ბაიკალური დანაოჭება

ბაიკალური დანაოჭება (რუს.

ტერმინი შემოიღო რუსმა გეოლოგმა ნიკოლოზ შატსკიმ 1932 წელს. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ ბაიკალური დანაოჭება მოიცავდა მხოლოდ ზედაპროტეროზოურ დროს, ამჟამად ბაიკალური დანაოჭების ხანგრძლივობად მიღებულია დროის გაცილებით უფრო დიდი მონაკვეთი (1500-1200 მლნ. წლიდან 500 მლნ. წლამდე), ე.ი. მთელი პროტეროზოური ერა და ქვედაკამბრიული. უფრო სწორი იქნება თუ ბაიკალიდებს (ბაიკალური დანაოჭებით გაჩენილ მთათა სისტემებს) მხოლოდ რიფეულ დროს ჩამოყალიბებულ ნაოჭა სისტემებს მივაკუთვნებთ და არ გავავრცელებთ მას ადრინდელ პროტეროზოურზე და ადრინდელ კამბრიულზე. ასეთი მოცულობით ბაიკალური დანაოჭება დასავლეთ ევროპაში გამოყოფილი ასინტური დანაოჭების შესატყვისი იქნება. ბაიკალიდების ტიპობრივი წარმომადგენელია ციმბირის ფარის სამხრეთ კიდეზე განვითარებული ნაოჭა კომპლექსი — საიან-ბაიკალის მთიანეთი და ირკუტსკის ამფითეატრი. მაგრამ მეტ-ნაკლებად რეგენერირებული და გადამუშავებული ბაიკალიდები მრავალი პალეოზოური და ალპური ნაოჭა სისტემის (ურალის, ყაზახეთის, ტიან-შანის, კავკასიონის, ირანის, თურქეთისა და სხვ.) სუბსტრატის აგებულებაში მონაწილეობს.

ბაიკალური დანაოჭება
ნაოჭა სარტყლები მსოფლიოს რუკაზე
ბაიკალური დანაოჭება
ბაიკალიდების მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ხამარ-დაბანი

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ბაიკალურ დანაოჭებას სამხრეთ ნახევარსფეროს კონტინენტური ბაქნების ჩამოყალიბებაში. სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ავსტრალიის ბაქნების საბოლოო ფორმირება სწორედ პროტეროზოური ერის მეორე ნახევარში (რიფეულში) გამოვლენილმა მოძრაობებმა განაპირობეს.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 156.
  • Зайцев Н. С., особенности тектонического строения Саяно-Алтайской складчатой области, წგნ.: Складчатые области Евразии, М., 1964;
  • Салоп Л. И., Геология Байкальской горной области, т. 2, М., 1967.

Tags:

1932დასავლეთი ევროპადედამიწის ქერქითურქეთიირანიკავკასიონიკამბრიული სისტემანიკოლოზ შატსკიპროტეროზოური ეონირუსული ენატიან-შანიურალიყაზახეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მანასკერტის ბრძოლაკოსმოპოლიტიზმიქართლ-კახეთის სამეფოევროკავშირითავისუფლება (ფილოსოფია)დავით IIIნარკომანიაჰორმონებიმონოგამიააგამემნონიინფორმაციაანემიანაციონალიზმიქანი (გეოლოგია)დაუნის სინდრომისტამბოლიმთავარი გვერდიროსტომი (ქართლის მეფე)აგენტიცისფერყანწელებისესილია თაყაიშვილისაქართველოს კონსტიტუციამამებისა და შვილების ბრძოლანათურაინგლისიპიერ პაოლო პაზოლინისაგრადა-ფამილიაარაბთა სახალიფოერნესტო ჩე გევარარუსეთ-საქართველოს ომი (1921)ცხოველებიჩარლი ჩაპლინიავტორიტარიზმივერცხლიმარტივი რიცხვიკავკასიონიჭადრაკიკურდღელიჩუტყვავილათელავინიადაგიდათვიMemento moriგაერთიანებული სამეფოილია ჭავჭავაძეკუნილინგუსიჰემანგიომაბუდაპეშტიტკიპებიბიპოლარული აშლილობასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024მენსტრუაციაერთეულთა საერთაშორისო სისტემაპოლიტიკური პარტიები საქართველოშისანტიმეტრიათენიტუბერკულოზიაჭარაეკოლოგიადიდგორის ბრძოლაბერძნული მითოლოგიაასპინძის ბრძოლანაცვალსახელითეიმურაზ Iქართული ვაზის ჯიშებიუქმე დღეები საქართველოშიაბას I (ირანი)ბგერალაშა ბექაურითურქეთიკორუფციაკომუნიკაციასერბეთიჰექტარიდეციმეტრიპითაგორას თეორემანიკა გვარამიაალექსანდრე I დიდი🡆 More