Sega Mega Drive (იაპონ.
Mega Drive იყო სეგას რიგით მესამე კონსოლი და Master System-ის მემკვიდრე. თავდაპირველად კონსოლი გამოვიდა იაპონიაში 1988 წელს Mega Drive-ის სახელწოდებით. ერთი წლის შემდეგ, 1989 წელს Sega Genesis სახელით გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში. კონსოლს ევროპაში Mega Drive-ს სახელწოდების ქვეშ ავრცელებდა კომპანია Virgin Mastertronic, ავსტრალიაში – Ozisoft, ხოლო ბრაზილიაში – TecToy. სამხრეთ კორეაში Super Gam*Boy-ის სახელით (მოგვიანებით Super Aladdin Boy) დისტრიბუციას უწევდა Samsung.
Mega Drive / Sega Genesis | |
---|---|
ზედა:ორიგინალი იაპონური Mega Drive ქვედა: Sega Genesis Model 2 | |
მწარმოებელი | Sega |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი | იაპ 29 ოქტომბერი, 1988 ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1989 PAL 30 ნოემბერი, 1990
|
საცალო გაყიდვაში | 1988-დღემდე იაპ 29 ოქტომბერი, 1988 ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1989 PAL 30 ნოემბერი, 1990
|
შეწყდა |
|
გაიყიდა | Sega:30.75 მილიონი Tec Toy: 3 მილიონი Majesco: 1.5 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Motorola 68000 @ 7.6 მგჰ Zilog Z80 @ 3.58 მგჰ |
ხმა | Yamaha YM2612 Texas Instruments Sn76489 |
ონლაინ სერვისები | Sega Meganet, Sega Chanel, XBAND |
ყველაზე გაყიდვადი თამაში |
|
უკუთავსებადობა | Sega Master System |
წინა | Sega Master System |
შემდეგი | Sega Saturn |
კონსოლი შეიქმნა კვლევითი ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰიდეკი სატო და მასამი ისიკავი. კონსოლი ძირითად პროცესორად გამოიყენებდა Motorola 68000-ს, ხოლო მეორად პროცესორად — Zilog Z80. კონსოლს ჰქონდა 900-ზე მეტი ვიდეო თამაშის მხარდაჭერა, შექმნილი Sega-სა და სხვადასხვა მესამე პირის დეველოპერების მიერ და ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. Mega Drive უკუთავსებადია Sega Master System-თან. მას ასევე გააჩნდა სხვადასხვა პერიფერიებისა და ქსელური მოწყობილობების მხარდაჭერა.
იაპონიაში Mega Drive-მა ვერ შეძლო Super Famicom-ისა და PC Engine-სთვის კონკურენციის გაწევა., თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და ბრაზილიაში. მისი წარმატება განაპირობა მასზე პორტირებულმა არკადულმა თამაშებმა, ასევე Mega Drive-ის ექსკლუზივმა „Sonic the Hedgehog“ და რამდენიმე სპორტული თამაშების სერიამ. Super Nintendo Entertainment System გამოსვლის შემდეგ, აშშ-სა და ევროპის ბაზრის დასაპყრობად Mega Drive-სა და SNES-ის შორის გაიმართა კონკურენცია, რამაც გამოიწვია სხვა 16 ბიტიანი კონსოლების ბაზრიდან გამოდევნა. ამ პერიოდს ჟურნალისტები და ისტორიკოსები მოიხსენიებენ, როგორც „კონსოლების ომს“.
აშშ-ში საერთაშორისო პოლემიკამ თამაშებში ძალადობასთან დაკაშირებით (მაგალითად როგორიც არის „Night Trap“ და „Mortal Kombat“), სეგას აიძულა შეექმნა მსოფლიოში პირველი სათამაშო კონტენტის ექსპერტიზის სისტემა „Videogame Rating Council“ (Entertainment Software Rating Board-ის წინაპარი) ამ სისტემის შეფასებების მოხმარება, Sega-ს აძლევდა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას Nintendo-ს თამაშებთან მიმართებაში. ამ ფაქტმა აიძულა ნინტენდოს თავადაც შეერთებოდა Video Rating Council-ს.
მსოფლიოს მასშტაბით სულ გაიყიდა კონსოლის 30.75 მილიონი ასლი. დამატებით, Tec Toy-მ ბრაზიალიაში გაყიდა 3 მილიონი ასლი, Majesco-მ – 1.5 მილიონი აშშ-ში, ხოლო Samsung-მა - Majesco-სთან შედარებით მცირე რაოდენობით სამხრეთ კორეაში. კონსოლი დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას ფანებს, კოლექციონერებსა და რეტროგეიმერებს შორის. 2015 წელს ლიცენზირებული ხელახალი გამოცემის გაყიდვები დაიწყო ჩრდილოეთ ამერკისა და ევროპაში. დღესდღეობით არსებობს რამდენიმე ინდი-დეველოპერი, რომელიც ქმნის თამაშებს აღნიშნული სისტემისთვის. სისტემის ბევრი თამაში ხელახლა გამოვიდა ახალი თაობის კონსოლებზე, რომლის გადმოტვირთვა შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ სერვისებიდან, მათ შორის არის: Virtual Console, Xbox Live Arcade, PlayStation Network და Steam. 1994 წლის 22 ნოემბერს სეგამ გამოსცა რიგით მეოთხე კონსოლი Sega Saturn.
This article uses material from the Wikipedia ქართული article Sega Mega Drive, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.