სტრუქტურული გეოლოგია

სტრუქტურული გეოლოგია — ტექტონიკის დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ქერქში ქანების განლაგების ელემენტარული სტრუქტურული ფორმების (ხშირად გეოლოგიაში მათ „სტრუქტურებს“ უწოდებენ) მორფოლოგიასა და გენეზისს (წარმოქმნის კინემატიკური და დინამიკური პირობები).

სტრუქტურული გეოლოგიის კვლევის ობიექტებს შორის განარჩევენ: პირველად, ე.ი. ქანის ჩამოყალიბების პროცესში წარმოქმნილ სტრუქტურებს; მეორეულ სტრუქტურებს, რომლებიც ძირითადად წარმოიქმნება ტექტონიკური პროცესების მოქმედებით.

პირველს განეკუთვნება: შრე, ფენა, კონსედიმენტაციური ნაპრალები, განწევრება; მეორეს: ნაოჭი, სხვადასხვა ტიპის რღვეები (ნასხლეტი, შესხლეტვა, ნაწევი და სხვ.). სტრუქტურული გეოლოგია შეისწავლის აგრეთვე მაგმური სხეულების მორფოლოგიას. ტრადიციული გეოლოგიური მეთოდების (გეოლოგიური აგეგმვა, ფაციესთა ანალიზი, მიკროსტრუქტურული ანალიზი) გარდა სტრუქტურულ გეოლოგიაში გამოიყენება აგრეთვე ქანების დეფორმაციის კვლევის ფიზიკური მეთოდები, რომლებიც ეფუძნება დრეკადობისა და პლასტიკურობის თეორიებს; სტრუქტურულ გეოლოგიაში ფართოდ დაინერგა სტრუქტურების ექსპერიმენტალური მოდელირების მეთოდი.

სტრუქტურული გეოლოგიის მონაცემებს იყენებენ პრაქტიკული გეოლოგიის (სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა და ძიება, მოქმედი სამთამადნო საწარმოების გეოლოგიური მომსახურება და სხვ.) ამოცანების გადაწყვეტის დროს.

სტრუქტურული გეოლოგია ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში ამერიკასა და კანადაში, რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში. შესწავლილ იქნა კლივაჟი და ნაოჭები; რუსეთში ამ დარგის განვითარება უკავშირდება ნიკოლოზ გოლოვკინსკის (აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ფენების წარმოქმნა), ალექსანდრე კარპინსკისა და ვლადიმერ ობრუჩევის (ალთაის, საიანისა და ურალის მადანთა ადგილმდებარეობის აგებულება) სახელებს.

დასავლეთ ევროპაში სტრუქტურულ გეოლოგიაში მუშაობდნენ მარსელ ბერტრანი და ემილ არგანი, რომლებმაც შეისწავლეს ალპების ნაოჭები და ნაწევები.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ნიკოლოზ შატსკის, ვიქტორ ხაინის, ალექსანდრე იანშინისა და ვლადიმერ ბელოუსოვის კვლევები.

იხილეთ აგრეთვე

  • სტერეოგრაფიული პროექცია

ლიტერატურა

  • გამყრელიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 585.
  • სტრუქტურული გეოლოგიის მეთოდები, თბ., 1979;
  • Ажгирей Г. Д., Структурная геология, М., 1966;
  • Белоусов В. В., Структурная геология, 2 изд., М., 1971.

Tags:

გეოლოგიადედამიწის ქერქიტექტონიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცხოველებიავსტრიაიალბუზიზმნამთაელდარის დაბლობიმილანიგნეუს პომპეუს მაგნუსისაჭმლის მომნელებელი სისტემასაქართველო IX-X საუკუნეებშიატომიგრიგოლ რობაქიძეზვიად გამსახურდიაერეკლე II-ის ოჯახისეკულარიზმიგლობალური დათბობააღმოსავლეთი საქართველობორჯომი (წყალი)თევზები (ასტროლოგია)ხმოვანიიგიილია თოფურიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიამირანი (მითოლოგია)მასონობაჰიდრავლიკაჰეკლასაქართველოს ოქროს ხანატონაიმპრესიონიზმიმტკვარიამაზონის დაბლობიპრაღაქალწული (ასტროლოგია)გიორგი ანწუხელიძექართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომსოფლიოს უდიდესი ქალაქებიატმოსფერული წნევადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიჯუზეპე ვერდიგიორგი ყარყარაშვილიანტიკური ხანაირემიჩერნობილის კატასტროფაცივი ომივერძი (ასტროლოგია)გერგეტის სამების ეკლესიაფოტოსინთეზისომხური სამოციქულო ეკლესიათხის რქა (ასტროლოგია)ფარსმან II ქველივეშაპისნაირნითორნიკე ერისთავიინსულტიმხედრიონიდისიდენტიჭიამაიასებრნიინფორმაციამორალიუილიამ შექსპირინაწლავებიწყალდიდობაპელოპონესის ომიცხრა ძმა ხერხეულიძეიულიუს კეისარიხელისუფლების დანაწილებაგაპიროვნებათავისუფლების ქანდაკებაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიპეტუნიაზვიგენებირიცხვითი სახელიმალდივის რესპუბლიკალონდონიაკაკი წერეთელიკარტოფილიკლიმატის ცვლილება🡆 More