ინდონეზიის ფაუნა

ინდონეზიის  ფაუნა—გამოირჩევა მრავალფეროვნებით  ტერიტორიის შთამბეჭდავი სიდიდისა და მისი ტროპიკულ არქიპელაგზე მდებარეობის გამო.

ინდონეზია დაყოფილია ორ ეკოლოგიურ რეგიონად: დასავლეთ ინდონეზია, რომელზეც  გავლენას ახდენს აზიის ფაუნა და აღმოსავლეთი რეგიონი, რომელიც ავსტრალაზიის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამ ორი რეგიონს შორის უოლესის ხაზი ერთგვარი საზღვრის ფუნქციას ასრულებს. ფაუნის  უნიკალური კომბინაცია ასევე დიდწილად დამოკიდებულია ეკოსისტემების მრავალფეროვნებაზე.

ინდონეზიის ფაუნა
სუმატრის ვეფხვი

ბიომრავალფეროვნება

ინდონეზიის ფაუნა 
ინდონეზიაში გადაშენების პირას მყოფი ექვსი ფრინველის სახეობა-2009 წ.

ინდონეზია მსოფლიოში  ყველაზე მდიდარი ცხოველთა სამყაროა. მის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ყველა ძირითადი კლასი მრავალფეროვნებით ხასიათდება . XXI საუკუნის დასაწყისში აქ დარეგისტრირდა 515 სახეობის ძუძუმწოვარი, 1531 სახეობის ფრინველი, 122 სახეობის პეპელა, 600-ზე მეტი სახეობის ქვეწარმავალი და 270-ზე მეტი სახეობის ამფიბია. ამავდროულად, ძუძუმწოვრების 39% და ფრინველების 36% ენდემურია. ყველაზე ცნობილ ენდემთა შორის არის კომოდოს დრაკონი, ირემი კულია, ბაბირუსა, ტონკა მაკაკი.

ბევრი ცხოველი საფრთხის ქვეშ იმყოფება, ზოგიერთი სახეობის პოპულაციის კლება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ძუძუმწოვართა 140 სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN)  მიერ კლასიფიცირებულია, როგორც საფრთხეში მყოფი, მათგან 15 გადაშენების პირასაა. მათ შორისაა: ორანგუტანი, იავური მარტორქა, სუმატრალური ვეფხვი.

ფაუნის ფორმირება

ინდონეზიის ფაუნა 
უოლესის ხაზი რუქაზე
ინდონეზიის ფაუნა 
ბორნეოს სპილო

ინდონეზია არის როგორც ავსტრალიის, ისე აზიის ზოოგეოგრაფიული ოლქების თავშესაფარი, ამიტომ აქ გვხვდებიან როგორც ავსტრალიის, ისე აზიის ფაუნის წარმომადგენლები.

ინდონეზიის ფაუნის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა აზიისა და ავსტრალაზიის გეოგრაფიულმა და გეოლოგიურმა მოვლენებმა.  ახლანდელი ახალი გვინეა შეუერთდა თანამედროვე ავსტრალიას და შექმნა გონდვანას სუპერკონტინენტი. ამ სუპერკონტინენტმა რღვევა დაიწყო დაახლოებით 140 მილიონი წლის წინ და ახალი გვინეა ეკვატორს უფრო მიუახლოვდა. შედეგად, ახალი გვინეას ცხოველები ავსტრალიის კონტინენტზე გადავიდნენ, ასევე  ავსტრალიის ცხოველები გადავიდნენ ახალ გვინეაზე. შეიქმნა მრავალი სხვა სახეობა, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ეკოსისტემაში. ეს პროცესები გაგრძელდა მანამ, სანამ ორივე რეგიონი საბოლოოდ არ გაიყო. აზიის კონტინენტის გავლენა, თავის მხრივ, იყო ლავრაზიის სუპერკონტინენტის ტრანსფორმაციის შედეგი, რომელიც არსებობდა როდინიას დაშლის შემდეგ, დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ. დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ ლავრაზია საბოლოოდ გაიყო. ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი და ევრაზია. ევრაზიის მატერიკი ინდონეზიის არქიპელაგისგან მთლიანად არ იყო გამოყოფილი. შედეგად, ცხოველები გადასახლდნენ არქიპელაგზე. შეიქმნა ახალი სახეობებიც.

