საფეხბურთო კლუბი ატალანტა

„ატალანტა“ (იტალ.

დაარსდა 1907 წელს. ასპარეზობს იტალიის სერია A-ში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ატლეტი აძური დ'იტალიაზე, რომელიც 26 562 მაყურებელს იტევს.

ატალანტა
ატალანტას ლოგო
სრული სახელი Atalanta Bergamasca Calcio SpA
მეტსახელი ღმერთები (იტალ. La Dea)
შავ-ლურჯები (იტალ. Nerazzurri)
Orobici
დაარსდა 8 ოქტომბერი, 1907; 116 წლის წინ (1907-10-08)
სტადიონი ატლეტი აძური დ'იტალია,
ბერგამო, იტალია
(ტევადობა: 26,562 მაყურებელი)
პრეზიდენტი იტალიის დროშა ანტონიო პერკასი
მწვრთნელი იტალიის დროშა ჯან პიერო გასპერინი
კაპიტანი იტალიის დროშა კრისტიან რაიმონდი
ლიგა სერია A
2019–20 სერია A, მე-3
საიტი ოფიციალური საიტი
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
ძირითადი ფორმა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
რეზერვის ფორმა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
საფეხბურთო კლუბი ატალანტა
მესამე ფორმა

1963 წელს კლუბმა შეძლო იტალიის თასის მოგება, ხოლო 1987 და 1996 წლებში ფინალში გასვლა. 1988 წელს, სერია B-ში ასპარეზობისას, „ატალანტა“ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში გავიდა და დააფიქსირა საუკეთესო შედეგი უეფა-ს საკლუბო ტურნირებზე, არაუმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბთა შორის („კარდიფ სიტისთან“ ერთად). „ატალანტამ“, ასევე, 2-ჯერ მიიღო მონაწილეობა უეფა-ს თასის გათამაშებაში, 1990–91 წლების სეზონში გავიდა 1/4 ფინალამდე.

ისტორია

ადრეული წლები

„ატალანტა“ ჩამოყალიბდა 1907 წლის 8 ოქტომბერს. ბერგამოში საფეხბურთო კლუბი 1904 წლიდან არსებობდა. კლუბი დააარსეს შვეიცარიელმა ემიგრანტებმა, როგორც საფეხბურთო კლუბი „ბერგამო“. სახელი „ატალანტა“ აღებულია ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ ატალანტესგან (იტალ. Atalanta). იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კლუბს 1914 წლამდე ოფიციალურად არ აღიარებდა. ახლანდელი კლუბი შეიქმნა ორი კლუბის, „ატალანტას“ და „ბერგამასკას“ შერწყმის შედეგად. თავდაპირველად კლუბის ფერები იყო შავი და თეთრი, ხოლო სარეზერვო ფორმაზე ლურჯი და თეთრი ფერები იყო. შერწყმა მოხდა 1924 წელს და კლუბს ეწოდა „ატალანტა ბერგამასკა დი გიმნასტიკა ე შერმა 1907“ (იტალ. Atalanta Bergamasca di Ginnastica e Scherma 1907). 1928 წლიდან კლუბის საშინაო არენა გახდა ვიალე ჯულიო ჩეზარეს სტადიონი.

იტალიის ლიგას „ატალანტა“ 1929 წელს შეუერთდა. სერია A-ში პირველად აღზევდა 1937 წელს, თუმცა პირველივე სეზონში დაქვეითდა. 1940 წელს დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში, სადაც 1959 წლამდე იასპარეზა. სერია B-ში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, კლუბი კვლავ აღზევდა სერია A-ში და მომდევნო ათწლეულის მანძილზე შეინარჩუნა ადგილი.

1948 წელს კლუბმა დააფიქსირა საუკეთესო შედეგი უმაღლეს ლიგაში, დაიკავა მე-5 ადგილი. 1981 წელს, „ატალანტა“ სერია C1-ში დაქვეითდა. ეს იყო დარტყმა, რამაც შემდგომი პროგრესი განაპირობა. შემდეგში კლუბი დაბრუნდა სერია B-ში, ერთი სეზონის შემდეგ კი, 1984 წელს, სერია A-ში. „ატალანტას“ უჭირდა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, შედეგად მრავალჯერ დაქვეითდა, 1987, 1994, 1998, 2003, 2005 და 2010 წლებში. 2011 წელს, მფლობელის შეცვლის შედეგად კლუბმა შეძლო სერია A-ში დაბრუნება.,

„ატალანტა“ ერთადერთ ტიტულს დაეუფლა 1963 წელს, როდესაც მოიგო იტალიის თასი. კლუბს ასევე ჰქონდა მცირე მიღწევები ევროტურნირებზე, რამდენიმე შემთხვევაში დამარცხდა მოწინააღმდეგესთან, რომელიც შემდგომში იმ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ევროტურნირებზე

