მთის ფაუნა

მთის ფაუნა — ცხოველთა ერთობლიობა, რომელიც მთამაღალზე მოსახლეობს.

მთის ფაუნის ჩამოყალიბებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გამყინვარების პერიოდში ჰავის ცვალებადობას. აცივების დროს სიცივის მოყვარული ცხოველები იჭრებოდნენ სამხრეთში, ხოლო კლიმატის გათბობისთანავე ნაწილი მთებზე სახლდებოდა, ნაწილი კი ისევ ჩრდილოეთისკენ იხევდა. ამით აიხსნება, რომ ზოგი ჩრდილოეთი ევროპული ცხოველი ეთიოპიის მთებში გვხვდება, ხოლო ციმბირული სახეობების მსგავსი ფორმები კი — კუნძულ იავაზე და ა. შ. საქართველოში მთის ფაუნა კარგადაა წარმოდგენილი კავკასიონის მთამაღალზე და ალაგ-ალაგ — მცირე კავკასიონზე; ესენია ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, პრომეთეს მემინდვრია, თოვლა მემინდვრია, შურთხი, მაღრანი, ალპური ჭვინტა, მთის ტოროლა, რქოსანი ტოროლა, მთის მწყერჩიტა, ბატკანძერი, ორბი, სვავი, მთის არწივი, შავარდენი. ამავე ადგილს აღწევენ კავკასიური გრძელკუდა კბილთეთრა, დიდი ცხვირნალა, ყურდიდა მღამიობი, გუდაურის მემინდვრია, მელა, მგელი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა, კაკაბი, მებორნე, შავულა და სხვა ცხოველი. ქვეწარმავლებიდან მთამაღალს აღწევს გველისა და ხვლიკის ზოგიერთი სახეობა. ამავე ადგილების მდინარეებში იცის კალმახი. მთამაღალზე ბევრია ნაირგვარი მწერი, ზოგიერთი მოლუსკი და სხვა.

ლიტერატურა

Tags:

არჩვიბატკანძერიგველებიგუდაურის მემინდვრიადედოფალაეთიოპიათეთრყელა კვერნათოვლა მემინდვრიაიავაკავკასიონიკაკაბიკალმახიმაღრანიმგელიმებორნემელამთის არწივინიამორიორბიპრომეთეს მემინდვრიასაქართველოსვავიქვეწარმავლებიშავარდენიშავულაშურთხიციმბირიცხოველებიხვლიკისნაირნიჯიხვი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რამადანიჰაერის დაბინძურებალუვრისიგნალ იდუნა პარკინეიტროფილებიკალათბურთიშუა საუკუნეებისაქართველოს ბუნების ძეგლებიალეგორიათურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგიორგი ქვილითაიასილიციუმირკინადემეტრე II თავდადებულიერეკლე IIცენტრალური სტადიონი (თბილისი)თუშეთიქართველებიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდუბაიქართული ვაზის ჯიშებიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიდეციმეტრიმთის არწივისასანიანთა იმპერიავაკო ყაზაიშვილიაიდა (ოპერა)შალკე 04 (საფეხბურთო კლუბი)საფრანგეთიდავით VI ნარინიალბანეთისახელმწიფოსამცხე-ჯავახეთის მხარეავსტრალიაბერლინის ხელშეკრულება (1878)მთვარემთლიანი შიდა პროდუქტიჩემი ცოლის დაქალები1924 წლის აგვისტოს აჯანყებაეკოსისტემათბილისის ისტორიაემპათიააფხაზებისერბეთიამფიბიებივენდეტანარკოტიკიმერკურიირაკლი ღარიბაშვილინიკარაგუამენისკიდიმიტრი ყიფიანივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალილევან კობიაშვილიისლანდიანარიყალალოცვა ეფრემ ასურისავიკისაწყობირუსეთ-საქართველოს ომი (2008)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიმინერალებისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაგიორგი სააკაძეთორნიკე ერისთავივაჟა აზარაშვილიაბრეშუმის დიდი გზამგელიდემოკრატიაპლანეტაევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981კრიშტიანუ რონალდუამაზონიბელგიამეორე მსოფლიო ომი9 აპრილის ტრაგედიააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიამთავარი გვერდი🡆 More