სუნდალენდი

ინდონეზიის ფაუნა 
სუმატრის ორანგუტანი

ეს რეგიონი მოიცავს სუმატრას, იავას, კალიმანტანს და მის მიმდებარე კუნძულებს. მისი ცხოველთა სამყარო აზიის ფაუნის მსგავსია. გამყინვარების პერიოდში აზიის კონტინენტი ინდონეზიის არქიპელაგს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, ზღვის დაბალი დონე საშუალებას აძლევდა   ცხოველებს,  აზიის მატერიკიდან სუნდალენდში გადასახლებულიყვნენ. შედეგად, რეგიონში ბინადრობენ ვეფხვები, მარტორქები, ორანგუტანები, სპილოები და ლეოპარდები, თუმცა ზოგიერთი მათგანი გადაშენების საფრთხის წინაშეა. უოლესის ხაზი აღმოსავლეთიდან სუნდალენდის საზღვრის როლს ასრულებს. სუნდალენდში ძუძუმწოვრების  381 სახეობაა, მათგან 173 ენდემურია. ამ სახეობების უმეტესობა ბოლო პერიოდში გადაშენების პირას იყო. ორანგუტანის ორი ტიპი: სუმატრანი და ბორნეანი წითელ წიგნშია შეტანილი. სერიოზული საფრთხე ემუქრება სხვა სახეობებს, როგორიცაა ცხვირა მაიმუნი, სუმატრალური და იავური მარტორქები. სუნდალენდში 771 ფრინველის სახეობაა, რომელთაგან 146 ენდემურია. იავასა და ბალიზე მინიმუმ 20 ენდემური სახეობაა, მათ შორისაა ბალის შოშია და იავური პლევერი. სუნდალენდში არსებობს ქვეწარმავლების 449 სახეობა, რომლებიც 125 გვარშია გაერთიანებული. 249 სახეობა და მათგან 24 გვარი ენდემურია. ქვეწარმავლების 3 ოჯახი ასევე რეგიონის ენდემია. აქვე ცხოვრობს 242 ამფიბიის სახეობა, რომლებიც 41 ოჯახში შედის. მათი 172 სახეობა ენდემურია. ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგიონში თევზის 200-მდე ახალი სახეობა აღმოაჩინეს. დაახლოებით 1000 სახეობა ცხოვრობს სუნდალენდის მდინარეებში, ტბებსა და ნაკადულებში.

უოლესია

ინდონეზიის ფაუნა 
უოლესია - კუნძულების ჯგუფი წითელ ზონაში. ლურჯი ფერით ვებერის ხაზია აღნიშნული.

უოლესია — ბიოგეოგრაფიული გარდამავალი ზონა დასავლეთით სუნდალენდსა და აღმოსავლეთით ავსტრალაზიას შორის. გეოგრაფიული მრავალფეროვნების გამო, რეგიონი შეიცავს ფლორისა და ფაუნის ბევრ ენდემურ და უნიკალურ სახეობას და დაყოფილია რამდენიმე ეკორეგიონად. უოლესიაში 223 ძუძუმწოვარი ცხოველი ბინადრობს, რომელთაგან 126  ენდემია. რეგიონში ასევე არსებობს 124 სახეობის ღამურა. რეგიონის უდიდეს კუნძულ სულავესზე გვხვდება ისეთი სახეობები, როგორიცაა: ანოა, ბაბირუსა, მინიმუმ 7 სახეობის მაკაკა და 5 სახეობის ტარსიერი. უოლესიაში ასევე ბინადრობს 650 ფრინველის სახეობა, რომელთაგან 262 ენდემურია.