თასების მფლობელთა თასის 1987–88 წლების სეზონში, 1/4 ფინალში „ატალანტას“ მოწინააღმდეგე უელსის საფეხბურთო კლუბი „მერტირ-ტიდვილი“ იყო. პირველი მატჩი უელსელთა გამარჯვებით, 2–1 დასრულდა. ხოლო ბერგამოში გამართულ საპასუხო მატჩში „ატალანტამ“ 2–0 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელგიურ „მეხელენთან“ დამარცხდა. თუმცა, „ატალანტა“ გახდა ერთ-ერთი კლუბი მათ შორის, რომელთაც შეძლეს ევროტურნირზე ასპარეზობა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გარეშე. მე-2 კლუბი რომელმაც ეს შეძლო, იყო უელსური „კარდიფ სიტი“.

1990–91 წლების სეზონში „ატალანტამ“ შეძლო უეფა-ს თასის 1/4 ფინალში გასვლა, სადაც ასევე იტალიურ „ინტერთან“ დამარცხდა, „მილანმა“ ფინალში „რომა“ დამარცხა. 1991 წლის შემდეგ კლუბს ევროტურნირებზე არ უასპარეზია. სერია A-ში დაკავებული მე-7 ადგილის შემდეგ, 2001 წელს, კლუბს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ინტერტოტოს თასის გათამაშებაში, მაგრამ „ატალანტამ“ უარი განაცხადა და მის მაგივრად ტურნირზე „ბრეშია“ გამოვიდა, რომელიც მხოლოდ ფინალში დამარცხდა, ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“.

2000-დან

ბოლო წლებში, კლუბი სერია A-დან 3-ჯერ დაქვეითდა: 2002–03, 2004–05 და 2009–10 წლების სეზონებში, მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთი სეზონის შემდეგ შეძლო უმაღლეს ლიგაში დაბრუნება.

2011–12 წლების სეზონში, იტალიის საფეხბურთო სკანდალის გამო „ატალანტას“ 6 ქულა გამოაკლდა. მიუხედავად ამისა, კლუბმა 38 მატჩში დააგროვა 52 ქულა და დააფიქსირა იმ დროისთვის საუკეთესო შედეგი კლუბისთვის. შემდეგ წელს, იგივე მიზეზის გამო კლუბს 2 ქულა გამოაკლდა. „ატალანტამ“ მე-15 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში და აირიდა დაქვეითება. 2013–14 წლების სეზონში, სერია A-ში დაიკავა მე-11 ადგილი.

2014–15 წლების სეზონში, მიუხედავად კარგი თამაშისა, „ატალანტა“ იბრძოდა ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის. სეზონის დასაწყისში, მწვრთნელად დაინიშნა სტეფანო კოლატუონო. 2015 წლის 4 მარტს, მას შემდეგ, რაც კლუბი 3 ქულით გადაურჩა გასავარდნ ზონაში მოხვედრას, კოლატუონომ თანამდებობა დატოვა. 2015–16 წლების სეზონში მწვრთნელის პოსტი ედოარდო რეიამ დაიკავა, მისი მეთაურობით „ატალანტამ“ მე-13 ადგილი დაიკავა.

2016–17 წლების სეზონის სუსტად დაწყების გამო, მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი გადადგომის პირას იყო, მაგრამ სწრაფად მოპოვებული დადებითი შედეგების შემდეგ კლუბმა 72 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და მოიპოვა ევროპის ლიგის საგზური. 26 წლიანი პაუზის შემდეგ „ატალანტამ“ კვლავ შეძლო ევროტურნირებზე გასვლა.

მიღწევები

საშინაო

  • სერია B
    • ჩემპიონი (6): 1927–28, 1939–40, 1958–59, 1983–84, 2005–06, 2010–11
    • მე-2 ადგილი (4): 1936–37, 1970–71, 1976–77, 1999–2000
  • სერია С1
    • ჩემპიონი (1): 1981–82
  • იტალიის თასი
    • გამარჯვებული (1): 1962–63
    • ფინალისტი (3): 1986–87, 1995–96, 2018–19
  • ვიარეჯოს ტურნირი
    • ჩემპიონი (2): 1969, 1993
    • მე-3 ადგილი (5): 1955, 2008, 2010, 2011, 2012

