გერმანულენოვანი ქვეყნები

გერმანულენოვანი ქვეყნები — ქვეყნები, სადაც გერმანულ ენას აქვს ოფიციალური სტატუსი და/ან სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფლობს მას.

გერმანული ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ენათა ოჯახის გერმანიკული ენების ჯგუფის დასავლეთ-გერმანიკული ენების ქვეჯგუფს და ისეთი ქვეყნების ოფიციალური სახელმწიფო ენაა, როგორებიცაა გერმანია (დაახლოებით 76-77 მილიონი მოლაპარაკე), ავსტრია (7,5 მილიონი მოლაპარაკე), ლიხტენშტაინი, ასევე შვეიცარიის (4,6 მილიონი მოლაპარაკე, ანუ მთლიანი მოსახლეობის 72,4 %), ლუქსემბურგის და ბელგიის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. გერმანულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ჯგუფები ასევე ცხოვრობენ საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, რუსეთში, პოლონეთში და რუმინეთში.

გერმანულენოვანი ქვეყნები
"გერმანული ენის გავრცელების არეალი ევროპაში":
  ოფიციალური ენა (დე-იურე ან დე-ფაქტო) და მოსახლეობის უმრავლესობის მშობლიური ენა
  გერმანული, როგორც ოფიციალური ენა, მაგრამ არამშობლიური მოსახლეობის უმრავლესობისათვის
  გერმანული (ან მისი დიალექტი) მოსახლეობის უმცირესობისათვის იურიდიულად აღიარებული ენაა
  გერმანულ (ან მისი მსგავსი ვარიანტები) ენაზე საუბრობს მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი და არ აქვს იურიდიული სტატუსი

დიალექტები

ლიტერატურული გერმანული ენა (Hochdeutsch) საყოველთაოდ მიღებულია განათლების და საქმის წარმოების სფეროში, ოფიციალურ დაწესებულებებში და სხვა ოფიციალურ სტრუქტურებში. არსებობს გერმანული ენის ბევრი რეგიონალური დიალექტი, მაგალითად, ქვემო გერმანული, რომელზეც ლაპარაკობენ ქვეყნის ჩრდილოეთში (ის რაღაცით ჰგავს ნიდერლანდურ ენას და უფრო ახლოს დგას ინგლისურ ენასთან, ვიდრე ლიტერატურულ გერმანულთან), შვაბური სამხრეთ-დასავლეთში, ბავარიული სამხრეთში და ზემო საქსონური სამხრეთ-აღმოსავლეთში. ავსტრიაში და შვეიცარიაში გამოიყენება ლიტერატურული გერმანული ენის საკუთარი ვარიანტები (შესაბამისად, ავსტრიული და შვეიცარიული, რომლებიც არ უნდა აგვერიოს ბავარიულ ენასთან ან შვეიცარიულ დიალექტთან), რომლებიც განსხვავდებიან ფონეტიკის, მორფოლოგიის და ლექსიკის ზოგიერთი თავისებურებებით.

D-A-CH

სამი მსხვილი გერმანულენოვანი ქვეყანა შეიძლება ავღნიშნოთ აბრევიატურით DACH (დახ), რომელიც ნიშნავს D (გერმანიას, Deutschland), A (ავსტრიას (ლათ. Austria) და CH (შვეიცარიას, ლათ. Confoederatio Helvetica). აბრევიატურა უპირატესად გამოიყენება ღონისძიებების, კონფერენციების დასახელებისთვის, მაგალითად, «DACH Meteorologentagung» ან ამ სამი ქვეყნის საერთო პროექტებისათვის. ნავიგატორებისთვის ასევე არსებობს იმავე დასახელების ელექტრონული ბარათები.

გერმანული ოფიციალური ენის სახით

გერმანული ენა 6 სუვერენული სახელმწიფოს ოფიციალური ენაა, რომელთაგან თითოეული მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ამ ქვეყნებს (სამხრეთ ტიროლის დამატებით) ასევე შექმნილი აქვთ გერმანული მართლწერის საბჭო.

ქვეყანა მოსახლეობა
2014/2015 წლები
ენა შენიშვნა
გერმანულ ენაზე მოლაპარაკე მეორე ენა
გერმანულენოვანი ქვეყნები  გერმანია 81 083 600 74 430 000 (91,8 %) 5 600 000 (6,9 %) ერთადერთი საერთოეროვნული ოფიციალური ენა
გერმანულენოვანი ქვეყნები  ბელგია 11 245 629 73 000 (0,6 %) 2 472 746 (22 %) დე-იურე საერთოეროვნული ოფიციალური ენა (მოსახლეობის უმრავლესობის ენა მხოლოდ გერმანულენოვან თემში)
გერმანულენოვანი ქვეყნები  ავსტრია 8 602 112 7 999 964 (93 %) 516 000 (6 %) დე-იურე ერთადერთი საერთოეროვნული ოფიციალური ენა
გერმანულენოვანი ქვეყნები  შვეიცარია 8 256 000 5 329 393 (64,6 %) 395 000 (5 %) ოფიციალური ენა ფედერალურ დონეზე; დე-იურე ერთადერთი ოფიციალური ენა 26 კანტონიდან 17-ში
გერმანულენოვანი ქვეყნები  ლუქსემბურგი 562 958 11 000 (2 %) 380 000 (67,5 %) დე-იურე საერთოეროვნული ოფიციალური ენა
გერმანულენოვანი ქვეყნები  ლიხტენშტაინი 37 370 32 075 (85,8 %) 5200 (13,9 %) დე-იურე ერთადერთი საერთოეროვნული ოფიციალური ენა
ჯამი 109 787 669 87 875 432 9 368 946 მოლაპარაკეთა ჯამი: 97 244 378

