აბულ ფათჰ სულთან ბაისუნქური (აზერ.
1481, თავრიზი — გ. 5 ივნისი, 1492, ბარდა ან განჯა) — აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მმართველი 1490–1492 წლებში.
სულთან ბაისუნქური | |
---|---|
Sultan Baysunqur | |
აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მე-4 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1490 |
მმართ. დასასრული: | 1492 (2 წელი) |
წინამორბედი: | სულთან იაქუბი |
მემკვიდრე: | სულთან რუსტემი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1481 |
დაბ. ადგილი: | თავრიზი |
გარდ. თარიღი: | 5 ივნისი, 1492 (11 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბარდა ან განჯა |
სრული სახელი: | აბულ ფათჰ სულთან ბაისუნქური |
დინასტია: | აყ–ყოინლუს დინასტია |
მამა: | სულთან იაქუბი |
დედა: | გევჰერ სულთან ბეგუმი |
რელიგია: | ისლამი |
ბაისუნქური დაიბადა 1481 წელს, სულთან იაქუბისა და შირვანშაჰ ფარუხ-იასარ I-ის ქალიშვილის, გევჰერ სულთან ბეგუმის ოჯახში. 1490 წლის 24 დეკემბერს, გარდაიცვალა იაქუბი და ტახტზე 9 წლის ბაისუნქური ავიდა.
მისი მცირეწლოვნების გამო, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო შაჰის ვეზირმა, ჰალილ-ხანმა და ფაქტობრივად ის მართავდა ქვეყანას.
1492 წელს, ბაისუნქურს აუჯანყდა ერთ–ერთი სახელმწიფო მოღვაწე, სულეიმან ბეი ბიჯანოღლუ. მალე, სულეიმანი და ჰალილი ერთმანეთს დაეტაკნენ. ამ ბრძოლაში ჰალილ-ხანი დამარცხდა და ბაისუნქური მალე ტახტიდან ჩამოაგდეს.
ბაისუნქურის ტახტზე ასვლიდან მალევე, მას დაუპირისპირდა მისი ბიძა, მესიჰ-მირზა, მაგრამ მესიჰი ჰალილ-ხანმა დაამარცხა და ბრძოლაშივე დაიღუპა. 1492 წელს, მესიჰ-მირზას შვილი, რუსტემი მისი მომხრეების დახმარებით, ციხიდან გამოუშვეს და დაიწყო ტახტისთვის ბრძოლა.
როდესაც ბაისუნქური ტახტიდან ჩამოაგდეს, მისი ადგილი სწორედ რუსტემმა დაიკავა. გაქცეულმა ბაისუნქურმა დახმარება სთხოვა მის ბაბუას, ფარუხ-იასარს. გზაში, როდესაც იგი დახმარების სათხოვნელად მიდიოდა, ბაისუნქურს თავს დაესხა რუსტემის არმია და გაიმართა ბრძოლა. ამ ბრძოლაში რუსტემმა გაიმარჯვა და ამავე ბრძოლაშივე დაიღუპა ბაისუნქური.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სულთან ბაისუნქური, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.