ქართველები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქვეყანაში ჩატარებული 1999 წლის აღწერის მონაცემებით, ცხოვრობს 14 877 ქართველი.

აზერბაიჯანში ქართველთა განსახლების ძირითადი ადგილებია:

ისტორიულ ჰერეთში, საინგილოში ქართველები, ძირითადად, ცხოვრობენ შემდეგ სოფლებში:

კახის რაიონი:

ზაქათალის რაიონი:

ბელაქანის რაიონი:

სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს 6 ქართული სკოლა და ამდენივე ქართულენოვანი სწავლების სექტორი, მათ შორის: კახის რაიონში - 6 სკოლა და 1 - სექტორი; ბელაქანსა და ზაქათალაში, შესაბამისად, 1 და 4 ქართულ ენაზე სწავლების სექტორი. აღნიშნულ სკოლებსა და სექტორებზე ირიცხება 2452 მოსწავლე.

საინგილოს რეგიონში მოქმედებს ქართულენოვანი სკოლამდელი 7 დაწესებულება: კახის რაიონში - 6 და ბელაქანის რაიონში - 1.

კულტურული ცხოვრება

2001 წლიდან კახის რაიონის სოფელ კახინგილოში ფუნქციონირებს ქართული კულტურის ცენტრი.

1985 წლიდან კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ფუნქციონირებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი, რომლის რეპერტუარში არის ქართველი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები. 2004 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნულ თეატრს სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტატუსი მიენიჭა.

კახის რაიონში მოქმედებს ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "ლაზარე", ბავშვთა ქორეოგრაფიული და ქართული სიმღერის ბიჭუნათა და ქართულ საკრავების გოგონათა ჯგუფები.

ეკლესიები

კახის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 2 ქართული მოქმედი ეკლესია: კახინგილოს და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის.

რაიონის ტერიტორიაზე არის: ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის და მეშაბაშის მთავარანგელოზის სახელობის, ქოთოქლოს სამებისა და კახის ალავერდის და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები.

სათვისტომო

ქართველთა სათვისტომო ოფიციალურად დაფუძნდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია გაიარა 1999 წლის 2 აპრილს. სათვისტომო მოიცავს როგორც უშუალოდ ქ. ბაქოს, და კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონების მაცხოვრებლებს. მისი ხელმძღვანელია რაფაელ ღვალაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

კახის რაიონში მოქმედებს სათვისტომოს ფილიალი, რომლის ხელმძღვანელიცაა ვარაბიონ ბაბაჯანაშვილი.

სათვისტომოს საკონტაქტო ტელეფონებია: ქ. ბაქო - (99412) 492 53 18; კახის რაიონი - (99450) 568 08 85

ცნობილი წარმომადგენლები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ქართველები აზერბაიჯანში სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებებიქართველები აზერბაიჯანში კულტურული ცხოვრებაქართველები აზერბაიჯანში ეკლესიებიქართველები აზერბაიჯანში სათვისტომოქართველები აზერბაიჯანში ცნობილი წარმომადგენლებიქართველები აზერბაიჯანში იხილეთ აგრეთვექართველები აზერბაიჯანში რესურსები ინტერნეტშიქართველები აზერბაიჯანში1999აზერბაიჯანის რესპუბლიკაქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მყინვარწვერილევან კობიაშვილიმინერალების სიაროკ-მუსიკაგერმანიარაბათის ციხეშვედეთიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიარასამთავრობო ორგანიზაციაგაზაფხულიდიმიტრი ყიფიანისაქართველოს სამეფოლოცვა ეფრემ ასურისაალმასიტოლერანტობაბუდაპეშტიკარტოფილიანგკორ-ვატიაჭარაფემინიზმირომის იმპერიაYouTubeაშშ-ის პრეზიდენტების სიააუტიზმითერგდალეულებიქართული გვარირესპუბლიკამზეაბსოლუტური მონარქიაიუდაიზმიდემოკრატიაიეთიმ გურჯითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმილანის ედიქტიკახეთის აჯანყება (1659)მაიმუნებიქრისტეფორე კოლუმბიარაგვიამქარილიონელ მესიდედამიწის სტრუქტურაუეფა-ს თასების მფლობელთა თასინოე ჟორდანიაგიორგი XIIთვითმმართველობასაქართველოს პრეზიდენტიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)საჰარამარიხუანადედამიწარუსუდანიექვთიმე თაყაიშვილისიყვარულიენგურიკოლხეთის სამეფოკავკასიასაქართველოს ფეხბურთის ფედერაციადავით ყიფიანიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიგერმანიის ქალაქების სიარომაული ხელოვნებაიგიძუძუმწოვრებითეთნულდისლოვაკეთიჯაზიიუსტინიანე Iვარძიაანტარქტიდათავისუფლების მოედანი (თბილისი)ნიკო ფიროსმანითეიმურაზ Iნარკომანიალაშა ტალახაძეგიორგი გოჩოლეიშვილიზღვა🡆 More