აბდულ-ჰალიმ სადულაევი

აბდულ–ჰალიმ სადულაევი (ჩეჩ.

2 ივნისი, 1967 ― გ. 17 ივნისი, 2006) — ჩეჩნეთის მე–4 პრეზიდენტი. მისმა მმართველობამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა, რადგან მოკლეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და პრორუსული ჩეჩნური ძალების გაერთიანებული თავდასხმის შედეგად. ხანმოკლე პრეზიდენტობის მიუხედავად, მან მოახერხა მოეპოვებინა არა მხოლოდ ჩეჩენი სეპარატისტების, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მებრძოლი ანტირუსულად განწყობილი მუსლიმების კეთილგანწყობაც. ასევე შეძლო დაეყოლიებინა ექსტრემისტი შამილ ბასაევი უარი ეთქვა ტერორიზმზე, შედეგად, მისი მმართველობის პერიოდში არც ერთი სერიოზული ტერორისტული აქტი არ განხორციელებულა.

ბიოგრაფია

სადულაევი დაიბადა 1967 წლის 2 ივნისს ქალაქ არღუნში, გავლენიან ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა გროზნოს უნივერსიტეტში, ჩეჩნური ენისა და ლიტერატიროს ფაკულტეტზე, თუმცა სწავლის დამთავრება ვეღარ შეძლო, რადგან სწორედ ამ პერიოდში, 1994 წელს, რუსეთი თავს დაესხა ჩეჩნეთის რესპუბლიკას. დაიწყო რუსეთ–ჩეჩნეთის პირველი ომი. სადულაევი მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა და დაიწყო ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ.

მებრძოლის გარდა, ის იყო მშობლიური ქალაქის იმამი,. თეოლოგი და 1996 წლიდან ტელევიზიით რეგულარულად კითხულობდა ლექციებს ისლამური ღვთისმეტყველების შესახებ.

1999 წელს ასლან მასხადოვმა სადულაევი კონსტიტუციური რეფორმის კომისიის წევრად დანიშნა. მოგვიანებით მანვე შესთავაზა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი, მაგრამ აბდულმა უარი განაცხადა, მიზეზად კი შესაბამისი იურიდიული განათლების არ ქონა დაასახელა და ამიტომ თავს სხვა ადამიანების განსჯის უფლებას ვერ მისცემდა.

პრეზიდენტის პოსტზე

როდესაც რუსეთ–ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო, სადულაევი კვლავ ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. მალე ის ერთ–ერთი საუკეთესო სარდალი გახდა და 2002 წელს მასხადოვმა პრეზიდენტის პოსტზე თავის შემცვლელად დაასახელა. 2005 წლის 8 მარტს მასხადოვი მოკლულ იქნა რუსული სამხედრო ძალების მიერ, რის შემდეგაც მისი პოსტი სადულაევმა დაიკავა. მას მიაჩნდა, რომ დამოუკიდებლობის მოიპოვებისთანავე დემოკრატიულად, არჩევნების გზით უნდა აერჩიათ პრეზიდენტი.

სადულაევს იდეოლოგიურის გარდა პირადი მიზეზიც ჰქონდა რუსეთთან საბრძოლველად. 2003 წელს რუსმა სამხედროებმა მისი მეუღლე გაიტაცეს და იმ მიზნით, რომ ქმრის ადგილსამყოფელი ეთქმევინებინათ, სასტიკი წამებით მოკლეს.

გარდაცვალება

2006 წლის 17 ივნისს სადულაევი მოკლეს მშობლიურ ქალაქ არღუნში, რუსული 12–კაციანი სამხედრო ჯგუფის მიერ. მისი გარდაცვალების შესახებ რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთის მიხედვით, იგი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ორ ჩეჩენ მებრძოლთან ერთად, თუმცა გარდაცვალებამდე მან და მისმა თანამებრძოლებმა ხუთი რუსი ჯარისკაცის მოკვლა მოასწრეს. ამასთან, გავრცელდა ხმა, რომ უცნობმა ინფორმატორმა მისი ადგილსამყოფელი მცირე თანხის საფასურად გასცა; მეორე ვერსიით კი სადულაევის მკვლელობა შემთხვევითია. რუსმა სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ ის კონკრეტულ სახლში იმყოფებოდა, მხოლოდ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მშობლიურ ქალაქში იყო დაბინავებული. ამიტომ მთელს არღუნში დადიოდნენ და ეძებდნენ სახლს, რომელშიც შეიძლებოდა თავი შეეფარებინა. ერთ–ერთ ასეთ საეჭვო სახლში შესვლისას მათ ეზოდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ორი რუსი ოფიცერი, გადარჩენილებმა კი უკან დახევისას სახლში ყუმბარა შეაგდეს. სწორედ ამ ყუმბარამ იმსხვერპლა 39 წლის სადულაევი.

რესურსები ინტერნეტში

აბდულ-ჰალიმ სადულაევი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

აბდულ-ჰალიმ სადულაევი ბიოგრაფიააბდულ-ჰალიმ სადულაევი პრეზიდენტის პოსტზეაბდულ-ჰალიმ სადულაევი გარდაცვალებააბდულ-ჰალიმ სადულაევი რესურსები ინტერნეტშიაბდულ-ჰალიმ სადულაევი სქოლიოაბდულ-ჰალიმ სადულაევი17 ივნისი19672 ივნისი2006ტერორიზმიშამილ ბასაევიჩეჩნეთიჩეჩნური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

Facebookმარილებისაქართველოს სატელეფონო კოდებიპრომეთეთინათინ ჭულუხაძემართლმადიდებლობამელანეიტროფილებიბირთვული იარაღიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაალექსანდრე I დიდიშინაური ძაღლიქართველები რუსეთშირუსეთიკოლხეთის სამეფომონოგამიარესპუბლიკაგიორგი ლეონიძეხორვატიასაჭმლის მომნელებელი სისტემაოქროს საწმისითბილისის ისტორიაკილიმანჯაროკუთხეგიორგი მაზნიაშვილიამინომჟავებიძაღლიბერძნული მითოლოგიალიტრიმიქელანჯელო ბუონაროტინაციონალიზმისისხლის მიმოქცევის სისტემაბათუმის ბოტანიკური ბაღიგოდერძის უღელტეხილიპოლიტიკაშხარადედამიწაფშავიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაიმერეთის მხარეირანისტეფანე მღებრიშვილიოგანესონიდათვიდოლისაქართველოს პრემიერ-მინისტრიმზემსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითჩემი ცოლის დაქალებიდედოფალატყევეფხისტყაოსანიალჟირიერეკლე IIდემოკრატიაგიორგი I (საქართველოს მეფე)ბაქტერიებისაფრანგეთისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისშალვა პაპუაშვილიადამიანის ჩონჩხიკალიებინარკოტიკიევროპის საბჭობაზალეთის ტბამიხეილ სააკაშვილიმეიოზიზმნიზედააშშ-ის პრეზიდენტების სიასაქართველოს სამხედრო წოდებებიზედსართავი სახელივიქტორ ორბანიენდომეტრიოზილონდონიექსპრესიონიზმიგველები🡆 More