მარტივი ნივთიერება — ნივთიერება, რომელიც შედგება ერთი ქიმიური ელემენტის ატომებისაგან.
ჟანგბადი, წყალბადი, რკინა, გოგირდი მარტივი ნივთიერებებია.
მარტივი ნივთიერებები იყოფიან ლითონებად და არალითონებად.
მკვეთრი ზღვარი ლითონებსა და არალითონებს შორის არ არის. ზოგი არალითონი ამჟღავნებს ლითონის თვისებებს, ხოლო ლითონები — არალითონების. მაგალითად, გრაფიტი ატარებს ელექტრო დენს, ხოლო სტიბიუმი — მეტად მყიფე ლითონია.
მარტივი ნივთიერებები — ლითონები და არალითონები — ეს არის ელემენტების თავისუფალ მდგომარეობაში არსებობის ფორმა. უმრავლეს შემთხვევაში მარტივ ნივთიერებებს იგივე სახელი აქვთ რაც ქიმიურ ელემენტებს. ასე მაგალითად მარტივ ნივთიერებას ქლორს ქმნის ქიმიური ელემენტი ქლორი და მარტივ ნივთიერებას მაგნიუმს ქმნის ქიმიური ელემენტი — მაგნიუმი. მაგრამ საჭიროა განისხვავოს ერთმანეთისაგან მარტივი ნივთიერება და ქიმიური ელემენტი, არ შეიძლება ქიმიური ელემენტის თვისებები მიეწეროს მარტივ ნივთიერებას. თუ კი საუბარია მაგალითად ქლორზე როგორც მოყვითალო-მომწვანო აირზე ჩვეულებრივ პირობებში, რომელიც იხსნება წყალში და აქვს მკვეთრი სუნი არის — მარტივი ნივთიერება. ხოლო როცა საუბარია ქლორზე რომელიც მარილმჟავას ან რომელიმე რთული ნივთიერების შემადგენლობაში შედის, ეს არის ქლორი — როგორც ქიმიური ელემენტი.
ერთი და იგივე ქიმიერ ელემენტს უმეტესწილად შეუძლია შექმნას მარტივი ნივთიერების რამდენიმე ტიპი (ალოტროპია) რომლებსაც ალოტროპული მოდიფიკაცია ეწოდება.
ალოტროპიის მოვლენა შეიძლება აიხსნას აღებული ელემენტის მოლეკულათა სხვა და სხვა შემადგენლობით ან მოლეკულების (ატომების) სხვადასხვაგვარი აღნაგობით კრისტალებში (ფორმის ალოტროპია). ელემენტის უნარი შექმნას ალოტროპული მოდიფიკაცია გამოწვეულია ატომის აღნაგობით, რასაც განსაზღვრავს ქიმიური კავშირების ტიპები, მოლეკულათა და კრისტალების აღნაგობით
აღსანიშნავია რომ ატომის, ქიმიური ელემენტის და მარტივი ნივთიერების ცნებების არევა არაა მიზანშეწონილი. ატომი — არის კონკრეტული ცნება, რადგან ატომები არსებობენ რეალურად. ქიმიური ელემენტი — ეს არის კრებადი ცნება, აბსტრაქტული ცნება; ბუნებაში ქიმიური ელემენტი არსებობენ თავისუფალ ან ქიმიური ბმულებით დაკავშირებულ ატომებად, ანუ მარტივ და რთულ ნივთიერებებად.
ასევე საჭიროა განისხვავოს მარტივი ნივთიერების თვისებები (დამახასიათებლები) (ნაწილაკთა ერთობლიობა) და ქიმიური ელემენტის თვისებებს (მახასიათებლები) (გარკვეული ტიპის იზოლირებული ატომები):
ქიმიური ელემენტების და მარტივი ნივთიერებების შედარებითი დახასიათება
|
ქიმიური ელემენტისა და შესაბამისი მარტივი ნივთიერების სახელები ხშირად ემთხვევა. მაგრამ არის გამონაკლისები მაგალითად ჟანგბადის ალოტროპული მოდიფიკაციის სახელებია — ჟანგბადი (დიჟანგბადი O2) და ოზონი; ნახშირბადის — ალმასი, გრაფიტი, კარბინი, ფულერენი.
ყოველ ქიმიურ ელემენტს აქვს თავისი პირობითი ნიშანი — ქიმიური ნიშანი (სიმბოლო). მაგრამ O არის მხოლოდ ელემენტის ჟანგბადის ნიშანი, ხოლო ნივთიერებას ჟანგბადს აქვს ფორმულა — O2
This article uses material from the Wikipedia ქართული article მარტივი ნივთიერება, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.