ახალი ჰანოვერი

ახალი ჰანოვერი (ინგლ.

ეკუთვნის სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეას. ადმინისტრაციულად შედის აილენდსის რეგიონის ახალი ირლანდიის პროვინციაში.

ახალი ჰანოვერი
მშობ. სახელი: ინგლ. New Hanover Island
ახალი ჰანოვერი
კუნძულ ახალი ჰანოვერის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ბისმარკის არქიპელაგი
კოორდინატები 2°30′S 150°15′E / 2.5° ს. გ. 150.25° ა. გ. / -2.5; 150.25
ფართობი 1227,1 კმ²
სიგრძე 58 კმ
სიგანე 31 კმ
უმაღლესი წერტილი 957 მ
რეგიონი აილენდსი
პროვინცია ახალი ირლანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 17 160 (2000)
სიმჭიდროვე 13,984 ად. /კმ²

გეოგრაფია

კუნძული ახალი ჰანოვერი წარმოადგენს საკმაოდ დიდ კუნძულს ბისმარკის არქიპელაგის შემადგენლობაში, რომელსაც გარს ეკვრის წყნარი ოკეანის და ბისმარკის ზღვის წყლები. კუნძული მდებარეობს კუნძულ ახალი ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ მხარესთან, რომლისგანაც გამოყოფილია რამდენიმე მომცრო კუნძულიანი სრუტით. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 1250 კმ-ში.

კუნძულის ფართობი შეადგენს 1227,1 კმ²-ს. აქვს ოვალური ფორმა. მაქსიმალური სიგრძე შეადგენს 58 კმ-ს, ხოლო სიგანე — 31 კმ-ს. კუნძულის მაქსიმალური წერტილი აღწევს 957 მეტრს. გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა.

კლიმატი კუნძულზე ტროპიკულია. განიცდის დამანგრეველი მიწისძვრების ზემოქმედებას.

ისტორია

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენები არიან ნიდერლანდელი მოგზაურები ვილემ სხაუტენი და იაკობ ლემერი, რომლებმაც კუნძული აღმოაჩინეს 1616 წელს. 1767 წელს კუნძული შეისწავლა ბრიტანელმა ზღვაოსანმა ფილიპ კარტერეტმა, რომელმაც პირველად მონიშნა ის, როგორც ცალკე კუნძული და დაარქვა მას დღეისათვის არსებული სახელი.

1884 წელს კუნძული გახდა გერმანიის პროტექტორატის ნაწილი ოკეანეთში, ხოლო 1914 წელს მისი ოკუპაცია მოახდინა ავსტრალიამ. 1921 წლიდან კუნძული იმყოფება ავსტრალიის მმართველობის ქვეშ ერთა ლიგის, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატის საფუძველზე. 1975 წლიდან კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.

სქოლიო

Tags:

აილენდსიახალი ირლანდია (პროვინცია)ინგლისური ენაკუნძულიპაპუა-ახალი გვინეაწყნარი ოკეანე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლაშა ტალახაძეთერგდალეულებისახელმწიფოფშავიკალათბურთიკახეთიქალწული (ასტროლოგია)ეპითეტიშველიჰიდროცეფალიადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაქართლის სამეფოკილოგრამიმგელივატიკანიპლანეტაბალდუინ IV იერუსალიმელირეზოლუციაიმერეთიხელისუფლების დანაწილებაკურდღელიაკონკაგუაპლურალიზმილადო გუდიაშვილიჰექტარიკალიებიმიტოზილადო ასათიანიბაგრატის ტაძარიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ნათურაეთერ ლიპარტელიანიკომუნიზმიაპენდიციტიფრინველთა მიმოფრენამასშტაბითევდორე კველთელიბაზალეთის ტბატოტალიტარიზმითირკმელიჩინგიზ-ყაენიჭიაკოკონობასაქართველოს მდინარეების სიაEuropebetვინსენტ ვან გოგივიკისაწყობივეფხვიშხარასულხან-საბა ორბელიანიზუგდიდიმარქსიზმიმონოგამიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაძველი ეგვიპტებუნების დაცვანიჰილიზმიმიგრაციაზაქარია ფალიაშვილიინგლისიკვადრატიდედამიწის ისტორიალეონარდო და ვინჩიმარტივი და შედგენილი რიცხვებიევროკავშირიმთაწმინდასაქართველოს ტერიტორიული მოწყობათრომბოციტებიჰეკლაისრაელიალეგორიალურჯი ვეშაპიაშშ-ის ისტორიასამებაბარდა სკლიაროსიგიორგი მაზნიაშვილიტონა🡆 More