გაბრიელ საგინაშვილი — XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში ქართველი კალიგრაფი.
დავითგარეჯის ბერი. მოღვაწეობდა ნათლისმცემლის მონასტერში.
გაბრიელს, როგორც ფრიად განსწავლულ კალიგრაფს, კარგად იცნობდნენ მეფის კარზე. წიგნებს ვახტანგ VI-ის ბრძანებითაც წერდა. 1704-1713 დომენტი კათოლიკოსის თაოსნობით გაბრიელმა გადაწერა პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული - ქართველი წმინდანების ცხოვრებათა კრებული (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-130 და მისივე ნაწილი - H-1557). საყურადღებოა 1707 გადაწერილი კონდაკი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-624). 1719 წლით თარიღდება მისივე გადაწერილი ოთხტავი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ხელნაწერთა ინსტიტუტი, Q-85) და „საქმე მოციქულთა“ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Q-86).
საგინაშვილის წიგნები ნაწერია ნუსხურით, ძლიერ დახრილი, გადაბმული, სქელხაზიანი, „წვეტიანი“ და თითქოს ცოტა მიჭყლეტილი ასოებით. A-624-ს ზოგიერთი სათაური შესრულებულია ოქროთი ნაწერი დიდი ჩართული მთავრული ასოებით. Q-85-ში ჩართულია მახარებელთა სურათები რუსული წარწერებით, ბაროკულ ჩარჩოებში. ეს ერთ-ერთი ნიმუშია იმხანად ევროპული მოტივების შემოჟონვისა ქართულ ხელოვნებაში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გაბრიელ საგინაშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.