Coldplay-ს ალბომი Parachutes

Parachutes — ინგლისური როკ-ჯგუფ Coldplay-ს სადებიუტო ალბომი.

გამოიცა ინგლისში 2000 წლის 10 ივლისს, ხოლო აშშ-ში - 2000 წლის 7 ნოემბერს. ეს ჯგუფის ერთადერთი ალბომია, რომლის გამოშვების თარიღიც აშშ-ში გადადებულ იქნა. ალბომმა მალე დაიკავა პირველი ადგილი დიდ ბრიტანეთში და ჩარტებში 33 კვირის განმავლობაში დარჩა.

Parachutes
Coldplay-ს ალბომი Parachutes
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 10 ივლისი, 2000
ჩაიწერა ნოემბერი 1999 - მაისი 2000
ჟანრი ალტერნატიული როკი
პოპი
ხანგრძლივობა 41:48
ლეიბლი Capitol
Parlophone
პროდიუსერი Coldplay
კენ ნელსონი
კრის ელისონი
Coldplay — ქრონოლოგია
The Blue Room
(1999)
Parachutes
(2000)
A Rush of Blood to the Head
(2002)
სინგლები ალბომიდან Parachutes
  1. „Shiver“
    გამოცემის თარიღი: 6 მარტი 2000
  2. „Yellow“
    გამოცემის თარიღი: 26 ივნისი 2000
  3. „Trouble“
    გამოცემის თარიღი: 26 ოქტომბერი 2000
  4. „Don't Panic“
    გამოცემის თარიღი: 27 აგვისტო 2001
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 starsColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი Parachutes
Entertainment Weekly(B+)
Los Angeles Times3.5/4 starsColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი Parachutes
NME(9/10)
Pitchfork Media(5.3/10)
PopMatters(კეთილგანწყობილი)
Q4/5 starsColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი Parachutes
Rolling Stone3.5/5 starsColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი ParachutesColdplay-ს ალბომი Parachutes
Stylus(C)
Village Voice(სხვადასხვა)

ამ ალბომმა Coldplay-ს შემდეგი გაჰიტებული სინგლები მოუტანა: Shiver, Yellow, Trouble და Don't Panic. მან ბილბორდ 200-ში 51-ე ადგილი დაიჭირა, ხოლო მისმა საბოლოო გაყიდვებმა 2 მილიონს მიაღწია.

Parachutes დასახელებულ იქნა #14 ადგილზე ინგლისის მუსიკალური ტელევიზიის Channel 4-ის 100 ყველა დროის საუკეთესო ალბომებს შორის. 2006-ში კი ალბომმა #33 ადგილი დაიკავა მუსიკალური ჟურნალის NME-ის მიერ გამოქვეყნებულ 100 საუკეთესო ალბომების სიაში. თუმცა, კრის მარტინმა თქვა რომ „Coldplay Parachutes-ის მიღმა იყურება. ჩვენ ვიცით რომ ეს საშინელი მუსიკაა, თქვა მან,ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის შემდეგ.“

ისტორია

ალბომის უდიდესი ნაწილი ჩაწერილ იქნა ლივერპულის სტუდიაში პარ სტრიტი. ამ პროცესმა ცხრიდან ათ კვირამდე გასტანა და ორი მინი ტურნეთი იქნა შეფერხებული. თუმცა, High Speed ჩაწერილ იქნა დროებით პროდიუსერ კრის ელისონთან ერთად 1999 წლის ზაფხულში სტუდიაში ორინოკო, ლონდონში.

Parachutes აღიარებული იყო როგორც ალტერნატიული როკ ჟღერადობის მქონე, რომელიც მსგავსი იყო ჯგუფ Radiohead-ის ჟღერადობისა, ამ ჯგუფის ყოფნის დროს The Bends/Ok Computer -ის ერაში. ფაქტობრივად, ივარაუდება რომ ალბომის კომერციულ წარმატებაში დიდი როლი Radiohead-ის მსმენელებს მიუძღვით, რადგან მათი მუსიკალური გემოვნება დაშორდა Radiohead-ისას მათი ექსპერიმენტალური და ელექტრონული გავლენის მქონე ალბომის Kid A გამოსვლის შემდეგ.

