დიმიტრი ყაზბეგი

დიმიტრი (მიტკა) ნიკოლოზის ძე ყაზბეგი (დ.

დიმიტრი ყაზბეგი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაზბეგი.

1838, სტეფანწმინდა — გ. 1880, იქვე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.

დაიბადა პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი გაბრიელ ყაზბეგი. მის და-ძმებს შორის იყვნენ: გიორგი, გაბრიელი, რაფიელი (ფიდო) და ელისაბედი (ლიზა). დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგში, სადაც ხალხოსნური იდეების გავლენის ქვეშ მოექცა. იყო ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. 1872 წლის 7 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკი ბანკის მმართველად აირჩიეს, ხოლო დირექტორებად — დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი. ყაზბეგი თან ახლდა რუსეთში ფინანსთა სამინისტროსგან ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად გამგზავრებულ ილიას. შემდგომ წლებში ძირითადად სტეფანწმინდაში ცხოვრობდა. იყო ხევის მხარის პირველი განმანათლებელი. უსასყიდლოდ შეასწავლა წერა-კითხვა რამდენიმე გლეხს, რომელთაგან გამოირჩეოდა პავლე ღუდუშაური; ეს უკანასკნელი შემდეგ თვითონაც მასწავლებლობდა. თანამედროვეთა გადმოცემით იყო ძლიერ განსწავლული და დარბაისელი პიროვნება. დიმიტრი ყაზბეგის და — ელისაბედი თავის მოგონებებში (გამოქვეყნდა 1924-1926 წლებში ჟურნალ „მნათობში“) ამტკიცებდა, რომ სწორედ დიმიტრი ყაზბეგი იყო რომანების — „ელგუჯასა“ და „ხევისბერი გოჩას“ ნამდვილი ავტორი, მათმა ბიძაშვილმა ალექსანდრე (სანდრო) ყაზბეგმა კი ამ ნაწარმოებების ხელნაწერები დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ მიითვისა. ამ ბრალდებას მაშინვე გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები (მაგ., მიხეილ ზანდუკელი), ასევე მოწინააღმდეგეები (მაგ., ვახტანგ კოტეტიშვილი). თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში ალექსანდრე ყაზბეგის ავტორობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას.

ბიბლიოგრაფია

  • ყაზბეგი, დ. [დ. ყ.] მავნე სულები // დროშა .– 1968 – №21–22 .– გვ. 18.

ლიტერატურა

  • ყაზბეგი, ელისაბედ. დ. ყაზბეგის და ალ. ყაზბეგის ბიოგრ. მასალები. „მნათობი“, 1924 წ. № 5, 7-8; 1925 წ. № 1, 3, 4, 8-9, 10, 11, 12; 1926 წ. № 1;
  • კოტეტიშვილი, ვახტანგ. ალექსანდრე ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი / [მხატვ.: ლადო წილოსანი]. - ტფ. : გამომცემლები: სოლ. ყაზბეგი, მიხ. ჩოფიკაშვილი, 1925 (ამიერ-კავკასიის რკინის გზების სტამბა-ლიტოგრაფია);
  • ზანდუკელი, მიხეილ. ალექსანდრე თუ დიმიტრი ყაზბეგი? : კრიტიკული გამოკვლევა (ჩემი მოწინააღმდეგეების საპასუხოდ). - ტფილისი, 1925 (ს.მ.უ.ს. პოლიგრ. განყ. მე-3 სტამბა).
  • მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური ; რედაქტორი: ს. ჯორბენაძე ; თბილისი : თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა , 1985.

Tags:

18381880სტეფანწმინდაქართველი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სვანებიგიორგი I (საქართველოს მეფე)შოთა რუსთაველისაქართველოს მდინარეების სიამათემატიკაიეთიმ გურჯიერითროციტები9 აპრილისაქართველოს სამეფოფემინიზმისაკუთარი და საზოგადო სახელებიმონღოლთა იმპერიატურიზმიმზის სისტემაეგზისტენციალიზმიავღანეთის ომი (2001–2021)თბილისის ბოტანიკური ბაღითბილისის ისტორიალუქსემბურგიდავით მუჯირიევროკავშირიგარემოს დაბინძურებაავსტრალიასუვერენიტეტიდუნაიტაილანდიქართული ხალხური საკრავებირომაული ხელოვნებაქუნთრუშაარჩვისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიტაიგანაპოლეონ ბონაპარტიფუტკრებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ალავერდიცხოველებისილიციუმიეგრისის სამეფოხორვატიანიკო ფიროსმანი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაკონსტანტინოპოლის დაცემაჩრდილოეთი ამერიკა1927ლაშა შავდათუაშვილივერის უბნის მელოდიებიღირსების ორდენი (საქართველო)კრიშტიანუ რონალდუვიტალი დარასელიასამასი არაგველიაშშ-ის სამოქალაქო ომისტამბოლისიკვდილით დასჯანატრიუმიკათოლიციზმისალვადორ დალირუსეთ-საქართველოს ომი (1921)რიონიკირჩხიბი (ასტროლოგია)ქეთო და კოტე (ოპერა)ქვეწარმავლებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაელექტრული დენიმარსიაუტიზმიგეორგიევსკის ტრაქტატიგიორგი ჩაკვეტაძეთბილისის მეტროპოლიტენისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისამანიშვილის დედინაცვალიპითაგორას თეორემაშოთა არველაძეწყალიკვარციThe Beatlesმსოფლიოს შვიდი საოცრებადედამიწის დღეპროგრესული როკი🡆 More