ტელეფისის ბრძოლა

ტელეფისის ბრძოლა — 553 წელს ბრძოლა ეგრის-ბიზანტიისა და სასანიანთა იმპერიისს ჯარს შორის ეგრისის დიდი ომის დროს ტელეფისის ციხესთან.

552 წელს ირანელებმა დაასრულეს საომარი ოპერაციები ეგრისში და მუხირისის აღებით საბოლოოდ გამაგრდნენ ეგრისის აღმოსავლეთ ნაწილში ცხენისწყლიდან იბერიამდე. მაგრამ მათ აწუხებდათ ის, რომ ბიზანტიელებს გამაგრებული ჰქონდათ ფაზისისკენ მიმავალ გზაზე არსებული ციხესიმაგრეები როდოპოლისი, ნესოსი და ტელეფისი. ტელეფისის ციხეში გამაგრებული იყო ბიზანტიელი სარდალი მარტიანე. ირანელების მიზანი იყო ბიზანტიელთა განდევნა ამ ციხეებიდან. მათ ჯერ როდოპოლისი აიღეს და 553 წელს მიადგნენ ტელეფისს. აგათია სქოლასტიკოსის ცნობით ტელეფისის ციხე კარგად ადცულ ადგილას მდებარეობდა და ბიზანტიელებსაც ის დამატებით ჰქონდა გამაგრებული. ამიტომ ირანელების სარდალმა მერმეროემ მის ასაღებად ხერხს მიმართა: ხმა გაავრცელა თითქოს უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. ბიზანტიელებმა სიფხიზლე მოადუნეს. ირანელებმა ამით ისარგებლეს და ტელეფისის ციხე მოულოდნელად აიღეს.

ლიტერატურა

  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 687.
  • ყაუხჩიშვილი, ს. (1936). ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 311-316. 

Tags:

553ბიზანტიის იმპერიაეგრისის დიდი ომიეგრისის სამეფოსასანიანთა იმპერიატელეფისის ციხე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სფინქსიხარებაგიორგი IV ლაშანახშირორჟანგიკოლხეთის ეროვნული პარკინინი ბადურაშვილისულგუნიბიპოლარული აშლილობაჭიათურაბაში-აჩუკიქალწული (ასტროლოგია)კანადაკილოგრამიეგვიპტის პირამიდებიწიგნი სიბრძნე სიცრუისააღდგომაჰამლეტ გონაშვილიგიორგი ლეონიძემდგრადი განვითარებაბულბულიკოლხეთის დაბლობიტინიტუსიევროკავშირისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაგუმბათიანტონიმინიკოლოზ ბარათაშვილიმარინა კახიანიპელეუშგულის თემითბილისის კურორტების ჯგუფიმთაწმინდაფინეთის კულტურამუსიკაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითპანსექსუალიმთვარერუსუდანიადამიანიგერმანიაზედსართავი სახელიკვადრატიაფხაზეთის ისტორიაწითელი წიგნიგარემოს დაბინძურებასოკოებიიუპიტერიირაკლი ღარიბაშვილივინსენტ ვან გოგიმიხეილ სააკაშვილინინო სალუქვაძეჭადრაკიფოტოსინთეზისაჰარაDies Iraeოპერაქვეყნების სიამერკურიპოპ-მუსიკაბახტრიონის ბრძოლაემპათიაავსტრიამგელიჩინგიზ-ყაენიThe Beatlesსაქართველოს სოფლებიცენტნერიჯუზეპე ვერდიგიორგი ანწუხელიძექართველი მწერლების სიაკალიებიენგურის ჰიდროელექტროსადგურიფრინველებისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალივენერაგეოგრაფიაHatful of Hollowსალომე ზურაბიშვილიამერიკის შეერთებული შტატები🡆 More