მუსიკოსი Sza

სოლანა იმანი როუ, ცნობილი როგორც SZA (ინგლ.

8 ნოემბერი, 1989, სენტ-ლუისი, მისური, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. სოლანა დაიბადა სენტ-ლუისში, მისურის შტატში. მან დაიწყო მუსიკის წერა 2010-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გამოუშვა ორი EP.

SZA
ინგლ. Solána Imani Rowe
მუსიკოსი Sza
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სოლანა იმანი როუ
დაბ. თარიღი 8 ნოემბერი, 1989 (1989-11-08) (34 წლის)
დაბ. ადგილი სენტ-ლუისი, მისური, აშშ
წარმოშობა სენტ-ლუისი, მისური, აშშ
ჟანრ(ებ)ი R&B
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2011 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი [https://www.szactrl.com/
SZA ვიკისაწყობში

ახალგაზრდობა

SZA დაიბადა 1989 წელს 8 ნოემბერს სენტ-ლუისში, მისურის შტატში და გაიზარდა მეიპლვუდში, ნიუ ჯერსიში. მისი მამა CNN-ის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო, ხოლო დედა AT&T-ის აღმასრულებელი დირექტორი. მუსიკოსს ჰყავს უფროსი ნახევარდა, ტიფანი დენიელსი და უფროსი ძმა - დანიელი, ცნობილი როგორც მანჰეტენი, რეპერი. მისი დედა ქრისტიანია, მამა კი მუსლიმი. მუსიკოსი ისლამის მიმდევარია.

სახელმწიფო სკოლაში სწავლის გარდა, ის დადიოდა მუსლიმთა მოსამზადებელ სკოლაში ყოველ დღე. თუმცა, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, სკოლაში მას აბულინგებდნენ, რის გამოც მუსიკოსმა შეწყვიტა ჰიჯაბის ტარება.

SZA დადიოდა კოლუმბიის საშუალო სკოლაში, სადაც ის აქტიურად იყო სპორტით დაკავებული, მათ შორის ტანვარჯიშით და ასევე იყო ჩირლიდერი. 2008 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, მან დაიწყო სწავლა დელავერის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის სწავლობდა ბიოლოგიას. მან მიატოვა სწავლა ბოლო სემესტრში და დაიწყო მუშაობა.

მუსიკოსმა თავისი სასცენო სახელი შექმნა რეპერ RZA-ს ფსევდონიმის მიხედვით. მისი სახელის ბოლო ორი ასო ნიშნავს ზიგ-ზაგს და ალაჰს, ხოლო პირველი ასო S შეიძლება ნიშნავს მხსნელს ან სუვერენს.

კარიერა

კარიერის დასაწყისში მან მოაწერა ხელი ჰიპ ჰოპ ლეიბლ Top Dawg Entertainment-თან, რომლის მეშვეობითაც მან გამოუშვა Z (2014), მისი მესამე EP და პირველი სტუდიური ალბომი. იმავე წელს მან დაწერა „Feeling Myself" ნიკი მინაჟთან და ბიონსესთან ერთად. 2016 წელს მან გამოუშვა კოლაბორაციული კომპოზიცია რიანასთან ერთად „Consideration".

SZA-ს სადებიუტო სტუდიური ალბომი, Ctrl, გამოვიდა 2017 წელს და მოიპოვა კრიტიკოსთა აღიარება. ალბომმა მიიღო სამმაგი პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ. 60-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე ალბომმა მოიპოვა ოთხი ნომინაცია. ასევე მუსიკოსმა მიიღო საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაცია. 2020 წელს ის Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომების სიაში მოხვდა. 2017 წლის აგვისტოში მან გამოუშვა Maroon 5-თან ერთად კომპოზიცია „What Lovers Do". მომდევნო წელს, მან ითანამშრომლა კენდრიკ ლამართან. მათ ერთად დაწერეს „All the Stars" შავი პანტერას საუნდტრეკისთვის. კოლაბორაცია ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის ჯილდოსა და ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში.

