საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა

გიორგიწმინდა — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გიორგიწმინდის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ანთოკი, მარიამჯვარი, ქვემო სამგორი).

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგიწმინდა.

სოფელი
გიორგიწმინდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი გიორგიწმინდა
კოორდინატები 41°44′20″ ჩ. გ. 45°21′06″ ა. გ. / 41.73889° ჩ. გ. 45.35167° ა. გ. / 41.73889; 45.35167
ცენტრის სიმაღლე 750 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2 307 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი 3803[2]
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე წიფლისხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 720 მ. საგარეჯოდან 5 კმ.

ისტორია

წერილობით წყაროებში სოფელი პირველად XIV საუკუნეში იხსენიება. იგი დავითგარეჯს ეკუთვნოდა. თემურლენგის მრავალგზის შემოსევების შედეგად, დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრება მოიშალა და მისი კუთვნილი სოფლები, მათ შორის გიორგიწმინდაც, საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა დიდმა 1424 წელს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1589 წელს გიორგიწმინდა კვლავ დავითგარეჯს დაუბრუნდა. მოგვიანებით აქ მამულები თოხლიაურელმა თავადებმა ჩერქეზიშვილებმა შეიძინეს. XVIII საუკუნეში სოფელში თავისი ყმა-ხელოსნები ჰყავდა სამეფო კარს. ერეკლე II-ის ბრძანებით გიორგიწმინდაში სამშენებლო სამუშაოები უწარმოებიათ. ამას მოწმობს სოფელში მდგარი ერთ-ერთი კოშკის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა.

ამჟამინდელი გიორგიწმინდა უბნებად არის დაყოფილი. უბნების სახელწოდება აქ მცხოვრები ძირითადი გვარებიდან მიმდინარეობს: გულისაანი, დიღმელაანი, კევლიაანი, მარიდაანი, მეკოკიაანი, ჭიაბერიაანი.

გიორგიწმინდის მეურნეობაში წამყვანია მიწათმოქმედება, ჭარბობს მემინდვრეობა. უმთავრესად ითესება ხორბალი, სიმინდი. მისდევენ მევენახეობასაც. მეცხოველეობაში ჭარბობს მსხვილფეხა, რქოსანი საქონელი. ცხვარი ადრე შეძლებულ კომლებს ჰყავდათ.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2307 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 2562 1228 1334
2014 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა  2307 1164 1143

ღირსშესანიშნაობანი

სოფელში, ერთმანეთისგან ოციოდე მეტრის დაშორებით დგას XVIII საუკუნის II ნახევრის რიყის ქვით ნაგები ორი ცილინდრული კოშკი, მათ შორის კი — სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარბაზული ეკლესია. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია საკუთარი სახსრებით აუგია მღვდელ ივანე კევლიშვილს 1800 წელს (ეკლესია რესტავრირებულია 2010 წელს).

იხილეთ აგრეთვე


ლიტერატურა

სქოლიო

-1'> საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
  • საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41, 2014 წლის 3 სექტემბერი
  • საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  • მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  • Tags:

    საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა ისტორიასაგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა დემოგრაფიასაგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა ღირსშესანიშნაობანისაგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა იხილეთ აგრეთვესაგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა ლიტერატურასაგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდა სქოლიოსაგარეჯოს მუნიციპალიტეტი გიორგიწმინდაანთოკიკახეთის მხარემარიამჯვარისაგარეჯოს მუნიციპალიტეტისაქართველოსოფელიქვემო სამგორი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ჯრუჭის I ოთხთავიხევისბერი გოჩაანა კალანდაძემეთანიდიმიტრი ყიფიანიგიორგი სააკაძედავითგარეჯასიმკვრივეაბანოთუბანიძველი ეგვიპტერუსეთ-საქართველოს ომი (1921)კილოგრამიკონსტანტინე I დიდიექვთიმე თაყაიშვილისტანის ბარათეონიალაზანილუდვიგ ვან ბეთჰოვენისაქართველოს კონსტიტუციაცივი ომიინტელექტის კოეფიციენტიგალაკტიონ ტაბიძედასავლეთ რომის იმპერიის დაცემადუბაის საამიროახალქალაქიბაყაყიუფლისციხეშუშანიკის წამებასალომე ზურაბიშვილიქეთო და კოტე (ოპერა)მუხატუტსიჩერნობილის კატასტროფაფოთოლიბიპოლარული აშლილობადათა თუთაშხიასაქართველოს ქალაქებიკარლეს პუჩდემონიტყეხელისუფლების დანაწილებათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიანტონიო ვივალდისაქართველო IV საუკუნეშიდავით VI ნარინიტრანსპორტიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდიოკლეტიანერუსეთის იმპერიააფხაზეთის ისტორიაფელაციამონღოლთა იმპერიალონდონიირემიშამქორის ბრძოლა (1195)მსოფლიოს შვიდი საოცრებაევერესტიდედაქალაქიალავერდისამხრეთი კორეალაშა შავდათუაშვილირიცხვითი სახელიალცჰაიმერის დაავადებაცვალებადობათა ფორმებიყვავილიბუღა თურქის შემოსევასაქართველო IX-X საუკუნეებშიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათხის რქა (ასტროლოგია)სასწორი (ასტროლოგია)ნიკო ფიროსმანიმუშთაიდის ბაღიევროკავშირინიამორიელისაბედ IIელენე ახვლედიანილეონარდო და ვინჩიუკრაინაურანი🡆 More