მომადუნებელი და ხშირად წყნარი, Parachutes-ის მუსიკა საკმაოდ განსხვავებულია იმ პოპ-როკ ჟღერადობიგან, რომელიც დომინირებს Coldplay-ს შემდგომ ნამუშევრებში, განსაკუთრებით კი ალბომში X&Y. ფოლკლორული, ადვილად სმენადი გრძნობა მხოლოდ ამ ალბომს ახასიათებს ჯგუფის მთელს დისკოგრაფიაში, უმრავლესობა სიმღერების ჟგერადობისა, როგორებიცაა High Speed, We Never Change და სათაურად გამოყენებული ტრეკის, აკუსტიკური გიტარის,ოსტატურად და დახვეწილად გადაფარული ელექტრონული ნაწილების და პიანინოს დელიკატური მელოდიებისაგან გამომდინარეობს. უფრო მაღალბიტიანი სიმღერები, როგორიცაა Yellow და Shiver გიტარის უფრო ხმამაღალ აკორდებს იყენებენ, თუმცა ეს ტრეკები არასდროს არ უახლოვდებიან მძიმე როკის ჟანრს. ეს ფაქტი იმ დროისთვის უფრო უნიკალური იყო, რადგან ბრიტანული მუსიკალური სცენა 90-იანი წლებიდან იმ დროს ის-ის იყო გამოდიოდა, სადაც გიტარის დამლეწავი ბენდებისსიმღერები მეფობდა, როგორიც ოაზისია. თუმცა, წინა წლის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი The Man Who იყო შოტლანდიური ჯგუფისგან Travis. Coldplay, როგორც სჩანს სარგებლობდა Travis-ის მიერ გაკვალული გზით და ამ ჯგუფს თანდათან ჩრდილავდა თავისი პოპულარობით.

ალბომის მესამე სიმღერამ Spies ჩინეთის ხელისუფლების მცირე ინტერესიც მიიპყრო. მათ ამ სიმღერის ანტიკომუნისტური ინტერპრეტირება მოახდინეს. ამან მთელ ქვეყანაში ალბომის აკრძალვა გამოიწვია. გიტარისტი ჯონ ბაკლენდი ამბობს,ჩვენ ჩინეთში სომღერა Spies გამო აგვკრძალეს, ძალიან უცნაურია.

ალბომის გარეკანზე გლობუსის ფოტო იყო გამოსახული, რომელიც თავად ბენდის მიერ იყო გადაღებული კოდაკის ხელის ფოტოაპარტით. გლობუსი 10 ფუნტად იყო ნაყიდი მაღაზია WH Snith-ში; ეს გლობუსი გადაიღეს სიმღერების Shiver და Don't Panic კლიპებში, ამასთან ის ჯგუფის მიერ გამართულ ტურნეში გამოიყენებოდა.

ალბომი ეძღვნებოდა ჯგუფის დრამერის, უილ ჩემპიონის დედის, დოქტორ სარა ჩემპიონის ხსოვნას, რომელიც 2001 წელს კიბოსგან გარდაიცვალა.

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი/კრისტ მარტინი/ჯონი ბაკლენდი/უილ ჩემპიონი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Don't Panic“2:17
2.„Shiver“4:59
3.„Spies“5:18
4.„Sparks“3:47
5.„Yellow“4:29
6.„Trouble“4:30
7.„Parachutes“0:46
8.„High Speed“4:14
9.„We Never Change“4:09
10.„Everything's Not Lost“7:15
11.„Life Is for Living“ (დამალული სიმღერა, რომელიც 5:39-ზე იწყება) 

ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი/კრისტ მარტინი/ჯონი ბაკლენდი/უილ ჩემპიონი.