2020 წელს მან გამოუშვა სინგლი „Good Days". მომდევნო წელს გამოვიდა სინგლები „I Hate U" და კოლაბორაცია Doja Cat-თან ერთად „Kiss Me More". სამივე სინგლი Billboard Hot 100-ის ათეულში მოხვდა. ამ უკანასკნელმა გრემის ჯილდო მოიგო საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფური შესრულებისთვის. კომპოზიცია ასევე პირველ ადგილზე გავიდა ახალ ზელანდიაში და მიაღწია ტოპ 40-ს ათზე მეტ ქვეყანაში. ის ასევე გავიდა ტოპ ათეულში კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, ირლანდიასა და ლიეტუვაში. სიმღერას ასევე აქვს მუსიკალური კლიპი, რომლის პრემიერა შედგა სიმღერის გამოშვებიდან იმავე დღეს.

SZA-ს მეორე ალბომი, SOS, 2022 წლის დეკემბერში გამოვიდა. ალბომი პირველ ადგილზე გავიდა Billboard 200 ჩარტში და ზედიზედ რვა კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა ამ ადგილს. ალბომის სინგლები „Nobody Gets Me" და „Kill Bill" ორივე ტოპ-ათეულში მოხვდა.

2023 წელს SZA მოხვდა Rolling Stone-ის ყველა დროის 200 საუკეთესო მომღერლის სიაში.

ჯილდოები და ნომინაციები

თავისი კარიერის განმავლობაში SZA-მ მოიპოვა ერთი გრემის ჯილდო თოთხმეტი ნომინაციიდან, ოქროს გლობუსისა და ოსკარის თითო ნომინაცია. ასევე, მის რეგალიებში შედის ერთი ამერიკული მუსიკალური ჯილდო, ერთი Billboard Music Award, ორი MTV Video Music Awards, ორი BET ჯილდო. ასევე მუსიკოსმა მიიღო „Rulebreaker Award" ბილბორდის ქალთა მუსიკალურ დაჯილდოებაზე 2018 წელს. SZA-მ ასევე მიიღო Soul Train მუსიკალური ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში 2017 წელს.

2022 წლის სექტემბერში SZA მოხვდა ჟურნალ ტაიმის TIME100 Next List-ში. 2022 წლის გრემის დაჯილდოებაზე SZA-ს კოლაბორაციამ „Kiss Me More“ მოიგო ჯილდო საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფური შესრულებისთვის.

დისკოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მუსიკოსი Sza ახალგაზრდობამუსიკოსი Sza კარიერამუსიკოსი Sza ჯილდოები და ნომინაციებიმუსიკოსი Sza დისკოგრაფიამუსიკოსი Sza რესურსები ინტერნეტშიმუსიკოსი Sza სქოლიომუსიკოსი Sza19892010-იანები8 ნოემბერიEPაშშინგლისური ენამისურის შტატისენტ-ლუისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბრაზილიაიგლუეროზიაკრიშტიანუ რონალდუსულგუნიევერესტითბილისის მეტროპოლიტენისარაევოს ალყახინკალიერეკლე IIზმნაფოთოლისაქართველოს სამეფოწმინდა გიორგიპაკისტანიგამზრდელი (პოემა)ორალური სექსითავის ტვინიიალბუზინონა გაფრინდაშვილირუსეთიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაქვევრი (ფილმი)ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიჟან შარდენიასტანაჩარლი ჩაპლინი29 მარტივოლფგანგ ამადეუს მოცარტიბაიკალიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაგეორგიევსკის ტრაქტატიანტონიმიფემინიზმიშოთა რუსთაველისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმთავარი გვერდივილი სანიოლითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჰაერის დაბინძურებარიონიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიქრისტიანობაქართული ხალხური ცეკვებიქვეწარმავლებირითმალევან შენგელიაუჯრედიგიორგი გოჩოლეიშვილიკათოლიციზმიინდონეზიაქართული გვარირომის დაარსებადინოზავრებიწყალიკახა კალაძესისხლიბაში-აჩუკიიაკობ გოგებაშვილიკვადრატული კილომეტრიასურელი მამებიპეტრე ჩაიკოვსკივეფხვიქართლის ცხოვრებაკანადაფილების ტექტონიკასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნივლადიმერ ლენინიდედა ენამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსტუმარ-მასპინძელივინსენტ ვან გოგიპუნიკური ომებიამქარისლავები🡆 More