ქვედის ტბა

ქვედის ტბა — შეგუბებული ტბა საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში.

ქვედის ტბა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვედი (მრავალმნიშვნელოვანი).

მდებარეობს მდინარე ქვედრულის ხეობაში, ზღვის დონიდან 1567 მ სიმაღლეზე. ქვედის ტბას ერთვის და შემდეგ გამოედინება მდინარე ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი — ქვედრულა. ზედაპირის ფართობი 0,09 კმ², საშუალო სიღრმე 8,2 მ, მაქსიმალური სიღრმე 14,5 მ. წყლის მოცულობა 710 000 მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 12 კმ². გამდინარეა. აუზის რელიეფი მაღალმთიანი და საშუალომთიანია. მდინარე ქვედრულის სათავეებში გვხვდება ძველი გამყინვარების კვალი. ტბის ქვაბული გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. სამხრეთ სანაპიროსთან არის ორი მცირე ყურე. აღმოსავლეთ ნაწილში ფსკერის გრუნტი ქვიშიანია, ხოლო დასავლეთ ნაწილში ლამიანი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე მინიმალურია ზამთრაში, მაქსიმალური — ივნისში. წყალი მტკნარია. გარშემო წიწვოვანი და შერეული ტყეა. ტბა გაჩნდა 1896 წელს კლდებოძალის მთის ჩამონგრევის შედეგად. ტბაში არის კალმახი.

ქვედის ტბა
კოორდინატები: 42°33′25″ ჩ. გ. 43°38′13″ ა. გ. / 42.5569639° ჩ. გ. 43.6369528° ა. გ. / 42.5569639; 43.6369528
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1567 
ფართობი 0,09 კმ²
მოცულობა 0,00071 კმ³
საშუალო სიღრმე 8,2 
მაქსიმალური სიღრმე 14,5 
აუზის ფართობი 12 კმ²
ქვედის ტბა — საქართველო
ქვედის ტბა
ქვედის ტბა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ქვედის ტბა

სქოლიო

Tags:

1896ზამთარიზღვის დონეთოვლიივნისიკალმახიკლდებოძალილამიმდინარემიწისქვეშა წყალიონის მუნიციპალიტეტირელიეფისანაპირო ხაზისაქართველოტბაქვაბულიქვედრულაქვიშაწვიმაჯეჯორა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რობერტ ლუის სტივენსონიტოტალიტარიზმილარილაშა დვალიერითროციტებიიუსტინიანე Iქისტებირუის-ურბნისის საეკლესიო კრებაშარკა ბლუევოლუციადანიაგაზაფხულისაქართველოს ისტორიაოპერამენსტრუაციაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004საქართველოს ოქროს ხანაერეკლე IIორგაზმიმეიოზირომაული ხელოვნებადედა ენაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებინაკრძალიგიორგი გოჩოლეიშვილიჭიანჭველასებრნირუსეთის იმპერიაეუჟენიო მონტალეგლობალიზაციასისხლიქუნთრუშააჭარამონღოლთა იმპერიაზედსართავი სახელილიბერალიზმიხინკალიიმერეთისპორტული უნივერსალი (ავტომობილი)გალაკტიონ ტაბიძესარაევოს ალყასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშილობოტომიაბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიალცჰაიმერის დაავადებამთავარი გვერდიკანონიერი ქურდივეფხისტყაოსანიავღანეთის ომი (2001–2021)იოჰან სებასტიან ბახისამკუთხედიკორუფციაფერნანდო მაგელანიკავკასიაფოტოსინთეზიჯო ბაიდენიმაიმუნებიბორჯომიცხოველებითევზებირუსთავიბაგრატიონებიფუტკრებიპითაგორას თეორემარუსული დამწერლობანივთიერებაკვიპროსიეგრისის დიდი ომიუილიამ შექსპირისტინგიჩეხეთიაშშ-ის სამოქალაქო ომისაქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილიიაკობ გოგებაშვილინიკეის პირველი საეკლესიო კრებანოდარ დუმბაძე🡆 More