The Yardbirds

The Yardbirds — ინგლისური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1963 წელს.

1960-იანებში მას ჰქონდა მთელი რიგი ჰიტების, მათ შორის - „For Your Love“, „Heart Full of Soul“, „Shapes of Things“ და „Over Under Sideways Down“. ჯგუფში დაიწყო გიტარისტების, ერიკ კლეპტონის, ჯიმი პეიჯის და ჯეფ ბეკის კარიერა - ყოველი მათგანი შემდგომში Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში მოხვდა.

The Yardbirds
The Yardbirds
The Yardbirds, 1966. მარცხნიდან: ჯეფ ბეკი, ჯიმი პეიჯი, კრის დრეია, კით რელფი და ჯიმ მაკ-კარტი.
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1963–1968
  • 1992–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
  • ჯიმ მაკ-კარტი
  • კენი აარონსონი
  • ჯონ აიდენი
  • ჯონი ა.
  • მაიკ სკევონი
ყოფილი წევრები იხილეთ წევრების სრული სია
საიტი theyardbirds.com
The Yardbirds ვიკისაწყობში

ჯგუფი, რომელიც ცნობილი იყო ინსტრუმენტული შუალედური იმპროვიზაციებით, შემდგომში ასრულებდა კომპოზიციებს პოპ-მუსიკის, ფსიქოდელიური და მძიმე როკის ელემენტებით. მან გავლენა იქონია 1960-იანებში ჩამოყალიბებულ ტრადიციებზე, რომლებიც უკავშირდება ელექტროგიტარის ჟღერადობას. ჯგუფის საავტორო კომპოზიციების დიდი ნაწილის ავტორები იყვნენ ვოკალისტი კით რელფი, დრამერი ჯიმ მაკ-კარტი და ბასისტი და პროდიუსერი პოლ სემუელ-სმითი. ისინი, რიტმულ გიტარისტ და ბასისტ კრის დრეიასთან ერთად, შეადგენდნენ ჯგუფის ძირითად ნაწილს.

ჯგუფის გავლენა დროთა განმავლობაში გაიზარდა. მათ იქონიეს გავლენა ისეთ კოლექტივებზე, როგორიც არიან Count Five და The Shadows of Knight. როკის კრიტიკოსები და ისტორიკოსები თვლიან, რომ The Yardbirds-მა, თუ არ შექმნა, სულ მცირე, წვლილი შეიტანა „ფსიქოდელიური მუსიკის დაბადებაში“, საფუძველი ჩაუყარა პანკ-როკის, პროგრესული როკის და მძიმე მეტალის, ისევე, როგორც სხვა ჟანრების ადრეულ ფორმებს.

1968 წელს ჯგუფი დაიშალა. ჯიმი პეიჯი, წამყვანი გიტარისტი, ლედ ზეპელინის წევრი გახდა, რელფის და მაკ-კარტის მიერ ჩამოყალიბდა სიმფონიური როკ-ჯგუფი Renaissance. The Yardbirds 1990-იანებში აღდგა, მაკ-კარტის, დრეიას და სხვა ახალი წევრების მონაწილეობით. ისინი 1992 წელს გახდნენ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრები. Rolling Stone-მა კოლექტივი შეიყვანა „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში და VH1-ის „მძიმე როკის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში #37 ადგილს იკავებდა.

დისკოგრაფია

  • Five Live Yardbirds (1964)
  • For Your Love (1965)
  • Having a Rave Up with The Yardbirds (1965)
  • Roger the Engineer (1966)
  • Little Games (1967)
  • Birdland (2003)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1963ერიკ კლეპტონიინგლისიროკ-მუსიკაჯეფ ბეკიჯიმი პეიჯი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დედამიწაჭიათურაკირჩხიბი (ასტროლოგია)ჰარი პოტერიანდრია მოციქულილელობურთივიკისაწყობისომხური სამოციქულო ეკლესიაუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)ვეფხისტყაოსანიფერისცვალებაყაზახეთიმემარჯვენეობაესტონეთიშუშანიკის წამებაღრიანკალი (ასტროლოგია)ზმნაყივანახველაკარლეს პუჩდემონიქუთაისისოციალ-დემოკრატიაფუტინინი ბადურაშვილინონა გაფრინდაშვილიქართული ენაგიორგი კვირიკაშვილიბაბუაწვერასაქართველო IV საუკუნეშიპორტუგალიაკარცინომაპოსტსაბჭოთა სივრცესიღნაღიგერმანიის ქალაქების სიასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიმიხეილ გორბაჩოვიდაუნის სინდრომიმუნიმედეა (მითოლოგია)სახარებაბაგრატ III (საქართველოს მეფე)სექსიზმიკაცხის სვეტიცეცხლიმცხეთაპოლონეთიმათე მახარებელიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვავანივახტანგ VIგრიგოლ რობაქიძელიბერალიზმიდაღესტანირაჭაკონსტანტინე აფხაზიმოციქულებილევან აბაშიძე (მსახიობი)ბორჯომიდანიაანექსიაჯონჯოლინაკრა (მდინარე)თეთრი ბაირაღებიჰომოფობია4 მაისიტუბერკულოზიჯვარცმასოსო ჯაჭვლიანიგია გულუასაქართველოს გეოგრაფიადავით გურამიშვილიქრისტეფორე IIIქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიებივალპურგის ღამესაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020ნიგერითბილისის მეტროპოლიტენიქსენოფობია🡆 More