გერმანული ენა რეგიონებში

გერმანული, ან მისი ერთ-ერთი დიალექტი, ოფიციალური ენაა რამდენიმე ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულში. თითოეულ ამ რეგიონში, გერმანული ენა, ქვეყანაში არსებულ სახელმწიფო ენასთან ერთად, ოფიციალური ენაა ადმინისტრაციულ დონეზე.

რეგიონი ქვეყანა მოსახლეობა
2006/2011 წლები
გერმანულ ენაზე
მოლაპარაკენი
შენიშვნა
გერმანულენოვანი ქვეყნები  ბოლცანოს პროვინცია გერმანულენოვანი ქვეყნები  იტალია 511 750 354 643 (69,3 %) ოფიციალური ენა პროვინციის დონეზე; გათანაბრებულია იტალიურთან]]
გერმანულენოვანი ქვეყნები  ოპოლეს სავოევოდო (28 კომუნა)
გერმანულენოვანი ქვეყნები  სილეზიის სავოევოდო (3 კომუნა)
გერმანულენოვანი ქვეყნები  პოლონეთი 250 000 ~50 000 (~20 %) დამხმარე ენა 31 კომუნაში;
ასევე ეროვნული უმცირესობის ენა
გერმანულენოვანი ქვეყნები  ესპირიტუ-სანტუ (5 მუნიციპალიტეტი)
გერმანულენოვანი ქვეყნები  სანტა-კატარინა (2 მუნიციპალიტეტი)
გერმანულენოვანი ქვეყნები  რიუ-გრანდი-დუ-სული (2 მუნიციპალიტეტი)
გერმანულენოვანი ქვეყნები  ბრაზილია 205 000 n/a ოფიციალური ენა 9 მუნიციპალიტეტში;
ასევე ენა კულტურულ ღონისძიებებში ესპირიტუ-სანტუს შტატში

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

გერმანულენოვანი ქვეყნები დიალექტებიგერმანულენოვანი ქვეყნები D-A-CHგერმანულენოვანი ქვეყნები გერმანული ოფიციალური ენის სახითგერმანულენოვანი ქვეყნები იხილეთ აგრეთვეგერმანულენოვანი ქვეყნები სქოლიოგერმანულენოვანი ქვეყნებიავსტრიაარგენტინააშშბელგიაბრაზილიაგერმანიაგერმანიკული ენებიგერმანული ენაინდოევროპული ენებიიტალიაკანადალიხტენშტაინილუქსემბურგიპოლონეთირუმინეთირუსეთისაფრანგეთიშვეიცარია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხემარწყვათემიდაბაგრატიონებიყაზახეთითბილისის კურორტების ჯგუფიკალანდამთაწმინდასპორტული ინვენტარიბერძენ-სპარსელთა ომებისატურნითურქეთიმიხეილ სააკაშვილიკუთხელაშა შავდათუაშვილიბრაზილიაილია ჭავჭავაძეაშშ-ის ისტორიაილია სულამანიძეზვიგენებიწრეწირიაშშ-ის სამოქალაქო ომიხაშურითერგდალეულებილეონიდ ბრეჟნევიივ მონტანიქალწული (ასტროლოგია)შამქორის ბრძოლა (1195)ფარსმან II ქველიეგვიპტის მუზეუმი (კაირო)საქართველოს ოქროს ხანანიადაგილიპოვეციჯუზეპე ვერდიაფხაზეთიHatful of Hollowჰოლოკოსტიუჯრედიმილიმეტრიბუნებრივი გადარჩევასფინქსისამხრეთი კორეაკლიმატიატლანტის ოკეანესვანური კოშკინარცისირუსთავიმაიმუნებიძუძუმწოვრებიაჭარაბეთ არენაქიმიური რეაქციამექსიკასელჩუკთა სახელმწიფოსასწორი (ასტროლოგია)ციყვიდიდგორის ბრძოლაალექსანდრე იოსელიანითაშმიჯაბიიაპონიის კონსტიტუციასომხეთის ისტორიაანბანისომხური სამოციქულო ეკლესიახავსებიარსებითი სახელიოქტავიანე ავგუსტუსიკანე კორსოლეიკოციტებიმადაგასკარითელავიმიწისძვრანინი ბადურაშვილირადიუსიჭადრაკისაქართველოს მდინარეების სიამტკვარიატომიოქსიმორონიმთავარი გვერდისაქართველოს ისტორია🡆 More