მესხური მწვანე

მესხური მწვანე — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

მესხური მწვანე გავრცელებულია სოფ. აწყურის და სოფ. გურკელის მიდამოებში. მესხური მწვანე განსხვავდება გორული და კახური მწვანისგან მტევნის სიდიდით, ფორმით, მარცვლის სიმსხოთი, ფოთლის აგებულებით, შეფერვითა და გემოთი.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამნაკვთიანი, მომრგვალო, ოდნავ გულისმაგვარი ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე ოდნავაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი კონუსურია, გვხვდება ცილინდრული ფორმისაც, მკვრივი ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მომწვანო-მოყვითალო შეფერვის, სქელკანიანი. მარცვალზე ცვილი სუსტადაა გამოხატული. წვნიანია, ნაკლებ რბილობიანი, მომჟავო-მოტკბო გემოთი.

მესხური მწვანე საშუალოზე ძლიერი ზრდით ხასიათდება და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 170-180 დღემდეა. ყურძნის შეთვალება იწყება 15 სექტემბრიდან და სრულ სიმწიფეში 15-20 ოქტომბრამდე შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9 გ/ლ-ს.

მესხური მწვანესგან მიიღება ნაკლებ ალკოპოლიანი სუფრის თეთრი ღვინო და საკუპაჟე მასალა ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 238

Tags:

მესხეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლეიკოციტებითუშეთიენგურიოლიმპიური თამაშებიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაიაპონიის კონსტიტუციამერწყულიირანის ისტორიაისლამინინო სალუქვაძეტაიგაგელათის მონასტერიახალი ზელანდიაილონ მასკისაქართველოს პრეზიდენტიბაგრატ III (საქართველოს მეფე)თავისუფლების დიდი ქარტიაგიორგი IV ლაშამსოფლიოს უდიდესი ქალაქებისაქართველოს მთებიომირომის დაარსებაკურდღელიგურამ დოჩანაშვილიაფხაზეთიკახეთის აჯანყება (1659)თელავიბუღა თურქის შემოსევათავისუფლება (ფილოსოფია)აქილევსირუსეთის იმპერიაალავერდიიერუსალიმის სამეფოსაქართველოს ფრინველთა სიახენილოსიორალური სექსიმოლდოვაალექსანდრე იოსელიანიერთა ლიგაადიშის ოთხთავიბაში-აჩუკიზვავიგოგირდიმიტოზითავისუფლების მოედანი (თბილისი)სამებაარასამთავრობო ორგანიზაციაფსიქოლოგიაედუარდ შევარდნაძევატიკანიარისტოტელეტყედალი (მითოლოგია)ამერიკის შეერთებული შტატებიიეთიმ გურჯითეთნულდიჭიანჭველასებრნიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმირადიაციაძველი ეგვიპტევიქტორ დოლიძეთბოგამტარობაემპათიასოლომონ Iზურაბ ზვიადაურისინგაპურიპარხლის I ოთხთავიარსებითი სახელიავსტრალიაკაპიტალიზმიალმასიდედამიწის დღეჯვაროსნული ლაშქრობებიგიორგი ლეონიძე🡆 More