თეიმურაზ შაშიაშვილი

თეიმურაზ შაშიაშვილი (დ.

20 ივნისი 1951, ქუთაისი) — ქართველი პოლიტიკოსი, იყო იმერეთის მხარის გუბერნატორი 1995-2003 წლებში. 2004 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში.

თეიმურაზ შაშიაშვილი
იმერეთის მხარის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1995 – 2003
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
მემკვიდრედავით მუმლაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1993 – 1996
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

დაბადებული20 ივნისი, 1951 (1951-06-20) (72 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქიქუთაისი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები3
რელიგიამართლმადიდებელი
ჯილდოებივახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის 27-ე საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტსა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს პოლიტიკური სასწავლებელში. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქუთაისის სტამბაში, სადაც იმუშავა 5 წელი. 1974 წელს ჟიული შარტავას რეკომენდაციით დაიწყო მუშაობა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტში. 1978 წელს აირჩიეს კომკავშირის ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი). 1993-1995 წლებში იყო ქალაქ ქუთაისის პირველი მერი. შაშიაშვილის ქალაქის მერად მუშაობის დროს ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად. 1995 - 2003 წლებში იყო იმერეთის მხარი პირველი გუბერნატორი. 1998 წელს აკაკი ელიავას შეთქმულების დროს აჯანყებულმა რაზმებმა ტყვედ აიყვანეს, თუმცა შემდგომში გაათავისუფლეს. თანმდებობიდან გადადგა ვარდების რევოლუციის შემდეგ და 2004 წლის იანვარში მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. შაშიაშვილმა მიიღო ხმათა 1.87%.

2009 წლის აპრილში დააფუძნა პოლიტიკური პარტია „თეთრები“, რომელიც დარეგისტრირდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თავად შაშიაშვილი კი ამავე არჩევნებზე დარეგისტრირდა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დააგროვა ხმების 0.6 %.

ჯილდოები

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომით. არის აშშ-ს ქალაქების კოლუმბიისა და ინდიანაპოლისის საპატიო მოქალაქე. არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

195120 ივნისიიმერეთის მხარესაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2004)ქართველებიქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კავკასიონიქართლის ცხოვრებაქეთევან დედოფალიიგიკონსტანტინოპოლის დაცემაჯვაროსნული ლაშქრობებიალაზანისამეგრელომდინარელუდვიგ ვან ბეთჰოვენიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითმაჰათმა განდიზენონი (იარაჯული)ჰაერიჰექტარირთველისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიგიორგი სააკაძეალჟირისასმელი წყალილევან საგინაშვილინაპოლეონ ბონაპარტიეკვატორული კლიმატური სარტყელითვალიარჩვიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიპითაგორას თეორემააღმოსავლეთი საქართველომარკ ტვენიგაერთიანებული სამეფოორალური სექსიმინერალების სიაკაპიტალიზმიგიორგი ლეონიძეანდებიშუშანიკის წამებააფრიკის ქვეყნების სიაამერიკის შეერთებული შტატებიაშშ-ის სამოქალაქო ომიჯაბა იოსელიანიგიორგი მამარდაშვილიადაპტაციავერძი (ასტროლოგია)ნარკოტიკიაბსცისაგიორგი I (საქართველოს მეფე)ოცდაათწლიანი ომიბენიტო მუსოლინიეგრისის სამეფოარგონავტებიქუთაისიკარლეს პუჩდემონიირლანდიააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითგურამ დოჩანაშვილინიჰილიზმიფუტურიზმიიმერეთიდავით გურამიშვილიფოტოსინთეზიკანონიერი ქურდიროდოსის კოლოსიმარტივი რიცხვიუნგრეთიგანმანათლებლობატუბერკულოზისაქართველოს სატელეფონო კოდებიევროკომისიამტკვარიასტრიდ ლინდგრენინაციონალ-სოციალიზმიისრაელივატიკანიამაზონი🡆 More