორტიდათა თუთაშხიავლადიმერ პუტინიეგვიპტის პირამიდებისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიბაყაყი🡆 More