ევროტურნირებზე

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საფეხბურთო კლუბი ატალანტა  ალბანეთი ერტიტ ბერიშა
3 მცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  ბრაზილია რაფაელ ტოლოი
4 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ბრაიან კრისტანტე
5 მცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ანდრეა მასიელო
6 მცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  ბოსნია და ჰერცეგოვინა ერვინ ზუკანოვიჩი
7 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია მარკო დ'ალესანდრო
8 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ჯულიო მიგლიაჩო
9 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  სერბეთი ალექსანდრე პეშიჩი
10 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  არგენტინა ალეხანდრო გომესი
11 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა   შვეიცარია რემო ფროილერი
13 მცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია მატია კალდარა
24 მცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ანდრეა კონტი
25 მცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  საფრანგეთი აბდულაი კონკო
27 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  სლოვენია იასმინ კურტიჩი
29 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ანდრეა პეტანია
31 მეკარე საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ფრანჩესკო როსი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
33 მცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  ნიდერლანდები ჰანს ჰატებოერი
37 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ლეონარდო სპინაძოლა
43 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ალბერო პალოში
47 მეკარე საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია სტეფანო მაძინი
52 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  ეკვადორი ბრაიან კაბესასი
77 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია კრისტიან რაიმონდი (კაპიტანი)
91 მეკარე საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია პიერლუიჯი გოლინი
92 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია სალვატორე მოლინა
93 მცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  სენეგალი ბუკარი დრამე
94 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ფილიპო მელეგონი
95 მცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  იტალია ალესანდრო ბასტონი
99 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  კოტ-დ’ივუარი ემმანუელ ლატე ლათი
- თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  დანია ანდრეას კორნელიუსი
- ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  გერმანია რობინ კოსენსი
- ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  ბრაზილია ჟოან შმიდტი
- ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი ატალანტა   შვეიცარია ნიკოლას ჰაასი

ევროტურნირებზე

სეზონი ტურნირი ეტაპი კლუბი შინ გასვლითი ჯამში
1963–64 თასების მფლობელთა თასი 1-ლი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  სპორტინგი ლისაბონი 2–0 1–3 3–3
1987–88 თასების მფლობელთა თასი 1-ლი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  მერიტირ-ტიდვილი 2–0 1–2 3–2
მე-2 საფეხბურთო კლუბი ატალანტა  ოფი 2–0 0–1 2–1
1/4 ფინალი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  სპორტინგი ლისაბონი 2–0 1–1 3–1
1/2 ფინალი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  მეხელენი 1–2 1–2 2–4
1989–90 უეფა-ს თასი 1-ლი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  სპარტაკი მოსკოვი 0–0 0–2 0–2
1990–91 უეფა-ს თასი 1-ლი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  დინამო ზაგრები 0–0 1–1 1–1(ს.)
მე-2 საფეხბურთო კლუბი ატალანტა  ფენერბაჰჩე 4–1 1–0 5–1
მე-3 საფეხბურთო კლუბი ატალანტა  კელნი 1–0 1–1 2–1
1/4 ფინალი საფეხბურთო კლუბი ატალანტა  ინტერი მილანი 0–0 0–2 0–2

რესურსები ინტერნეტში

საფეხბურთო კლუბი ატალანტა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

საფეხბურთო კლუბი ატალანტა ისტორიასაფეხბურთო კლუბი ატალანტა მიღწევებისაფეხბურთო კლუბი ატალანტა მიმდინარე შემადგენლობასაფეხბურთო კლუბი ატალანტა ევროტურნირებზესაფეხბურთო კლუბი ატალანტა რესურსები ინტერნეტშისაფეხბურთო კლუბი ატალანტა სქოლიოსაფეხბურთო კლუბი ატალანტა1907ბერგამოიტალიაიტალიის სერია Aიტალიური ენალომბარდიაფეხბურთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მეორე მსოფლიო ომიპროტესტანტული რეფორმაციავულკანიავტომობილიჰააგათურქეთიგიორგი ლეონიძენახშირბადიმთაბერძენ-სპარსელთა ომებისიონის ტაძარივიკიპედიაენერგიათანდებულიანდებიგია ყანჩელისახელმწიფოანა კალანდაძელიტრიხელოვნებაგლობალური დათბობარელიგიაკაცია-ადამიანი?!ბელგიაშემოდგომალომი (ასტროლოგია)ჰორმონებიასურელი მამებიმზის სისტემანილოსიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაკვადრატისაქართველოს პრემიერ-მინისტრისაფრანგეთილეიკოციტოზიამფიბიებივარძიაელექტრული დენიმტირალას ეროვნული პარკივიკისაწყობირიცხვითი სახელიწყნარი ოკეანეატმოსფერული წნევადათა თუთაშხიამერწყულიიოჰან სებასტიან ბახიაზიარელიგია საქართველოშიგეორგიევსკის ტრაქტატიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსოლომონ Iალცჰაიმერის დაავადებაშხარაზურმუხტინაციონალიზმიქრომოსომაშარკა ბლუჯიხვიშამქორის ბრძოლა (1195)კუნილინგუსიშვედეთიგიული ჩოხელიეკვატორული კლიმატური სარტყელიგველის-მჭამელიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასითბოსაქართველოს პარლამენტირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეჰიპერბოლა (ენა)მიქელანჯელო ბუონაროტისეფსისიხვიჩა კვარაცხელიაპოლონეთიბარსელონასაქართველო XVIII საუკუნეშირუსუდანი🡆 More