ლეჩხუმური დიალექტი

ლეჩხუმური დიალექტი — ქართული ენის დიალეტი, საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხის — ლეჩხუმის — მცხოვრებთა მეტყველება.

ლეჩხუმური დიალექტი კილოკავურად ერთიანია და თუ რაიმე დიფერენციაცია შეიმჩნევა, ეს აიხსნება მომიჯნავე კილოთა თუ ენათა გავლენით. მომიჯნავე კილოები რაჭული და იმერულია, მომიჯნავე ენები — სვანური და ზანური.

ლეჩხუმურ დიალექტში დასტურდება , უ̂', . ჲ გვხვდება: ა) დაბოლოების მქონე სახელებთან ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში: ბიცოლეს, ბიცოლეთ; ბ) კონტამინირებულ ფორმებთან სახელობით ბრუნვაში: დედა || დედე დედაე; უ̂ დასტურდება: ა) თანხმოვნის მომდევნო ხმოვნის წინ: ყუუ̂ ა; ხმოვნის მომდევნოდ თანხმოვნის წინ: ბეუუ̂ რი; ჷ დამოწმებულია მავრცობი - ხმოვნის პოზიციაში: კაცსე || კაცს; სპორადულად ისმის გრძელი ხმოვანი, მიღებული ორი ხმოვნის შერწყმით: მერე → მეე → მე.

ლეჩხუმურ დიალექტში ფართოდაა წარმოდგენილი ფონეტიკიური მოვლენები; აეეე: ბიძაები → ბიძეები; ოეეე: ჩამოეკიდა → ჩამეეკიდა; აი, ოიეი: ბიცოლაჲ → ბიცოლეი → ბიცოლე; აუოუ: შინაური → შინოური; ეუოუ: აპეური → აპოური და სხვა.; ვე ფართოდაა გავრცელებული ყველა პოზიციაში: სჩვევია → სჩოვია; თავკიდური ხმოვნის წინ ვითარდება || უ̂' : ორი → ორი.

გვხვდება თანხმოვანთა როგორც რეგრესული (საევს → საფსე), ასევე პროგრესული (წახდება → წახთება) ასიმილაციის შემთხვევები; თანხმოვანთა დისიმილაცია (არაფერი → არაფელი, სულელი → სუნელი). ხშირია ბგერათა დაკარგვა და ჩართვა (ხშირად ერთი და იმავე ბგერისა ერთსა და იმავე პოზიციაში). სისტემურად იკარგება : ეს კაცი → ე კაცი, არის → არი.

ლეჩხუმური დიალექტისთვის ერთ-ერთი ნიშანდობლივი ფონეტიკური მოვლენაა სუბსტიტუცია: მალავ → მალამ, ყავს → ყამს, თევზი → თებზი, ბურღი → ბულღი, საქონელი → სახონელი. ხშირად იცვლება სწ კომპლექსი: ნასწავლი → ნასტავლი, სწორი → სტორი. ბგერათშენაცვლების ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა აფრიკატიზაცია: მოხარშავს → მოხარჩამს. სახელობით ბრუნვაში ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები = ი ნიშანს არ დაირთავენ, მაგრამ მისი კვალი მაინც ჩანს: ტომარე (← ტომარეი ← ტომარაჲ). ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ ერთ ან ორმარცვლიან სახელებს შესაძლოა დაერთოს ბრუნვის ნიშანი: კტეი, უროი. თანხმოვანზე ფუძედაბოლოებულ ორმარცვლიან საკუთარ სახელებში = სახელობით ბრუნვის ნიშანი ფუძისეულად გაიაზრება: ვახტანგიმ, მაგრამ გვაქვს საპირისპიროც: აკაკი – აკაკმა.

უთანდებულო მიცემითი გამოიყენება ლოკატივის დანიშნულებით: ჩამევიდა ლაილაშ. ასევე ლოკატივს გამოხატავს ნანათესაობითარი მიცემითი: მეზობლისას. ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები, ჩვეულებრივ, არ იკვეცება და არც ბრუნვის ნიშანი რედუცირდება: ქვაის//ქვაჲს, ქვაით//ქვაჲთ. ვით. ბრუნვის ნიშნად გვაქვს -ად → -ათ (||- დ → თ), -ა (სწორა). წოდებით ბრუნვაში გვაქვს – (დავითო, მარიამო). თანდებულთაგან ნიშანდობლივია -კე ← -კენ: ლეჩხუმისკე; -თვინ ← -თვის: ქალისთვინ; -გან თანდებულიანი მოქმედებითი გვხვდება სამი სახით: ოჯახითგან // ოჯახიდგან // ოჯახიდან. სახელის მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელია -ებ, შეინიშნება და-ნ-ი, ძმა-ნ-ი ტიპის მრავლობითიც.

