მალოლოსი (ოფიციალურად ქალაქი მალოლოსი; ტაგ: Lungsod ng Malolos) — მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და ბულაკანის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში.
2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 252 074 ადამიანს შეადგენს. მალოლოსი პროვინციული დედაქალაქია და შესაბამისად, ქალაქში პროვინციული მთავრობის რეზიდენციაა განთავსებული.
მალოლოსი | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
შიდა დაყოფა | Look 1st | ||
კოორდინატები | 14°50′37″ ჩ. გ. 120°48′41″ ა. გ. / 14.84361° ჩ. გ. 120.81139° ა. გ. | ||
ფართობი | 67.25 კმ² | ||
მოსახლეობა | 261 189 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 44 | ||
საფოსტო ინდექსი | 3000 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.maloloscity.gov.ph/ | ||
| |||
მალოლოსი მანილიდან 45 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი კუნძულ ლუსონზე ბულაკანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ცენტრალური ლუსონის რეგიონში (III რეგიონი) მდებარეობს.
1898 წელს მანოლოსში, ბარასოაინის ეკლესიაში საკონსტიტუციო კრება შეიკრიბა, რის შემდეგაც მალოლოსის კონვენცია მიიღეს, რომლის საფუძველზეც ფილიპინების პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ამ დროს მალოლოსის საკათედრო ტაძარი საპრეზიდენტო სასახლის ფუნქციასაც ასრულებდა.
1571 წლის 14 ნოემბერს მარტინ დე გოიტიმ მალოლოსსა და კალუმპიტს მიაღწია, რის შესახებაც მიგელ ლოპეს დე ლეგასპის აცნობა. გენერალ-გუბერნატორის გადაწყვეტილებით კალუმპიტსა და მალოლოსს ენკომიენდის სტატუსი მიენიჭათ და მათ მმართველებად სენრჟანტი ხუან მორონი (ზოგიერთ დოკუმენტში მორონესი) და დონ მარკოს დე ჰერერა დაინიშნენ. ისინი იმ პირველ კონკისტადორებს შორის იყვნენ, რომლებიც ლეგასპისთან ერთად 1565 წელს ჩავიდნენ ფილიპინებში.
1572 წლის 5 აპრილს მალოლოსისა და კალუმპიდის ენკომიენდები გაერთიანდა და მორონისა და ჰერერის მიერ იმართებოდა. იმავე წელს Alcadia de Calumpit ჩამოყალიბდა, რომელიც მაკაბებეს, კანდაბისა და აპალიტის ტერიტორიებსა და მეიტოს, პანდუკოტის, მეისულაოსა და მალოლოსის დასახლებებსაც მოიცავდა. 1575 წლის 28 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორის, ფრანსისკო სანდეს გადაწყვეტილებით კალუმპიტის შემადგენლობაში ჰაგონოიც შევიდა.
მალოლოსი ისტორიული ადგილია. 1898 წელს სწორედ აქ მოეწერა ხელი საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ფილიპინების პირველი რესპულიკა, აზიაში პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომლის მეთაურიც ემილიო აგინალდო გახდა. 1898-1899 წლებში მალოლოსი ქვეყნის დედაქალაქი იყო. 1899 წელს, მალოლოსის კონსტიტუციის რატიფიცირების შემდეგ მალოლოსში ფილიპინების სამეცნიერო ლიტერატურული უნივერსიტეტი დაარსდა. 1898 წლის 25 ოქტომბერს მალოლოსში სამხედრო აკადემია (ფილიპინებში პირველი სამხედრო სკოლა) გაიხსნა.
მალოლოსის ბრძოლის (1899) შემდეგ ამერიკული შეიარაღებული ძალების გამარჯვების შემდეგ ქვეყნის დედაქალაქად კვლავ მანილა გამოცხადდა. 1901 წლის 27 თებერვალს ფილიპინების კომისიის მიერ 88-ე საჯარო კანონის მიღების შემდეგ დედაქალაქი ოფიციალურად გადავიდა მანილაში. მალოლოსი ბულაკანის პროვინციის დედაქალაქად გამოცხადდა.
1998 წლის 30 ივნისს მალოლოსში პრეზიდენტ ჯოზეფ ესტრადას ინაუგურაცია გაიმართა. პრეზიდენტის ნამდვილი გვარი ეჯერსიტოა, რაც ეჯერსიტოების შთამომავლობაზე მიუთითებს, რომლებიც მალოლოსის ადგილობრივი მკვიდრები იყვნენ.
მალოლოსი ქალაქად 1999 წლის 4 ნოემბერს, 8754-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ გამოცხადდა. 1999 წლის 18 თებერვალს გამართული პლებისციტის შემდეგ მოსახლეობამ ქალაქის სტატუსის მიღებას მხარი არ დაუჭირა, რასაც ქალაქად გამოცხადების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებებიც მოჰყვა. კონგრესის წევრებმა: ვილჰელმინო ალვარადომ და მაიორმა როქემ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა, რათა პლებისციტის შედეგები გადაეხედათ. საარჩევნო კომისიამ ხმები ხელახლა გადათვალა და აღმოაჩინა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქის სტატუსი მიღებას ემხრობოდა.
2008 წლის 28-30 ივლისს ქალაქმა ფილიპინურ-ესპანური ურთიერტობების პირველ ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის თემა იყო: „ფილიპინურ-ესპანური ურთიერთობები: საერთო ისტორიისა და კულტურის გაზიარება“.
მალოლოსის ჩრდილო-დასავლეთით კალუმპიტის მუნიციპალიტეტი მდებარეობს, ჩრდილოეთით — პლარიდელი, აღმოსავლეთით — გიგინტო, დასავლეთით — პაომბონგ, ხოლო სამხრეთით — მანილის ყურე.
კორონას კლიმატური კლასიფიკაციით მალოლოსი I ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, რომელშიც მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრადაა გამოხატული. წვიმების სეზონი ივნისიდან ნოემბრამდე, ხოლო მშრალი სეზონი დეკმებრიდან მაისამდე გრძელდება. ოქტომბრიდან იანვრამდე ქალაქში ჩრდილო-დასავლეთის მუსონები ქრის, თებერვლიდან აპრილამდე კი აღმოსავლეთის ქარები, თუმცა მათ სიერა-მადრეს მთები ეღობება, რის გამოც თავისუფალ ცირკულაციაში ხელს უშლის და ამ პერიოდში ქალაქში ნალექები თითქმის არ შეინიშნება. სამხრეთ-დასავლეთის მუსონები მაისიდან სექტემბრამდე ქრის. ძლიერ ქარებთან ერთად პროვინციაში ნალექების უხვი რაოდენობა ფიქსირდება.
მალოლოსი 51 ბარანგაიდ იყოფა. მათი საერთო ფართობი 7 725 ჰექტარია და სასოფლო-სამეურნეო, კომერციული,ინდუსტრიული დანიშნულების მიწებს, საცხოვრებელ სივრცეებს, მდინარეთა აუზებს, სათევზაო გუბურებსა, მარშებსა და გზებს მოიცავს. ბარანგაების დასახლებების ნაწილი ფილიპინური ხეების სახელწოდებებს შეესაბამება, ხოლო ნაწილს მფარველი წმინდანების სახელები ჰქვიათ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მალოლოსი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.