მარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (მარაგის) აღრიცხვა - საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის პროცესში მის ფლობაში არსებული მარაგების გამოყენების შედეგად სახის ცვლილებაა.

რადგანც მარაგები დროის მოკლე მონაკვეთში ინარჩუნებს თავის სახეს, მათ მოკლევადიან აქტივებად აღიარებენ.

ბუღალტრული აღრიცხვა
მარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის
საგადასახადო აღრიცხვა
მმართველობითი აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები
ორგანიზაციული ფორმები
  • ფიზიკური პირი
  • მიკრო ბიზნესი (ორგ. სამართ. ფორმა)
  • მცირე ბიზნესი (ორგ. სამართ. ფორმა)
  • ინდმეწარმე
  • იურიდიული პირი
  • ამხანაგობა
  • კს
  • შპს
  • სპს
  • სს


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ბასს 2

ბასს 2-ის მიხედვით,

მარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის 
„სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ეს ისეთი აქტივებია, რომლებიც:
  • გათვალისწინებულია გასაყიდად ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში.
  • მონაწილეობენ წარმოების პროცესში და ასევე გათვალისწინებულია გასაყიდად.
  • წარმოდგენილია ნედლეულისა და მასალების სახით და განკუთვნილია საწარმოო მოხმარებისათვის ან მომსახურეობის გასაწევად.“

ისეთი აქტივები, როგორებიცაა: მიწა, შენობა, სატრანსპორტო საშუალება და სხვა, თუ საწარმოსთვის არის ყიდვა-გაყიდვის საგანი, მაშინ მათი აღიარება ხდება, როგორც სასაქონლო-მატერიალური მარაგის.

ბასს 2-ის განმარტებით:

მარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის 
„სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეფასება ხდება მის თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით.“

ხოლო

მარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის 
„ნეტო (წმინდა) სარეალიზაციოღირებულება არის ჩვეულებრივი სამეურნეო პროცესისათვის შეფასებითი გასაყიდი ფასი, პროდუქციის დასრულებისა და გაყიდვისათვის საჭირო შეფასებითი დანახარჯების გამოკლებით.“

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება მოიცავს:

მარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის 
„მათ შეძენასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს, აგრეთვე იმ დანახარჯებს, რომლებიც გაწეულია მისი მოცემულ ადგილამდე ტრანსპორტირებასა და სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად.“

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენისას მასთან დაკავშირებული სავაჭრო ფასდათმობა და სავაჭრო დანამატი არ ჩაირთვება შეძენის დანახარჯების გაანგარიშებაში.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კლასიფიკაცია

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები იყოფა ორ ჯგუფად: საწარმოო მარაგი და სასაქონლო მარაგი.

  • საწარმოო მარაგი არის საწარმოს მიერ ნაყიდი ან დამოუკიდებლად დამზადებული ნაწარმი, რომელიც ასევე განკუთვნილია გასაყიდად. იგი მოიცავს:

ა) ნედლეული და ძირითადი მასალები (1620).

ბ) ნახევარფაბრიკატები.

გ) დამხმარე მასალები.

დ) სათბობი.

ე) სათადარიგო ნაწილები.

ვ) ტარა.

ზ) ნარჩენები.

თ) დაუმთავრებელი წარმოება (1630).

  • სასაქონლო მარაგში იგულისხმება საქონელი და მზა პროდუქცია.

საქონელი (1610) - ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობაა, რომელიც შეძენილია გასაყიდად.

მზა პროდუქცია (1640) - ისეთი მატერიალური ფასეულობაა, რომელმაც გაიარა დამუშავების ყველა სტადია, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს ან ტექნიკურ პირობებს, მიღებულია ტექნიკური კონტროლის მიერ და გამზადებულია სარეალიზაციოდ.

ბუღალტრული გატარებები

ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოიყენება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ორი მეთდი:

  • უწყვეტი მეთოდი - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თითოეული მოძრაობა მკაცრად აღირიცხება.
  • პერიოდული მეთოდი - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ცვლილებები დგინდება ინვენტარიზაციათაშორისი სხვაობით. წარმოქმნილი სხვაობა ან კრედიტდება 7185 ან დებეტდება 7290 სასაქონლო-მატერიალური მარაგის კორექტირების ანგარიშზე.
უწყვეტი აღრიცხვის მეთოდი პერიოდული აღრიცხვის მეთოდი შინაარსი
დ. 1610 - საქონელი
      კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
დ. 7210 - გაყიდული/შეძენილი საქონელი
      კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
საქონლის შეძენა
დ. 1620 - ნედლეული და მასალები
      კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
დ. 7110 - ძირითადი მასალების დანახარჯები/შეძენა
      კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
ძირითადი მასალების შეძენა
დ. 1690 - სხვა სასაქონლო-მატერიალური მარაგი
      კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
დ. 7140 - დამხმარე მასალების დანახარჯები/შეძენა
      კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
დამხმარე მასალების შეძენა
დ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
      კ. 1610 - საქონელი
დ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
      კ. 7220 - შეძენილი საქონელის უკან დაბრუნება და ფასდათმობა
მომწოდებლისათვის საქონელის უკან დაბრუნება
დ. 6120 - გაყიდული საქონელის დაბრუნება და ფასდათმობა
      კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან

დ. 1610 - საქონელი

      კ. 7210 - რეალიზებული საქონლის თვითღირებულება
დ. 6120 - გაყიდული საქონელის დაბრუნება და ფასდათმობა
      კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან
გაყიდული საქონელის უკან დაბრუნება

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გადაფასება უწყვეტი აღრიცხვისას

წარმოების დროს როდესაც სახეზე გვაქვს უკვე წამოებული მზა პროდუქცია, იმ შემთხვევაში თუ მზა პროდუქციის გასაყიდი ფასი დაბალია მის თვითღირებულებასთან მაშინ:

მარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის 
„"ნედლეული და სხვა დამხმარე მასალები", რომლებიც განკუთვნილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწარმოებლად, არ შეიძლება ჩამოიწეროს თვითღირებულებაზე დაბლა, თუ მოსალოდნელია, რომ მათი მონაწილეობით წარმოებული მზა პროდუქცია გაიყიდება თვითღირებულების შესაბამის ან თვითღირებულებაზე მაღალ ფასში.“
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოფასება:
    დ. 8290 - სხვა არასაოპერაციო ხარჯები
      კ. 1600 - სასაქონლო-მატერიალური მარაგი
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აფასება:
    დ. 1600 - სასაქონლო-მატერიალური მარაგი
      კ. 8190 - სხვა არასაოპერაციო შემოსავალი

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • "მთავარი ბუღალტერი". №1, 2007 წ.
  • "ბუღალტრული აღიცხვა" ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი. 2008 წ.
  • "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება" რ. ძაძამია. თბილისი. 2008

Tags:

მარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ბასს 2მარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კლასიფიკაციამარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ბუღალტრული გატარებებიმარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გადაფასება უწყვეტი აღრიცხვისასმარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის იხილეთ აგრეთვემარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ლიტერატურამარაგის აღრიცხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მონღოლეთისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიპი (რიცხვი)სპილოსებრნიიუსტინიანე Iსოკოებიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიოპერაფოთოლითბილისის ბოტანიკური ბაღიპეტრე ჩაიკოვსკისაფრანგეთიფილების ტექტონიკაჯიქიაფრიკის ქვეყნების სიახვიჩა კვარაცხელიალიონელ მესიზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024გიორგი მიქაუტაძეჯაბა კანკავასაქართველოს დაცული ტერიტორიებიკარტოფილიაქლემინიუ-იორკისაქართველოს სსრ წითელი წიგნისაქართველოს დამოუკიდებლობის დღელურჯი ვეშაპიძალალითოსფერომონღოლთა ბატონობა საქართველოშიაბსოლუტური მონარქიაჰემანგიომასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაგვირილაიმპრესიონიზმიგიორგი წიტაიშვილილიმფოციტებიუქმე დღეები საქართველოშიხახულიტაო-კლარჯეთიმონაკოანა კალანდაძელადო გუდიაშვილისაათი (ერთეული)მტირალას ეროვნული პარკისაქართველოს წითელი ნუსხაუდაბნოვიტალი დარასელიამთვარეძუძუმწოვრებიერეკლე IIინგლისის რევოლუციაეუჟენიო მონტალეკახეთიამაზონიგიორგი III (საქართველოს მეფე)არასამთავრობო ორგანიზაციააფხაზეთის ომი (1992-1993)კავკასიააკაკი წერეთელიინსულტითორნიკე ერისთავიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004დავით VI ნარინიქეთევან დედოფალიროკ-მუსიკაბარსელონახელისუფლების დანაწილებაალავერდიპენალტი (ფეხბურთი)ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიყვავილისამხრეთი კორეასიურრეალიზმიშუშანიკის წამება🡆 More