ჯილდოები

წელი ცერემონია კატეგორია
2000 Q Awards საუკეთესო ალბომი
2001 Brit Awards საუკეთესო ბრიტანული ალბომი
2002 Grammy Awards საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი

გამოცემის დეტალები

ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი კატალოგი
გაერთიანებული სამეფო 10 ივლისი, 2000 Parlophone 12" შეზღუდული გამოცემა 7243 5277831
CD 7241 5 27783 2 4
იაპონია 9 აგვისტო, 2000 Toshiba-EMI CD TOCP 65472
კანადა 19 სექტემბერი, 2000 Parlophone CD 7241 5 27783 2 4
აშშ 7 ნოემბერი, 2000 Capitol კასეტა 0 6700 30162
CD 0 6700 30162 2 3

ჩარტები

ყოველკვირეული ჩარტები

ჩარტი (2000–10) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი 2
ავსტრიის ალბომების ჩარტი 41
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია) 24
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია) 44
კანადის ალბომების ჩარტი 19
ჩეხეთის ალბომების ჩარტი 36
დანიის ალბომების ჩარტი 29
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი 29
ფინეთის ალბომების ჩარტი 29
საფრანგეთის ალბომების ჩარტი 31
გერმანიის ალბომების ჩარტი 54
იტალიის ალბომების ჩარტი 11
ირლანდიის ალბომების ჩარტი 2
მექსიკის ალბომების ჩარტი 66
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი 2
ნორვეგიის ალბომების ჩარტი 1
ესპანეთის ალბომების ჩარტი 47
შვედეთის ალბომების ჩარტი 20
შვეიცარიის ალბომების ჩარტი 38
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 1
აშშ Billboard 200 51

| style="width:50%; text-align:left; vertical-align:top;" |

წლის შემაჯამებელი ჩარტი

ჩარტი (2000) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC) 9
ჩარტი (2001) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC) 19
ჩარტი (2002) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC) 88

ყველა დროის ჩარტები

ჩარტი (ყველა დროის) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები(OCC) 45

სქოლიო

Tags:

Coldplay-ს ალბომი Parachutes ისტორიაColdplay-ს ალბომი Parachutes სიმღერების სიაColdplay-ს ალბომი Parachutes ჯილდოებიColdplay-ს ალბომი Parachutes გამოცემის დეტალებიColdplay-ს ალბომი Parachutes ჩარტებიColdplay-ს ალბომი Parachutes სქოლიოColdplay-ს ალბომი ParachutesColdplayინგლისიროკ-მუსიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომის რესპუბლიკაკალიებიდუბაის საამიროშუშანიკის წამებაფრინველთა მიმოფრენარევაზ ინანიშვილიანტიკური ხანადავითგარეჯაწიწვოვნებიალკოჰოლური სასმელირელიეფიდიდი თურქობამეტაფორადაუნის სინდრომიორალური სექსისოფელინინო სალუქვაძეხელოვნებამწერებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაძალამარტივი რიცხვიჯიხვიაფრიკის ქვეყნების სიახვიჩა კვარაცხელიამუხაგუმბათიილონ მასკიშხარამონაკოარაპენეტრაციული სექსიანემიათბილისიპირველი მსოფლიო ომიმყინვარწვერიკლავიკორდისოფლის მეურნეობამეორე მსოფლიო ომიინფორმაციასაფრანგეთის რევოლუციაბაყაყიბრუნებაკვადრატული კილომეტრიმეტყველების ნაწილებიქართული დამწერლობამურა დათვიგიორგი II (საქართველოს მეფე)ნიკო ნიკოლაძემონღოლთა ბატონობა საქართველოშისაქართველოს სოფლებითუშეთიფილების ტექტონიკაჯვაროსნული ლაშქრობებისამხრეთი კორეატრანსპორტიაფხაზეთივახტანგ VIჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაგელათის მონასტერიძვ. წ. 329ფსიქოლოგიაკავკასიალიბერალიზმისაქართველოს სახელმწიფო დროშაგანდეგილი (პოემა)ნახშირორჟანგიშამქორის ბრძოლა (1195)თევდორე კველთელიდეციმეტრირკინის კაციჩუტყვავილანიკეის პირველი საეკლესიო კრებადავით სარაჯიშვილიმოლინუაზომიერი სარტყლებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითცილებიჯაყოს ხიზნები🡆 More