II სუბიექტური და III ობიექტური პირები მეტ-ნაკლებად დაცულია ჰ- || ს- ნიშნით: სჭამ, სთხოვ. ზმნის ფუძისეული თანხმოვანი ფონეტიკურად ცვლის ნიშანს: ჰყავს → ხავს; ზოგჯერ ჰ- ფონეტიკურად ცვლის ფუძისეულ თანხმოვანს: მოჰპარა → მოფარა, ჰკითხა → ქითხა. მრავლობით რიცხვში III სუბიექტური პირის ნიშანია -ენ; წერენ, წერდ-ენ, გათბ-ენ, გარდამავალ ზმნათა აორისტში – -ეს: დაწერ-ეს, კავშირებითში – -: წერდე -.

მრავლობითის აღსანიშნავად ლეჩხუმურ დიალექტში გამოიყენება -ყე და არიენ || ლარიენ. -ყე გამოხატავს: ა) ირ. ობიექტის მრავლობითობას: ის მათ უფუჭებდა-ყე; ბ) პირდაპ. ობიექტის მრავლობითობას: მე დავტოვე-ყე; გ) რეალური სუბიექტის მრავლობითობას: ის მათ ხავს-ყე (ჰყავთ); დ) ზოგჯერ რეალური ობიექტის მრავლობითობას: ვენახები გვაყვე ← გვაქვს-ყე ← არიენ; ლარიენ: ისინი დგანლარიენ || დგილარიენ; მას ყავლარიენ; დაწოლილარიენ, ნაცემლარიენ.

-ავ თემის ნიშანი დაერთვის წარმოშობით უთემისნიშნო ზმნებს: წერ-ავ-ს. I სერიაში ფართოდ გამოიყენება მიმღეობის ფუძისაგან -ობ თემის ნიშნით ნაწარმოები ფორმები: სროულობს → სროულოფს. დამახასიათებელია IV სერიის ფორმათა პოვნიერება: ნაპარავა, ნაპარავიყო.

შეუზღუდავად იწარმოება ნასახელარი ზმნები: სახურავი → მოასახურავეფს. ქვე || ქე გვხვდება დადასტურებითი მნიშვნელობით. სპეციფიკური მოვლენაა -სე ნაწილაკ-მორფემოიდის პოვნიერება. იგი დაერთვის ხმოვანზე დაბოლოებულ სახელებსა და ზმნებს: დაეჭირა კაცი-სე, იკითხა-სე. სახელდების პრინციპის თვალსაზრისით საინტერესოა მცენარეთა სახელწოდებანი, ნაწარმოები მო – კონფიქსით: მოჭარხლუა// მოჭარხლუე.

ლეჩხუმური დიალექტი ყურადღებას იქცევს მდიდარი დარგობრივი ლექსიკით. მრავლადაა ზანიზმები: რაგადობს – ლაყბობს, ძღაბი – გოგო; სვანიზმები – მექვი (სვ. მექ) – თივის ბულული, მოღავი (სვ. მოღა) – ჭირნახული.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
  • ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი, თბ., 2019;
  • ძიძიგური შ., ლეჩხუმური დიალექტი, თბ., 1956;
  • ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, წგ. 1, თბ., 1989.

Tags:

ზანური ენაიმერული დიალექტიკილოკავილეჩხუმირაჭული დიალექტისაქართველოსვანური ენაქართული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შვეიცარიაStray Kids (ჯგუფი)ვენერააფრიკათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრივაჟა აზარაშვილიალუდა ქეთელაურითბილისის მეტროპოლიტენიჯაყოს ხიზნებიდიმა ობოლაძეჭადრაკიფარავანისაქართველოს ისტორიაიპოლიტე ხვიჩიასაქართველოს სატელეფონო კოდებიქართული დამწერლობამეტაფორარკინაბულგარეთიცენტნერიაჭარააპენდიციტიდედამიწის ისტორიამიგრაციასინონიმებიმიხეილ სააკაშვილიანტანტარომის რესპუბლიკაყაზახეთიპროტესტანტული რეფორმაციაადიშის ოთხთავიკრწანისის ბრძოლაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატილუდვიგ ვან ბეთჰოვენისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაბორდო (საფეხბურთო კლუბი)პენალტი (ფეხბურთი)ოთარ კაკაბაძეურთხელიარალის ზღვაკურო (ასტროლოგია)ავაზაჰაერიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასიგნალ იდუნა პარკიგველებიევერესტიმართკუთხედიოსმალეთის იმპერიაელექტრული დენიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითუეფაკლიმატიმსოფლიოს შვიდი საოცრებავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ედუარდ შევარდნაძეპელეთეიმურაზ Iალბანეთივიტალი დარასელიაანტონიმისაქართველო VI საუკუნეშისიტყვაცივი ომიოთარ გაბელიადავით სარაჯიშვილიუფლისციხეგოდერძი ჩოხელიორალური სექსიპოსტერიშენგენის ზონაარიადნა გუტიერესიკონსტანტინე გამსახურდიაიუდაიზმისაერთაშორისო ურთიერთობებიჯვაროსნული ლაშქრობებიზომიერი სარტყლებიბერძენ-სპარსელთა ომები🡆 More