ოლივია კოლმანი

სარა კაროლინა კოლმანი (ინგლ.

30 იანვარი, 1974) — ინგლისელი მსახიობი. დაჯილდოვებულია ბევრი პრიზით, მათ შორის არის: აკადემიური პრიზები, ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდოები, 3 ოქროს გლობუსი, 4 ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინო პრემია და სხვა.

ოლივია კოლმანი
ოლივია კოლმანი
კოლმანი 2014 წელს.
დაბადების სახელი სარა კაროლინა კოლმანი
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1974 (1974-01-30) (50 წლის)
ნორფოლკი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
განათლება ბრისტოლის ძველი ვიკის თეატრალური სკოლა
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ედ სინკლერი
 (იქ. 2001)
შვილ(ებ)ი 3

მსახიობობა შეისწავლა „ბრისტოლის ძველი ვიკის თეატრის სკოლაში“. კარიერა დაიწყო ტელევიზიაში მუშაობით. მისი კარიერული მიღწევა დაკავშირებულია ბრიტანულ კომედიურ სიტკომთან, „პიპ შოუ“ (2003-2015). მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა კომედიურ სერიალებშიც, მათ შორისაა: ბრიტანული სიტკომი, „მწვანე ფრთა“ (2004-2006), ბრიტანული კომედიური სერიალი, „ლამაზი ხალხი“, სატელევიზიო სიტკომი, „Rev.“ (2010-2014), „ყვავილები“ (2016-2018), ბრიტანული შავი კომედია „ფლიბეგი“ (2016-2019). „ოცი-თორმეტი“-ში შესრულებული როლისთვის, კოლმანი დაჯილდოვდა ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო პრემიით, ქალის საუკეთესო კომედიური როლის შესრულებისთვის.

2013 წლიდან 2017 წლამდე, მონაწილეობას იღებდა ITV-ს კრიმინალურ დრამაში, „ბროდჩერჩი“, რომლისთვისაც მას მიენიჭა ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდო. იგი ასევე თამაშობდა სიუზენ ბიერის თრილერში, „ღამის ადმინისტრატორი“. ამ როლის შესრულებისთვის მას მიენიჭა ოქროს გლობუსი საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლისთვის. 2019-2020 წლებში დედოფალი ელისაბედ მეორე განასახიერა Netflix-ს ისტორიულ დრამაში, „გვირგვინი“. ამ როლის თამაშისთვის იგი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით.

მეორეხარისხოვანი როლები ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა: კომედია „ვითომ მაგარი პოლიციელები“ (2007), ბიოგრაფიული დრამა „რკინის ლედი“ (2011), ისტორიული კომედიური დრამა „ჰაიდ პარკი ჰუდზონზე“ (2012), „ლობსტერი“ (2015), თრილერი „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ (2017). ხოლო მთავარი როლები ნათამაშები აქვს შემდეგ ფილმებში: დრამა „ტირანოზავრი“ (2011), „ფავორიტი“ (2018) და 2020 წლის დრამა, „მამა“. „ფავორიტში“ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ენის განსახიერებისთვის, კოლმანი დაჯილდოვდა ოსკარის ჯილდოთი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

ადრეული ცხოვრება

ინგლისელი მსახიობი სარა კაროლინა კოლმანი დაიბადა 1974 წლის 30 იანვარს, ნორვიჩში, ინგლისში. ნორფოლკში დაამთავრა „ნორვიჩის გოგონების საშუალო სკოლა“. სწავლა დაიწყო ჰომერტონის კოლეჯში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1990 წელს დაამთავრა „ბრისტოლის ძველი ვიკის თეატრის სკოლა“. კემბრიჯში სწავლის დროს, კოლმანი შეხვდა მომავალ სამსახიობო პარტნიორებს, ბრიტანელ კომიკოსსა და მსახიობს დევიდ მიტჩელს და ინგლისელ მსახიობს და მწერალს, რობერტ ვებს.

კარიერა

ოლივია კოლმანმა პროფესიული სამსახიობო კარიერა 26 წლის ასაკში დაიწყო. 2000 წელს BBC2-ის კომედიურ სკეტჩში, „Bruiser“-ში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ, გამოჩნდა BBC-ს ITV-ს და Channel 4-ის ისეთ სატელიზიო სერიალებში, როგორიცაა: „ჩვენი მსგავსი ხალხი“, „მიმოიხედე შენს გარშემო“, „ბლექის წიგნის მაღაზია“, „ოფისი“, „შენი ცხოვრების დრო“ და სხვა.