ბუნების დაცვა

ქვეყანაში გარემოს დაცვის საკითხები წამოიჭრა სწრაფი ინდუსტრიალიზაციისა და მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპის გამო. ვითარებას ამძაფრებს აგრეთვე ხეების უკანონო ჭრა, რაც იწვევს ტყეების გაჩანაგებას. ინდონეზიის პირველი ეროვნული პარკი შეიქმნა 1980 წელს. 2009 წლისთვის მათმა რიცხვმა 50 – ს მიაღწია. მათგან 6 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და  3  ჭარბტენიანი  ტერიტორია (წყალ-ჭაობიანი ადგილი)  დაცულია რამსარის კონვენციით.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Seacology Indonesia Projects Seacology
  • Assem J. van den, J. Bonne-Webster, (1964), New Guinea Culicidae, A synopsis of vectors, pests and common species, Zoologische Bijdragen, Vol. 6 P. 1-136 PDF
  • Bruijning C.F.A. (1947), An account of the Blattidae (Orthoptera) from Celebes, the Moluccas, and new Guinea, Zoologische Mededelingen, Vol. 27 P. 205-252 PDF
  • Chrysanthus Fr. (1971), Further notes on the spiders of New Guinea I (Argyopidae), Zoologische Verhandelingen, Vol. 113 P. 1-113 PDF
  • Chrysanthus Fr. (1975), Further notes on the Spiders of new Guinea II (Araneae, Tetragnathidae, Theridiidae), Zoologische Verhandelingen, Vol. 140 P. 1-50 PDF
  • Diakonoff A. (1983) Tortricidae From Atjeh, Northern Sumatra (Lepidoptera), Zoologische Verhandelingen, Vol. 204 p. 1–129 PDF

სქოლიო

Tags:

ინდონეზიის ფაუნა ბიომრავალფეროვნებაინდონეზიის ფაუნა ფაუნის ფორმირებაინდონეზიის ფაუნა სუნდალენდიინდონეზიის ფაუნა უოლესიაინდონეზიის ფაუნა ბუნების დაცვაინდონეზიის ფაუნა იხილეთ აგრეთვეინდონეზიის ფაუნა ლიტერატურაინდონეზიის ფაუნა სქოლიოინდონეზიის ფაუნაავსტრალაზიის ოლქიაზიაეკოსისტემებიინდონეზია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომის იმპერიამთვარემუსიკაერთიანი ნაციონალური მოძრაობანაკიანი წელიწადიშუშანიკის წამებათბილისის მეტროპოლიტენიკრწანისის ბრძოლაგოდერძის უღელტეხილიბაზალეთის ტბალეიკოციტებიბუღა თურქის შემოსევაისლანდიაძალაგარემოს დაბინძურებასაქართველოს სამხედრო წოდებებიზღარბისებრნიადიშის ოთხთავირიცხვითი სახელისისხლის მიმოქცევის სისტემაფესახიერთა ლიგადელფინებიბაქტერიებიგურამ დოჩანაშვილიფრანც შუბერტიირემიებრაელებიბზობაშამქორის ბრძოლა (1195)თემურლენგიკალათბურთიწმინდა გიორგიაბრეშუმის ჭიამეიოზიბაგრატიონებიგეორგიევსკის ტრაქტატივატიკანიქიმიური რეაქციასტამბოლიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაამაზონიბორჯომი (წყალი)დავითგარეჯასისხლიათი მცნებაიგავ-არაკიttyltმარქსიზმიქართველებისაქართველო XV საუკუნეშიბათუმის ბოტანიკური ბაღიინსულტითახვიდემეტრე Iბუნებრივი გადარჩევაგიორგი II (საქართველოს მეფე)გაერთიანებული სამეფოწმინდა სამების საკათედრო ტაძარიტიციან ტაბიძევენერასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაგანათლება საქართველოშიევოლუციალიმფოციტებიინდოეთიYandexბასიანის ბრძოლაგლობალიზაციაწითელი წიგნივეფხისტყაოსანიპროტესტანტული რეფორმაციასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისფობიების სიააგენტიქართული მითოლოგია25 აპრილი🡆 More