ანატოლი სლივკო

ანატოლი სლივკო (რუს.

28 დეკემბერი, 1938 — გ. 16 სექტემბერი, 1989) — საბჭოთა სერიული მკვლელი. მოქმედებდა სტავროპოლის მხარეში, 1964-1985 წლებში. რსფსრ დამსახურებული მასწავლებელი (1977). ანატოლი სლივკოს სახელთანაა დაკავშირებული 7 მკვლელობა. იმსხვერპლა 7 წლიდან 17 წლამდე ასაკის ბიჭები. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.

ანატოლი სლივკო
ანატოლი სლივკო
ანატოლი სლივკო
ნამდვილი სახელი ანატოლი სლივკო
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1938
დაბ. ადგილი იზბერბაში, დაღესტანი
გარდაცვალების თარიღი 16 სექტემბერი, 1989
გარდაცვალების ადგილი ნოვოჩერკასკი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
განაჩენი დახვრეტა
მოტივი სექსუალური

1961 წელს ანატოლი სლივკო გახდა ავტოკატასტროფის მოწმე, სადაც დაიღუპა პიონერის ფორმაში ჩაცმული პატარა ასაკის ბავშვი. სახლში მისვლისთანავე სლივკომ ორგაზმი განიცადა. მოგვიანებით იგი ავარიას იხსენებდა, როგორც ბენზინისა და ცეცხლის სუნს. სლივკომ მალევე გამოიყენა სიტუაცია ბავშვთა კლუბში. მან გადაწყვიტა თავისი ამ უბედური შემთხვევის — ფანტაზიის რეალობად ქცევა, ამისათვის, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სლივკო 13-17 წლამდე ასაკის ბავშვებთან ახლო ურთიერთობაში შედიოდა. შემდეგ ბიჭებს პიონერის ფორმაში გამოაწყობდა (ისე როგორც მან ნახა პიონერის ფორმაში ჩაცმული გარდაცვლილი ბავშვი). სლივკო თავიდანვე ახლო მეგობრულ კავშირს იჭერდა ბიჭებთან, შემდეგ ცდებს ატარებდა მათზე, რომლის ძირითადი შედეგი იყო ბავშვის უგონო მდგომარეობამდე მიყვანა.

სლივკომ 21 წლის განმავლობაში 43 ბავშვი დაიყოლა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. როდესაც ბავშვები უგონო მდგომარეობაში იყვნენ სლივკო მათ ეფერობოდა, ყოველივეს კამერაზე იღებდა, მასტურბირებდა. რამდენიმე შემთხვევაში ბავშვები ცდას გადაურჩნენ. 7 შემთხვევაში სლივკო მეტად ძალადობრივად მოქმედებდა. როდესაც ბავშვები უგონო მდგომარეობაში იყვნენ სლივკო მათ სხეულებს ანაწევრებდა, შემდეგ ბენზინს ასხამდა მათ ტანზე და კიდურებზე, უკიდებდა ცეცხლს და თვალყურს ადევნებდა ყოველივეს. ჩვეულებრივ, მსხვერპლის ფეხსაცმელს სამახსოვროდ ინახავდა. მომხდარს კამერაზე აფიქსირებდა, იღებდა ფოტოსურათებსაც.

პირველად სლივკომ მკვლელობა ჩაიდინა 1964 წელს. 9 წლის შემდეგ, 1973 წლის 14 ნოემბერს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 15 წლის ბიჭი სახელად ალექსანდრე ნესმეიანოვი. ორი წლის შემდეგ, 1975 წლის 11 მაისს, გაუჩინარდა 11 წლის ანდრეი პოგასიანი, ხოლო 1980 წელს გაუჩინარდა 13 წლის სერგეი ფატსიევი. ნესმეიანოვი, პოგასიანი და ფატსიევი იყვნენ სლივკოს მიერ ჩამოყალიბებული კლუბის — „ჩერგიდის“ წევრები. 1985 წლის 23 ივლისს სლივკომ ჩაიდინა თავისი უკანასკნელი მკვლელობა. მსხვერპლი გახდა 13 წლის სერგეი პავლოვი.

1985 წლის 28 დეკემბერს ანატოლი სლივკო დააპატიმრეს. 1986 წლის იანვარ-თებერვალში სლივკომ მიიყვანა გამომძიებლები დანაშაულის ადგილზე. სასამართლომ გამოუტანა სასჯელის უმაღლესი ზომა — სიკვდილით დასჯა. ანატოლი სლივკო სასამართლოს განაჩენის თანახმად, დახვრიტეს ნოვოჩერკასკის ციხეში 1989 წლის 16 სექტემბერს.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

16 სექტემბერი1938196419771985198928 დეკემბერირუსული ენასერიული მკვლელისტავროპოლის მხარე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნეპალიიალბუზისაქართველოს დამოუკიდებლობის დღემეტაბოლიზმითბილისის კურორტების ჯგუფილიმფოციტებიკახეთის აჯანყება (1659)დუნაიThe Beatlesმიკროორგანიზმებიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიოქროს საწმისიინგლისინიკო ნიკოლაძედიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენადათა თუთაშხიაირემიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითფრინველთა მიმოფრენასაფრანგეთის რევოლუციაენერგიაჰიმალაისამეგრელობიპოლარული აშლილობაევოლუციამოსწავლედათვისინგაპურისიტყვაპირველი მსოფლიო ომითემურლენგიეგვიპტის პირამიდებიკათოლიციზმიდონ კიხოტიბაში-აჩუკი (ფილმი)ფილების ტექტონიკამიუზიკლიამერიკის შეერთებული შტატებიპორტუგალიაიმპრესიონიზმიასურელი მამებიმგელიელინიზმისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითანემიაინგლისის რევოლუციარიტმიზურიკო დავითაშვილიკურო (ასტროლოგია)პროტესტანტული რეფორმაციაკლიმატის ცვლილებაბერნიგრენლანდიაკლაუს მაინეფემინიზმიახალქალაქიკვადრატული კილომეტრიFacebookლესოთოაბას I (ირანი)მცენარეებისიურრეალიზმილევანტე (საფეხბურთო კლუბი)თავისუფლება (ფილოსოფია)თევზები (ასტროლოგია)საბერძნეთიმთვარელობოტომიაათენისიმსივნეაფრიკათურქეთიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიკარლეს პუჩდემონიადოლფ ჰიტლერი🡆 More