კოლმანი რეგულარულად იღებდა მონაწილეობას BBC Radio 4-ის კომედიებში: „ბეტონის ძროხა“, „იფიქრე დაუფიქრებლად“, „მილტონ ჯოუნზის სახლი“ და სხვა. სხვა პროექტებში მას უმუშავია დევიდ მიტჩელთან და რობერტ ვებთან ერთად. 2003 წელს სოფიას როლი ითამაშა Channel 4-ის კომედიაში, „პიპ შოუ“. 2004 წლიდან 2006 წლამდე მონაწილეობას იღებდა ბრიტანულ სიტკომში, „მწვანე ფრთები“. 2006 წელს ჯოანა რობერტსი განასახიერა რომანტიკულ კომედიაში, „კონფეტი“. მოგვიანებით, კოლმანმა ეს როლი აღწერა, როგორც: „ჩემი ცხოვრების საშინელი გამოცდილება. 2007 წელს ელისის როლი ითამაშა კომედიაში, „გაიზარდე შენით. ხოლო, დორის ტეტჩერის როლი განასახიერა კომედიაში, „ვითომ მაგარი პოლიციელები“. მთავარი როლი ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში, „Dog Altogether“. 2008 წელს კოლმანი გამოჩნდა BBC-ს სიტკომში, „ლამაზი ხალხი“. ბრიტანული თინეიჯერული სერიალის, „მოზარდების“ ერთ-ერთ ეპიზოდში განასახიერა პერსონაჟი ნაომის, დედის როლი.

პირადი ცხოვრება

1990-იან წლებში, ერთ-ერთ პროექტზე მუშაობის დროს, კოლმანი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ედ სინკლერს, რომელიც იმ დროს სამართლის მესამე კურსის სტუდენტი იყო. წყვილი დაქორწინდა 2001 წელს. ჰყავთ სამი შვილი და ცხოვრობენ სამხრეთ ლონდონში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ოლივია კოლმანი ადრეული ცხოვრებაოლივია კოლმანი კარიერაოლივია კოლმანი პირადი ცხოვრებაოლივია კოლმანი რესურსები ინტერნეტშიოლივია კოლმანი სქოლიოოლივია კოლმანი197430 იანვარიინგლისელიინგლისური ენაოსკარიოქროს გლობუსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მთავარი გვერდიბიზანტიის იმპერიაევროკავშირიადამიანირიონიპითაგორას თეორემაგერმანიის ქალაქების სიააფხაზეთის ომი (1992-1993)კონგოსომხური სამოციქულო ეკლესიაქართველებითბოგამტარობასაჭმლის მომნელებელი სისტემასახელმწიფოთბილისის ფუნიკულიორიკვადრატული მეტრიბაიკალირომის დაარსებატაჯიკეთიდონ კიხოტიემინემირელიგიაძირითადი საშუალებებიძაღლიჩარლი ჩაპლინივერის უბნის მელოდიებიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიანჩისხატიტირანიადეციმეტრითევზები (ასტროლოგია)იტალიაზაგრებიცენტრალური სტადიონი (თბილისი)ბიპოლარული აშლილობანაპოლეონ ბონაპარტისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაპაბლო პიკასობორის პაიჭაძეთამაშგარეერეკლე IIირლანდიაალცჰაიმერის დაავადებათევდორე კველთელირუსეთის იმპერიაგიორგი ცაბაძეავსტრიანახშირბადილუდვიგ ვან ბეთჰოვენიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1960სიტყვაესპანეთიმიხეილ ხერგიანიქრისტიანობაჰერაკლემოსკოვიფოლკლორიარაბობა საქართველოშიისლანდიაბრაზილიაშიდსიმღრღნელებითემურლენგიენერგიაჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითისრაელიტროპიკული სარტყლებიალკოჰოლური სასმელიქრომოსომამილიმეტრიინდუსტრიული რევოლუციაკილოგრამიცილებისაქართველოს ბრძოლების სია🡆 More