ვასილ დავითაშვილი (დ.
15 აპრილი, 1958, თელავი) — ქართველი ინჟინერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2011-2012 წლებში.
ვასილ დავითაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 აპრილი, 1958 |
დაბადების ადგილი | თელავი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
საქმიანობა | პარლამენტის წევრი |
1979 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სპეციალობით და 1981 წელს — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მეტყევე–ინჟინერის სპეციალობით.
1979-1980 წლებში მუშაობდა მუშად „საქსოფლმშენმონტაჟში“. 1980-1983 წლებში მუშაობდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატიული გაერთიანება „თელავში". 1986-2002 წლებში იყო თელავის საბინაო-კომუნალური მეურნეობის უფროსი. 2002-2005 წლებში იყო თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 2005-2006 წლებში — გამგებლის მოადგილე. 2006-2007 წლებში მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2009 წელს მეორედ გახდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2011-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თელავის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვასილ დავითაშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.