საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტი — საქართველოს პარლამენტი, რომელიც შეიკრიბა 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
1991-1992 წლების პუტჩის შემდეგ დე ფაქტო მმართველმა ორგანომ, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ დაითხოვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და არა უგვიანეს იმავე წლის შემოდგომისა დანიშნა ახალი არჩევნები.
შედეგები ასე გადანაწილდა:
მესამე მოწვევის პარლამენტში არჩეული იყო სამეცნიერო ინტელიგენციის (ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ეკონომისტები) 72 წარმომადგენელი, 60 ინჟინერი, ხოლო 22 დეპუტატი იყო კულტურული ინტელიგენციის (კინორეჟისორები, მწერლები) წარმომადგენელი. 1 დეპუტატს ჰქონდა არასრული საშუალო განათლება. პარლამენტში 7 წარმომადგენელი ჰყავდათ ეროვნულ უმცირესობებს 2 აფხაზი (მათგან ერთი თბილისის დიდი ხნის მკვიდრი), 2 სომეხი, 2 ებრაელი და 1 ბერძენი. ქალებმა მიიღეს 12 მანდატი.
ახლადარჩეულმა პარლამენტმა პარლამენტის თავმჯდომარის და ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე აირჩია ედუარდ შევარდნაძე. პარლამენტის წევრები გადანაწილდნენ 11 ფრაქციაში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევის დეპუტატები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.